ქართული ლუდის კომპანია თიბისისთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს

ქართული ლუდის კომპანია თიბისისთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს

access_time2017-12-26 13:09:50

„ზედაზენი“ მორიგი ამბიციური პროექტის განსახორციელებლად ემზადება, რომელმაც კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. ეს „ზედაზენისა“ და თიბისი ბანკის ერთობლივი მუშაობის შედეგი იქნება. ქართული ლუდის კომპანიას თიბისისთან თამაშრომლობის უკვე ექვსწლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წელს ქარხნის ასაშენებლად კრედიტი სწორედ თიბისიმ გამოყო, დღეს „ზედაზენის“ წლიური გაყიდვები 100 მლნ ლარს აღწევს, კომპანიის პროდუქცია კი არა ერთ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. „ზედაზენის“ დირექტორი კახა კოტრიკაძე თიბისი ბანკს 25 წლის იუბილეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.


ბატონო კახა, „ზედაზენი“ თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტია, რომ გვითხრათ, რას ნიშნავს ეს, რა სახის ურთიერთობებია დღეს ბანკსა და კომპანიას შორის?


თიბისი ბანკის მნიშვნელობა „ზედაზენისთვის“ ძალიან დიდია, ჩვენ შორის თანამშრომლობა კომპანიის იდეის გაჩენისთანავე დაიწყო, როდესაც გადაწყდა, რომ ქარხანა უნდა აშენებულიყო. თიბისიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში და ძალიან დაგვეხმარა. იმ დროს ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციისა და მონოპოლიის პირობებში, თიბისიმ მზადყოფნა გამოთქვა და მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანიის დამფუძნებლებს, გამოყო კრედიტი და დაგვეხმარა ქარხნის აშენებაში. ეს მოხდა 2011 წელს. 2012 წელს ზედაზენმა უკვე გამოუშვა პირველი პროდუქცია. მას შემდეგ ყოველწლიურად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვათანახმეთ იმ რესურსებს, რაც დაგვჭირდება წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი ბიუროკრატიული და რთული პროცედურების გარეშე. წელს ვმუშაობთ კომპანიის ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, ეს ეხება ბონდების გამოშვებასა და საკრედიტო რეიტინგს. ამ მხრივ თიბისი კაპიტალი ჩაერთო, ერთობლივად ვცდილობთ, კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.



2011 წელს რატომ მიმართეთ კრედიტისთვის სწორედ თიბისი ბანკს, რატომ შეაჩერეთ მაშინ არჩევანი თიბისიზე?



კომპანიის დამფუძნებელებს თიბისისთან ურთიერთობა აქვთ ბანკის გახსნის დღიდან. ნატახტრის ქარხანაც 2004 წელს თიბისიმ დააფინანსა, იმ პერიოდში ეს ძალიან დიდი პროექტი იყო საქართველოსთვის, ამას გარდა კიდევ არაერთი ქარხანაა, მათ შორის ბარამბო, რომელიც რეგიონში ერთადერთია ამ მიმართულებით. ეს ურთიერთობები დღემდე გრძელდება, რადგან ჯგუფი თიბისისთან კომფორტულად გრძნობს თავს, ბანკს კომპანიის სურვილები კარგად ესმის და ყოველთვის სათანადო სერვისს სთავაზობს. თავის მხრივ, ჯგუფიც დაპირებებს ასრულებს და ბანკს ყველა პირობას უქმნის ნდობის გასაჩენად. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ უკვე მესამედ ლუდის მიმართულებით ახალი პროექტის შეთავაზება თიბისისთვის სიახლე არ ყოფილა, კომპანიის შესაძლებლობებიც იცოდა, ამიტომაც დათანხმდა ამ ინიციატივას.


რა როლს ასრულებს თიბისი ბანკი თქვენი ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით და რა მიმართულებით გეხმარებათ?


პირველი - ეს არის კრედიტები და სხვა საბანკო სერვისები, როგორიცაა მიმდინარე საოპერაციო პროდუქტებით თანამშრომლობისთვის საკრედიტო პორტფელის შექმნა, საბანკო პროდუქტების მიწოდება, გავრცელება, ამ სერვისების კომფორტულად მიღება თანამშრომლებისთვის. თიბისის ბანკომატიც ქარხნის შემოსასვლელთან გვაქვს. თიბისი კორპორატიულ პროდუქტს გვაწვდის, ამას გარდა, როგორც უკვე აღვნიშნე, ვმუშაობთ ახალი მიმართულების განვითარებაზე, ეს არის ბონდების გამოშვება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს საკონსულტაციო მომსახურება, ნებისმიერ იდეას განვიხილავთ ბანკთან და ვისმენთ მათ შეფასებას.



თქვენი აზრით, თიბისი ბანკი რა როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში?



ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით თიბისის და ზოგადად ბანკებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ. თიბისის საქმიანობის საკუთარი სფეროები განსაზღვრული აქვს, დისკომფორტს ბიზნესს არ უქმნის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განაპირობებს იმას, რომ თიბისი განსაკუთრებულად გამორჩეული და უკონკურენტოა. თიბისიმ დაახლოებით 500 დოლარიანი კაპიტალით დაიწყო და დღეს ნომერ პირველი ბანკია, ეს აჩვენებს, როგორ განვითარდა, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი მხარდაჭერა იყო. ტექნოლოგიების, მართვის სტილის, საერთაშორისო გამოცდილების შემოდინება დაიწყო, ხელმისაწვდომი გახადა საკრედიტო რესურსები და საბანკო სერვისები. დღეს საქართველოს საინვესტიციო გარემო თუ მიმზიდველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ მხრივ სწორედ საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობაა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ის მონაპოვარი და წვლილი, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში თიბისიმ შეიტანა.


ესაუბრა: ხატია შამანაური
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე





წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up