„ქართული კულტურა არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი იდენტობის. ქართული კულტურის ეკონომიკა უნდა შემოვიტანოთ როგორც მცნება და ვიზრუნოთ მისი ექსპორტის განხორციელებაზე,“- მამუკა ხაზარაძე

„ქართული კულტურა არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი იდენტობის. ქართული კულტურის ეკონომიკა უნდა შემოვიტანოთ როგორც მცნება და ვიზრუნოთ მისი ექსპორტის განხორციელებაზე,“- მამუკა ხაზარაძე

access_time2020-10-09 11:05:43

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის კულტურის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი თამთა შავგულიძე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ლელოს „ახალი მარშალის“ გეგმა წარუდგინეს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


„ახალი მარშალის გეგმა, სტრატეგიულ საკითხებთან ერთად, კულტურის სფეროსაც მოიცავს.
კულტურის სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად მოისმინეს სფეროს განვითარების სტრატეგია და ის კონკრეტული მაგალითები, რასაც მათ ლელოს მოდელი სთავაზობს. 



ღონისძიებაზე „ლელოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს კულტურის სამინისტრო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო. რადგან ეს სფერო გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციის შემოდინების წყარო გახდება.


მისივე თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს კინემატოგრაფიის მწარმოებელთა რიგს.


„საქართველო უნდა დაუბრუნდეს კინემატოგრაფიის მწარმოებელთა რიგს, რადგან 30 წლის წინ იგი 6 წამყვან კინემატოგრაფ ქვეყანათა რიგში შედიოდა. ჩვენ უზარმაზარი შანსი გვაქვს იმისა, რომ საქართველო გახდეს კინოწარმოების ეპიცენტრი, ასევე დიდი შანსი გვაქვს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ სხვა სახელოვნებო მიმართულებით. „ლელოს აქვს საინტერესო ხედვა, რომელიც გავაცანით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ვთლით, რომ კულტურის სამინისტრო უნდა დაკომპლექტდეს ცალკე, თანამედროვე მენეჯმენტით და მოხდეს მთელი კულტურის გადაყვანა ისეთ მოდელზე, სადაც მათ ექნებათ გრძელვადიანი დაფინანსება, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.


ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ შავგულიძემ კულტურის დარგში ლელოს ახალი მარშალის გეგმის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარტიის ლიდერებს მათი პრიორიტეტები და მოსაზრებები გააცნეს. შავგულიძე თვლის, რომ დღევანდელმა საზოგადოებამ ლელოს გეგმა სწორად გაიაზრა.



ლელოელებმა შეხვედრა გავმართეთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. მაქსიმალურად შევეცადეთ, დაგვეფარა სექტორი და ყველა დარგიდან მოვიწვიეთ სტუმრები. წარვუდგინეთ ჩვენი სტრატეგიული გეგმა კულტურის დეპოლიტიზაციის თვალსაზრისით და ძალიან გამიხარდა, რომ მისაღები აღმოჩნდა დაფინანსების ის ახალი მოდელები, რომელიც გულისხმობს დარგის დელეგირებას.

ახალი მარშალის გეგმა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფონდების და საბჭოების ოპერირება უზრუნველვყოთ სხვადასხვა ფინანსური ნაკადიდან. რაც აბსოლუტურად ასუსტებს სახელმწიფოს როლს, როგორც ერთადერთ და ძლიერ დამკვეთს ხელოვნების და კულტურის სფეროში. ამითი ვცდილობთ, გავათავისუფლოთ კულტურა პოლიტიკური დაქვემდებარებისგან, რაც მნიშვნელოვანია,-აცხადებს შავგულიძე.


კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას „ლელო იმ ძირითად მესიჯებს შეეხო, რომელიც სფეროს აღდგენისა და აქტიური მუშაობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია:


1.ლელო ემხრობა დეცენტრალიზაციის პრინციპს (რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურის პოლიტიკის ნაწილში ცენტრიდან (კულტურის სამინისტროდან) მოხდება საკითხთა დელეგირება რეგიონებზე და ფინანსურ და შინაარსობრივ ნაწილში. რეგიონი საკუთარი სახსრების დამოუკიდებელი განმკარგავი გახდება, ცხადია, ქვეყნის კანონმდებლობასთან და სტრატეგიული განვითარების ერთიან ხედვასთან კორელაციაში.


2.სამინისტროების გაყოფის საკითხი: „ლელო ემხრობა კულტურის სამინისტროს გამოყოფას.


ა) ეს კულტურას დაუბრუნებს კუთვნილ, წამყვან ადგილს ქვეყნის კონცეფციაში.
ბ) გამოყოფა გააიოლებს რეფორმირების პროცესს.


3. „ლელოს მოდელში გათვალისწინებულია კულტურის სამინისტროს, როგორც პირდაპირი დამფინანსებლის როლის შესუსტება. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში ეს მოხდება დეცენტრალიზაციის გზით, არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისა და კულტურის დანარჩენი სექტორისთვის დარგობრივი ფონდების შექმნით.


4.თანხების ფონდებში აკუმულირება დაეხმარება საბიუჯეტო ორგანიზაციებს, საბიუჯეტო დაფინანსების პარალელურად მოიზიდონ დამატებითი თანხები.


NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up