ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია

ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია

access_time2020-01-21 13:20:34

რამდენიმე თვის წინ კახა კალაძემ თბილისში მიკროავტობუსების წარმოების შესაძლო დაწყება დააანონსა.  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ეტაპზე პროექტი, რომელშიც დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ინვესტორი  $30 მილიონის  ჩადებას გეგმავდა.


როგორც ცნობილია ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორთან მოლაპარაკებებს „თბილისის მიკროავტობუსი“ აწარმოებს. დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. „კომერსანტის“ კითხვაზე -ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რა ეტაპზეა ახლა პროექტი და როდის დასრულდება მასზე მუშაობა „თბილისის მიკროავტობუსში“ არ გვპასუხობენ. 

 

კონკრეტული დეტალები და კომპანია, ფეისბუქ ლაივის მეშვეობით თბილისის მერსაც  არ დაუსახელებია. მაშინ კალაძემ იმ ავტომობილის მოდელზე ისაუბრა, რომელზეც, სავარაუდოდ, დედაქალაქის პირველი პირი არჩევანს შეაჩერებს.

 

მაშინ „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ ქართული წარმოების მიკროავტობუსი,  რომელსაც  “ელვა“ ერქმევა, რუსული კომპანია „Группа ГАЗ“-ის მიერ წარმოებული   ГАЗель NEXT -ის იდენტური იქნება. 

 

ГАЗель-ის მიკროავტობუსების წარმოების საქართველოში დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებით, კალაძისგან მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ მომავალ ინვესტორთან მოლაპარაკებებს „თბილისის მიკროავტობუსი“  მართავს. მისთვის კი მთავარი იყო ის, რომ ქართული ბრენდი შეიქმნებოდა.


 „თბილისის მიკროავტობუსში“ ორი თვის წინ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ნამდვილად მიმდინარეობდა. ინვესტორის ვინაობას არც მაშინ ასახელებდნენ. მსგავსი ტიპის მიკროავტობუსს აწარმოებენ როგორც რუსეთში, ასევე თურქეთში. ამ ეტაპზე რომელ კომპანიასთან შედგება მოლაპარაკება კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დავასახლებთ“,  - განმარტავდნენ „თბილისის მიკროავტობუსში“ .


 

გეტყვით იმასაც, რომ კალაძის მიერ ორი თვის წინ მაგალითის სახით წარმოდგენილი ლურჯი ფერის მიკროავტობუსი, რუსული კომპანია „Группа ГАЗ“- ის მიერ წარმოებული ГАЗель NEXT -ის იდენტურია. ეს არის რუსული კომპანია, სადაც წილი რუსეთის სახელმწიფოსაც აქვს. რუსეთში მანქანების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში წილები შემდეგნაირად ნაწილდება:


«Русские машины» 65,56 %

 

Ингосстрах-Инвестиции 17,52 %

 

რუსეთის სახელმწიფო — 0,16 %.

 

დანარჩენი - 16,76 %

 


1. რუსული ГАЗель-ის ლოგო      

 

2. ქართული წარმოების „ელვას“-ს ლოგო


ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up