„ქართული ოცნება“ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებით გამოდის

„ქართული ოცნება“ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებით გამოდის

access_time2016-09-09 11:30:10

„ქართული ოცნება" მომდევლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებით გამოდის.

 

 

როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი, „ქართული ოცნება" შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას, აღნიშნული დოკუმენტი კი საფუძვლად დაედება ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

 

 


„ქართული ოცნება" შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი: • მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი; • ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი;

 

 

ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი; • დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი; • ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში, რომლის სახელწოდებაა "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა".

 

 

მმართელმა პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 8 სექტემბერს გამართა.

 



ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up