„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ  2020 წლისთვის, 800 კმ ავტობანს, 50 გვირაბს და 50 ხიდს ააშენებდა -  ეს დაპირება ვერ სრულდება

„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ 2020 წლისთვის, 800 კმ ავტობანს, 50 გვირაბს და 50 ხიდს ააშენებდა - ეს დაპირება ვერ სრულდება

access_time2019-07-23 18:00:03


„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ოთხ წელში, 2020 წლისთვის, 800 კმ ავტობანს, 50 გვირაბს და 50 ხიდს ააშენებდა. ეს დაპირება ვერ სრულდება —  აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.


ის, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი სიმართლეს ამბობს ფაქტ-მეტრმა ციფრებზე ციფრებზე დაყრდნობით შეისწავლა, რომლის ანალიზსაც უცვლელად გთავაზობთ:



 2016 წელს შემუშავებული მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგებულიყო და უნდა დასრულებულიყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.


ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2020 წლამდე დაგეგემილ საგზაო ინფრასტრუქტურაზე დაწვრილებით ისაუბრადა აღნიშნა: „მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარი იქნება. დასრულდება 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა, აშენდება 300 სახიდე გადასასვლელი (100 რიკოთის გზის ფარგლებში) და 50 საავტომობილო გვირაბი (40 რიკოთის გზის ფარგლებში)“.


2017-2018 წლებში სულ 66.7კილომეტრი ახალი გზა აშენდა, აქედან 45 კილომეტრი ავტობანი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 426.6 კილომეტრ გზას, აშენდა 25 ახალი ხიდი და 3 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი ხიდი და გვირაბი. დაპირების შესასრულებლად, მიმდინარე და მომდევნო წელს ხელისუფლებამ 733.3 კილომეტრი გზა (მათ შორის 505 კილომეტრი ავტობანი) უნდა ააშენოს, რაც წარმოუდგენელია.


ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირების შეუსრულებლობა ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა 2020-2023 წლებში დასრულდება. გარდა ამისა, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთის: ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოების დასრულების ვადა არის 2021 წლის ბოლო და არა 2020 წელი.


ანალიზი


პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომან გოცირიძემ განაცხადა: „გავიხსენოთ 2 წლის წინ ინფრასტრუქტურის შესახებ ამ ტრიბუნიდან, ოღონდ ქუთაისის ტრიბუნიდან, პრემიერ-მინისტრის მოხსენება. მაშინ ამბობდით, რომ თქვენ 4 წელიწადში, 2020 წლისთვის, ააშენებდით 800 კმ ავტობანს, 50 გვირაბს და 50 ხიდს“.


2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ - საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა. აღნიშნული გეგმა ეკონომიკური, განათლების, საჯარო მმართველობის რეფორმასა და სივრცით მოწყობას გულისხმობდა.



სივრცითი მოწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა იყო. ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგებულიყო და უნდა დასრულებულიყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა (2.7 ინფრასტრუქტურის განვითარება, გვ.23).


ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა 2020 წლამდე დაგეგემილ საგზაო ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა: „მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარი იქნება.დასრულდება 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა, აშენდება 300 სახიდე გადასასვლელი (100 რიკოთის გზის ფარგლებში) და 50 საავტომობილო გვირაბი (40 რიკოთის გზის ფარგლებში)“.



2017-2018 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფაქტობრივი ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარზე მეტი იყო. მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 1.3 მილიარდი ლარია განსაზღვრული.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს მოძრაობა სრულად გაიხსნა:


ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა (15 კილომეტრი);აგარა-ზემო ოსიური (12 კილომეტრი);თიანეთი-ზარიძეების გზა (12 კილომეტრი);ნიკეას ქუჩა-გეგუთის სატრანსპორტო კვანძი (4.1 კილომეტრი);სულ - 43.1 კილომეტრი.


ასევე, 2017 წელს აღნიშნული პროექტების ფარგლებში აშენდა 9 პარალელური ხიდი, 4 საფეხმავლო ხიდი და 4 სახიდე გადასასვლელი, სულ 17 ხიდი. იმავე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 208.6 კილომეტრ გზას.


2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, მოძრაობა სრულად გაიხსნა:


ქობულეთის შემოვლით გზაზე (18 კილომეტრი);სტეფანწმინდა - სამების ეკლესია (5.6 კილომეტრი);სულ - 23.6 კილომეტრი



2018 წელს აშენდა 8 ხიდი, მათ შორის -ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში-ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია (მანამდე, ყველაზე გრძელი ხიდი ქალაქ გორთან მდინარე ლიახვზე არსებული პარალელური ხიდები იყო,რომელთა სიგრძე 880 მეტრია). 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 218 კილომეტრ გზას.



ამგვარად, 2017-2018 წლებში სულ აშენდა 66.7 ახალი გზა, აქედან 45 კილომეტრი ავტობანი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 426.6 კილომეტრ გზას. საანგარიშო პერიოდში 25 ახალი ხიდი აშენდა, მათ შორის ყველზე გრძელი. ასევე, დარიალის ხეობაში აშენდა 1.7 კილომეტრი სიგრძის გვირაბი. 1950 წლიდან რიკოთის გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა. საანგარიშო პერიოდში სულ 3 გვირაბი აშენდა.


2019 წელს დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის 77 კმ გზაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად 2020-2023 წლებში დასრულდება. მიმდინარე წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებლობის დასრულება 43 კილომეტრ გზაზე იგეგმება.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ქართული ოცნების დაპირება ოთხ წელიწადში 800 კილომეტრი საგზაო ინფრასტრუქტურის აშენებაა. დაპირებული ოთხწლიანი პერიოდიდან, ორი წელი უკვე გავიდა და ამ დროის განმავლობაში 66.7 კილომეტრი გზა აშენდა, მათ შორის 45 კილომეტრი მაგისტრალი. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს და მომდევნო წელს ხელისუფლებამ 733.3 კილომეტრი გზა უნდა ააშენოს, რაც წარმოუდგენელია.


ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირების შეუსრულებლობა ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა 2020-2023 წლებში დასრულდება. გარდა ამისა, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორი მონაკვეთის: ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოების დასრულების ვადა არის 2021 წლის ბოლო და არა 2020 წელი, როგორც დაპირებაშია აღნიშნული.



აღნიშნული დაპირების შესრულების შეუძლებლობას ამყარებს შემდეგი მონაცემიც: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. მშენებლობის დაწყებიდან 2018 წლის ჩათვლით, მოძრაობა 190 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. შესაბამისად წელიწადში საშუალოდ (2006 წელს არ ვთვლით, რადგან ამ წელს ავტობანის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა) 15.8 კილომეტრი ავტობანი შენდებოდა. ამ ტემპით, 505 კილომეტრი ავტობანის მშენებლობას 31 წელზე მეტი დასჭირდება. თუ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ავტობანზე დაგებული გზის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ავიღებთ(ქართული ოცნების პერიოდში 121.85 კმ გზა დაიგო), 20.3 კილომეტრი გამოვა. თუ ხელისუფლება მშენებლობის საკუთარ ტემპს შეინარჩუნებს, 505 კილომეტრი ავტობანის აშენებას 24 წელზე მეტი დასჭირდება.



factcheck.ge





საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up