ქართული მონოგრაფის ბრენდის სასტუმროების გახსნა საზღვარგარეთ იგეგმება

ქართული მონოგრაფის ბრენდის სასტუმროების გახსნა საზღვარგარეთ იგეგმება

access_time2020-09-25 14:30:09

მალე, უნდა ველოდოთ შემდეგი „მონოგრაფების“ გახსნას  სხვადასხვა  ქალაქებში. პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით განვავითარებთ სასტუმროების ქსელს, ხოლო შემდგომში ვიფიქრებთ საზღვარგარეთაც,“ – „კომერსანტს“ ამის შესახებ „მონოგრაფის“ მფლობელმა ანტონ ობოლაშვილმა ინტერვიუში განუცხადა.


„მონოგრაფი“ თავისუფლების მოედანზე ბუტიკური „ლაქშერის“ ტიპის სასტუმროა, სადაც ერთიანდება 36 ნომერი, ტერასა, რესტორანი „სომინი“. სასტუმრო მიმდინარე წლის თებერვალში პანდემიამდე გაიხსნა.  როგორც ანტონ ობოლაშვილი განმარტავს, ეს არის ქართული ბრენდი ქართული ინვესტიციით, რომლის განვითარება გლობალური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ საზღვარგარეთაც იგეგმება.

 

მონოგრაფი“ და იქვე ქართული რესტორანი „სომინი“ ცოტა ხნის წინ გავხსენით. „სომინი“ ბევრს უცხოური სიტყვა ჰგონია, მაგრამ მომდინარეობს მესხური სიტყვიდან - ასე უწოდებენ ქვის თონეში ტრადიციული მეთოდით გამომცხვარ მესხურ პურს. ამ რესტორნის მეშვეობით, მეტი წვლილი გვინდა შევიტანოთ მესხური სამზარეულოს პოპულარიზაციაში.


მონოგრაფი“ არის ქართული ბრენდი, სრულიად ქართული ინვესტირებით და ბოლო დროს მთელი ქვეყნის ერთერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.   ველოდებით ახალ „მონოგრაფებს“, მთავარია პანდემია დავამარცხოთ, ტურისტი შემოვიდეს.  კი, არის შიდა ტურიზმის სტიმულირება ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სწრაფი განვითარებისთვის,“ - განმარტავს ბიზნესმენი.



ამჟამად, სასტუმროს მენეჯმენტში ჩართულია შვეიცარული საკონსულტაციო კომპანია „დევპორტი“ და მისი წარმომადგენელი მანუელ ლოხერი. „მონოგრაფის“  გუნდი სწორედ  კომპანიასთან ერთად მუშაობს მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.


ანტონ ობოლაშვილი ამჟამად ბიზნესების პარალელურად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია.


„კომერსანტის“ ექსკლუზური ინტერვიუ ანტონ ობოლაშვილთან შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.


მარიამ მორგოშია


თეგები:
მონოგრაფი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up