ქართული ნეონაციზმის ანატომია

ქართული ნეონაციზმის ანატომია

access_time2018-05-17 15:20:03


საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”  17 მაისს გამოქვეყნა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს იმ ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების იდენტიფიცირების მცდელობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფების მიმართ ძალადობითა და აგრესიით გამოირჩევიან. ორგანიზაციის განცხადებითისინი ხშირ შემთხვევაში არაფორმალური გაერთიანებების წევრები არიან და ამიტომ სია, შესაძლოა, გაცილებით ვრცელი იყოს.

კვლევაში მართალია, ნეონაცისტური ორგანიზაციების დაფინანსების პირდაპირი წყაროების იდენტიფიცირება ვერ ხდება, თუმცა, მათი მტკიცებით, ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

 

 რა არისქართული მარში”?

 

„ქართული მარში” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც სხვადასხვა ნეონაცისტურ ორგანიზაციას აერთიანებს. „ქართული მარშის” სახელით მოქმედმა გაერთიანებამ საქმიანობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ირანის მოქალაქის მხრიდან არასრულწლოვანი პირების მიმართ გარყვნილი ქმედება გააპროტესტეს. ქსენოფობიური აქციის მთავარი მოწოდება ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება იყო. თუმცა, გაერთიანებაში შემავალი პირები თუ ორგანიზაციები, უკვე წლებია, გამოირჩევიან ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამებით და ხშირად მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში:

 

„ქართულმა მარშმა” აქციით გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას ქმედება, რომელმაც ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში მოწყობილი აქციის ფარგლებში ლგბტ თემისადმი სოლიდარობის გამომხატველი სამკლაურით ითამაშა.  აქციაზე დაწვეს ლგბტ დროშა და კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდნენ.


ამას მოჰყვა აქციები  საქართველოსა და ბელორუსს შორის ქუთაისში გამართულ ამხანაგურ მატჩზე,   „რუსთავი 2”-თან, ფიზიკური ანგარიშსწორებები და  თავდასხმები კონკრეტულ პირებზე სოციალურ ქსელებში და ა. შ. 


 

ქართულ მარშთან დაკავშირებული ორგანიზაციები და ცალკეული პირები


ეროვნულ ძალთა შეთანხმება

 

მიმდინარე წლის 11-13 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ახალგაზრდები ღამის კლუბებში სპეცოპერაციასა და სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ. პარალელურად გაიმართა კონტაქცია, რომლის გაკონტროლებაზე ხელისუფლებამ სრული პასუხისმგებლობა ვერ აიღო.


სწორედ ამ დროს ცალკეულ ნეონაცისტური მოძრაობის წარმომადგენლებსა თუ შეხედულებების მქონე პირებს შორის ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმება” შედგა.


კვლევის ავტორთა აზრით, ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმების” უკან რუსული კვალი ჩანს.


მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორი თვის წინ განაცხადა, რომ პარტია “დემოკრატიულ მოძრაობას” ტოვებს, სამოქალაქო სექტორში გაადვიდა.


საჯარო რეესტრის მონაცემით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი გახდა.




მოძრაობაეროვნულები


სანდრო ბრეგაძე -  მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელია. 2016 წლის თებერვლამდე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.

სხვა დამფუძნებლები: კახაბერ მიგინეიშვილი,   ზურაბ ენუქიძე,  ლევან ჩაჩუა და  გიორგი გაბედავა, რომელიც პარალელურად არის ორგანიზაციების „ლევან ჩაჩუას ფონდის“,  „საქართველოს ახალგარზდა ეროვნული ალიანსის“  და „სამოქალაქო აქტივობის კლუბის“ დამფუძნებელი.


გაბედავას ორგანიზაცია მოქმედებს როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია და ძირითადად ახალგაზრდებს აერთიანებს. 



მოძრაობასამოქალაქო სოლიდარობა

 

დამფუძნებლები - გია (გიორგი) კორკოტაშვილი, (პარალელურად საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული მისიი” დამფუძნებელიცაა). მამუკა არეშიძე - პოლიტოლოგი,  ირაკლი კაკაბაძე - მწერალი, აქტივისტი. დავით ბეგიაშვილი - ბიზნესმენი, “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელი; ნათია თხელიძე - ყოფილი პროკურორი, პოლიტმატიმრის სტატუსით გათავისუფლებული.


მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე იყო 2015 წელს მოკლული ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანი.


მოძრაობის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ბიძინა ივანიშვილის  გუნდის წევრების მიერ შეუსრულებული დაპირებების მონიტორინგი და მხილება იყო. ამიტომ ორგანიზაციაში ძირითადად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლები და პოლიტპატიმრები.


 



კავშირები პოლიტიკურ პარტიაპატრიოტთა ალიანსთან

 

დამფუძნებელები - კონსტანტინე მორგოშია - პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით აქვს წილი შპს “კემ კონსტრაქშენში” და რეგისტრირებულია დირექტორად შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაში”,  შპს “საინვესტიციო ჯგუფი კონსტანტინეში” და თავმჯდომარე ა(ა)იპ “კავკასიონში”.

ლადო სადღობელაშვილი - ასევე არის “მამული, ენა, სარწმუნოება”-ს თავმჯდომარე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია. 

ემზარ კვიციანი - პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი.

 

სხვა ორგანიზაციები და პირები

 

“ქართულ მარშს” სოციალური ქსელით მხარს უჭერდა  „ქართული ძალა“, რომლის დამფუძლებელი და ლიდერია ნიკოლოზ ბურნაძე. 


ქართული მარშის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო რადიკალი ნაციონალისტების მოძრაობა „წინააღმდეგობა - მომავლისთვის“. ამჟამად, მათი ერთ დროს საკმაოდ აქტიური ფეისბუქ გვერდი აღარ იძებნება.


რამაზ გაგნიძე - ქართული მარშის აქტივისტი. 2014 წელს კენჭს იყრიდა დიღმის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად კოალიცია “ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის” სახელით.


მიხეილ ამისულაშვილი მოძრაობის ერთ-ერთი წევრია.


მსახიობი ალეკო თეთრაშვილიც ქართული მარშის მხარდამჭერია.


პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი.


  

“ქართული მარშის“ აქციის წევრია დავით ნემსაძე. მის  წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ლიკა ალელიშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის გამო პოლიციას მიმართა და მოითხოვა, რომ დავით ნემსაძეს მასთან მიახლოება აეკრძალოს.

 

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე  http://www.transparency.ge/ge/blog/kartuli-neonacizmis-anatomia

 

 












კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up