ქართული ლარი მუშაობს ვიღაცის ჭკუაზე

ქართული ლარი მუშაობს ვიღაცის ჭკუაზე

access_time2018-08-19 14:00:31

ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და 2 დღეში 2.65-დან 2.57-მდე ჩამოვიდა. პარალელურად მყარდება მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, რამაც ასახვა ჰპოვა ქართულ ლარზე. ფინანსისტები ამბობენ, რომ ლარი გამყარდება, თუმცა ნიშნული იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ბოლო გაუფასურებამდე იყო.

ლარის ბოლო გაუფასურების შემდეგ, რაც, ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცემა გამოიწვია, ქართულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. გუშინ გარე სავალუტო ჯიხურებში დოლარის ნიშნული 2,57 ლარზე ჩამოვიდა და ვარაუდობენ,, რომ გამყარება გაგრძელდება, თუმცა 1 კვირის წინანდელ მაჩვენებელს (2,46) არ დაუბრუნდება. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეზობელი ქვეყნების ვითარება ვერ იქონიებდა გავლენას და არსებული კურსი არ ასახავს სავალუტო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის გამყარების პერსპექტივაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ცრუ წარმოდგენებმა და საზოგადოებაში დამკვიდრებულმა სტერეოტიპებმა, შესაძლოა, ამ პროცესს ხელი შეუშალოს.

ზუსტი პროგნოზი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, სანამდე გამყარდება ლარი, თუმცა სასიკეთო ტენდენცია და ძვრები დღეს უკვე შეინიშნება.

თუ დაწყნარდა ბაზარი, ინვესტორებმაც რუსეთსა და თურქეთში შესაბამისად იმოქმედეს, შეჩერდება გაუფასურების პროცესი, ლარის კურსიც თანდათან ჩამოვა და დაჯდება თავის რეალურ საბაზრო ნიშნულზე. არის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც, ყოველგვარი ობიექტური მიზეზების გარეშე ნოემბერ-დეკემბრიდან ლარი აუცილებლად უნდა გაუფასურდეს. თუმცა არჩევნების წინ, რომელიც ოქტომბრის ბოლოსაა, ყველანაირად ეცდებიან, კურსის სტაბილურობა შეინარჩუნონ. მოკლედ, ასეთი მომენტები ალბათ იმოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე, - აცხადებს რეზონანსთან აკაკი ცომაია.

საქართველოში ადმირალ მარკეტსის ყოფილი წარმომადგენელი დავით წიქარიძე აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობდა და საგარეო ფაქტორებს მასზე გავლენა ვერ უნდა მოეხდინა. მისივე თქმით, ეროვნული ვალუტა ცოტათი გამყარდება, მაგრამ დოლარის მიმართ უფრო დაბალ ნიშნულს დაიჭერს, ვიდრე ეს ბოლო გაუფასურებამდე იყო.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არავითარი შეხება არ ჰქონია არც თურქული და არც რუსული ფულის ვარდნასთან და არც სხვა საგარეო პროცესებთან. ეს წმინდა წყლის ტყუილი და ზღაპარია, რომელსაც არც ერთი პროფესიონალი არ დაიჯერებს. ჩვენი ლარი მუშაობს ვიღაცის ჭკუაზე და არა ძირითად ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით.


არ ყოფილა არავითარი სერიოზული ტრანზაქცია, მაქსიმუმზეა შემოსული ვალუტის ოდენობა, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობს. შესაბამისად, არავითარი მიზეზი არ არის, მეზობელი ქვეყნების ვალუტების პარალელურად გაუფასურებულიყო ქართული ლარიც.

იყო ჩავარდნა, ახლა უკუპროცესია. დასტაბილურებას უნდა ველოდოთ, მაგრამ მთავარია, რა ნიშნულზე დადგება. სავარაუდოდ, ლარი ნამდვილად გაიუმჯობესებს პოზიციას და დაიჭერს რაღაც ნიშნულს მორიგ სიურპრიზამდე. ამის ყველა ობიექტური მიზეზი არსებობს და გარდაუვალიც კია, თუმცა ნიშნული იქნება უფრო მაღალი, ვიდრე წინა - 2,45-2,46.

რა ხდება, რატომ ხდება, ვინ მუშაობს ამაზე, საერთოდ ვინმე აკონტროლებს თუ არა და რა პოლიტიკაა, აბსოლუტურად გაუგებარია. ერთიანი სისტემა და პოლიტიკა კურსთან დაკავშირებით, ვატყობ, საერთოდ არც არსებობს. არის გამოცხადებული თავისუფალი, მცურავი კურსის სისტემა. კი, ბატონო, მივიღოთ მოცემულობად, მაგრამ ესეც რაღაც წესრიგს უნდა ექვემდებარებოდეს, თუმცა მაინც ყველაფრის მიღმაა.

ფაქტია, ქართული ლარის კურსზე საქმიანი ენით საუბარი, პროგნოზირება, ანალიზი და ობიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა სრულიად ზედმეტია. აქ მოქმედებს ფაქტორები, რომლებთან არც შეხების და არც არავითარი გადაკვეთის სურვილი არ მაქვს, - აცხადებს რეზონანსთან დავით წიქარიძე.

ლარის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ვარაუდობს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისი აზრით, ეროვნული ბანკი ლარის სწორედ ამ კურსზე დასტაბილურებას შეეცდება.

რეალურად, ძალიან ძნელი სათქმელია, რა პროცესები განვითარდება სამეზობლოში და როგორი იქნება მისი გავლენა ქართულ ბაზარზე, თუმცა მიმაჩნია, რომ ლარი დაუბრუნდება ბოლო გაუფასურებამდელ ნიშნულს. ამაზე დაბლა კი ეროვნული ბანკი აღარ ჩამოუშვებს და ინტერვენციებით დაიჭერს. არასასურველია მკვეთრი რყევები ინვესტიციებისთვის და ინფლაციისთვის, ამიტომ ვფიქრობ, ლოგიკური იქნება, ასე მოიქცნენ.

გარდა ამისა, სექტემბრიდან იწყება კურსის დაჰეჯირების პროგრამა, რაც დამატებით სტაბილურობას მოუტანს ბაზარს, - აღნიშნა რეზონანსთან ხომიზურაშვილმა.

ლარის ბოლო გაუფასურების დაწყებამდე ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო სამი თვის განმავლობაში 2.44-2.46-ის ფარგლებში იყო და აქტიური ტურისტული სეზონის გამო მის მეტად გამყარებასაც ელოდნენ.


თეგები:
ლარი



„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო
access_time2020-03-31 17:00:09
„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო. კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. „ბადაგონში“ განმარტავენ, რომ ეს პროდუქტი სრულად...

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...


მსგავსი სიახლეები

up