9 ოქტომბერს, 12.00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
13.00 საათზე, მმართველი გუნდი გოჩა ენუქიძეს ამბროლაურში წარადგენს;
15:40 საათზე, გოჩა ენუქიძის წარდგენა გაიმართება ლენტეხში;
16:45 საათზე გოჩა ენუქიძეს მმართველი გუნდი ცაგერში წარადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.