ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში შეღავათები დაწესდება

ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში შეღავათები დაწესდება

access_time2016-11-29 12:30:38

ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში შეღავათები დაწესდება. მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელთან ბოლო რამდენიმე თვეა შეხვედრები იმართება და ტენდერების კუთხით, რამდენიმე პრობლემატური მიმართულება გამოიკვეთა .


 

სილაგავას თქმით, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტენდერებში ხარისხის კომპონენტის დამატება და დღეს გარდა ფასისა, გადაწყვეტილების მიღებისას ხარისხსაც ენიჭება მნიშვნელობა. მისივე თქმით, ასევე საგულისხმოა დ მნიშვნელოვანია ადგილობრივი კომპანიების წახალისება ტენდერში, რასაც თავად კომპანიები დიდი ხანია ითხოვენ.


 

"იმ დარგებში, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილი, სახელმწიფო ტენდერებში 10% იანი უპირატესობა ექნებათ, ზუსტ სქემაზე შესყიდვების სააგენტო მუშაობს , დადგინდება, რომელ დარგებს და კონკრეტულად რა პრინციპით შეეხება შეღავათები" - აცხადებს სილაგავა. მისივე თქმით, ყველა ტენდერს ქართული კომპანია ვერ მოიგებს, თუმცა საუბარია დარგებზე, სადაც წარმოება განვითარებულია.




ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა საბახტარიშვილი მიიჩნევს, სამშენებლო სფეროსთვის შეღავათების დაწესება მხოლოდ პოზიტიური იქნება დარგისთვის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხარისხზე გამახვილდეს ყურადღება და ამ მიმართულებით ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი იყოს დაცული. საბახტარაშვილი ამბობს, რომ ქართული სამშენებლო პროდუქცია რიგ შემთხვევაში გაცილებით ძვირი ჯდება და საინტერესოა, მშენებლობების შემთხვევაში, როგორ იმოქმედებს შეღავათის მექანიზმი.

 


შესყიდვების სააგენტოში „კომერსანტს" განუცხადეს, რომ საკითხზე მუშაობა მიდის, თუმცა როდის იქნება კონკრეტული მექანიზმი წარმოდგენილი უცნობია.


 

ავტორი: სალომე სოსელია



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up