ქართული კურორტები წელს დამსვენებლებს მინიმალური სიახლეებით ხვდებიან

ქართული კურორტები წელს დამსვენებლებს მინიმალური სიახლეებით ხვდებიან

person access_time2016-03-02 15:00:57

საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე საუბრები დიდი ხანია მიდის. ყველა თანხმდება იმაზე, რომ დასახვეწია მომსახურების სერვისი, რაც ტურისტების რაოდენობის ზრდის განმსაზღვრელია.

 

„კომერსანტთან" წლების განმავლობაში ტურიზმის ექსპერტების მხრიდან მუდმივად მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ მოსაგვარებელია დასუფთავების პრობლემა, მყარი ნარჩენების დაგროვება, უკონტროლო და უნებართვო სანაგვეები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავების საკითხი. დასახვეწია არაკვალიფიციური პერსონალის სერვისის დონე კვების ობიექტებში, განთავსების საშუალებებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებში. დარგის სპეციალისტები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია კურორტებზე იყოს პროფესიონალი გიდები, ასევე გამრავალფეროვნდეს ტურისტული მარშრუტები და ასე შემდეგ. სპეციალისტების განცხადებით, ყველა ზემოთაღნიშნული საკითხის მოგვარება ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საფუძველი გახდება.


რა სიახლეები დახვდებათ წელს ტურისტებს ქართულ კურორტებზე?


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან „კომერსანტმა" ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.


რაც შეეხება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, უწყების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მერი ემირიძე აცხადებს, რომ 2016 წელს დეპარტამენტი ახალ პროექტებს იწყებს. მათ შორისაა, საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.



ემირიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სრულყოფილი ტურისტული მარშრუტების შექმნას გეგმავს, რომლებსაც სხვადასხვა სერვისები დაემატება, რაც მარშრუტში საოჯახო სახლების ჩართვას, ადგილობრივი კერძების დეგუსტაციას, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გაცნობასა და სხვა სერვისებს ითვალისწინებს.


სააგენტო, ასევე გეგმავს აჭარაში არსებული საოჯახო სახლების ბაზის შექმნას, რომელიც თავისი ფოტოებითა და ინფორმაციით დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსდება. გარდა ამისა, სააგენტო რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებას გაუწევს ფესტივალებს, მათ შორის ზაფხულის ფესტივალს, ფრინველების საერთაშორისო ფესტივალსა და შემოდგომის ფესტივალს, რაც ხელს შეუწყობს აჭარის, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული მიმართულების ადგილის პოპულარიზაციას.

 

ემირიძის განცხადებით, სიახლეები იგეგმება რეგიონში ტურიზმის სექტორის განვითარებისა და სერვისის გაუმჯობესების მხრივაც. „მიმდინარე წელს, დეპარტამენტმა ამ მიმართულებით ორი ახალი პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარატამენტის მიერ" და „სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი" დაიწყო. პროექტი „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" მიზნად ისახავს აჭარის რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, უსაფრთხოებისა და ტექნიკური ხასიათის სტანდარტების წახალისებას. ის ასევე ითვალისწინებს ტურისტული გიდისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებასა და შესაბამისად ხარისხის უზრუნველყოფას. რაც შეეხება სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრს, ის ტურიზმის სფეროს მოქმედი თანამშრომლებს ტრენინგებით უზრუნველყოფს და ამავდროულად სატრენინგო-საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს კვებისა და განთავსების ობიექტებს"-აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

 

მათივე ინფორმაციით, 2015 წელს, რეგიონში ტურისტების 2,78 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულ წელს დეპარტამენტი მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად აქტიურ პიარ კამპანიებს იწყებს სამიზნე ქვეყნებში, რაც როგორც პირდაპირ რეკლამებს (ბილბორდები, ლაითბოქსები, ეკრანები, ავტობუსების ბრენდირება და გაჩერებების შეფუთვა), ასევე აქტიურ პიარ აქტივობებს, მათ შორის კონკურსებს, აჭარის დღეებისა და ფესტივალების მოწყობას, პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებს. წელს, 10 სამიზნე ქვეყანას რუსეთის ფედერაციაც დაემატა, საიდანაც რეგიონში გასულ წელს ვიზიტორების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.


რაც შეეხება მთის კურორტებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ქეთი ბეროზაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში, სიახლეა ბორჯომის სკვერის რეაბილიტაცია. 


მესტიის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი სალომე ფალიანის განცხადებით კი, წელს სვანეთში ჩასულ ტურისტებს ახალი საფეხმავლო ბილიკები დახვდებათ. მაგალითად, მესტია -მაზერის მიმართულებით და ასე შემდეგ. ფალიანი აცხადებს, რომ წელს ზაფხულის სეზონზე ტურიზმის სამსახური ტურისტული კატალოგების გამოშვებასაც გეგმავს.


ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, წელს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს საკმაოდ საინტერესო ახალი მარშრუტები დახვდებათ. მაგალითად, მიმდინარეობს მარტვილის კანიონის რეაბილიტაცია. ალავერდაშვილი აცხადებს, რომ კანიონის ტურები იჯარით გაიცა, რაც ქაოსურ სიტუაციას აღმოფხვრის. „იგივე სათაფლია, მთა-თუშეთი, აჭარა, ვაშლოვანი, დაცული ტერუტორიები სეზონს საკმაოდ მომზადებული ხვდება. წელს მზად იქნება როგორც ზღვის, ისე მთის კურორტები. ერთადერთი რაც საჭიროა, არის ის, რომ რამდენიმე თვით ადრე ცნობილი იყოს სად, რომელ კურორტზე რა ტიპის გასართობი ღონისძიებები იგეგმება, რადგან ეს ტურისტების მოზიდვაში და კონკრეტული კურორტის პიარში ხელშემწყობი იქნება"-აცხადებს ალავერდაშვილი.



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up