ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

access_time2020-09-23 09:50:26

Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.

 

3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია, გადანაწილებული სექტორის, ინდუსტრიისა და საქმიანობის მიხედვით; როგორ გამოიყურება ლიდერი კომპანიების სია სექტორის, ინდუსტრიისა და საქმიანობის მიხედვით, როგორია კონკურენტი კომპანიების ფინანსური  საქმიანობისა და ეფექტურობის მაჩვენებლები და სხვა.

 

შეგახსენებთ, რომ Bihub არის ბიზნეს და საჯარო მონაცემების ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა, რომელზეც NGT Group-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსთა გუნდმა იმუშავა. საიტი შექმნილია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს ანალიტიკური სისტემის Qlik BI-ს ბაზაზე, რომელიც დაფუძნებულია Open Data პრინციპზე და გვთავაზობს მონაცემების გამოყენების უნიკალურ მეთოდს.

 

Bihub.ge-თ სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი  რგოლის მენეჯერი, ანალიტიკოსი, ინვესტორები და უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი. სისტემა საკმაოდ ინტუიტიურია და დაფუძნებულია თვითმომსახურების პრინციპზე (Self Service), რაც საგრძნობლად ამარტივებს სასურველი მონაცემების მოძიებას.


 

ყველასათვის კარგად არის ნაცნობი ინფორმაციის მოძიების სტანდარტული მეთოდი, რომელიც სხვადასხვა წყაროებში ძიებას, სტატიკური ფაილების გადმოტვირთვას, ხანგრძლივ შედარებას და უამრავ სხვა ქმედებას მოითხოვს.


Bihub.ge-ზე სწორედ ამ სტატიკური სტატიკური რეპორტების გვერდის ავლით, მოიძიებთ სასურველ ინფორმაციას, რაც დინამიური და ინტერაქტიული დეშბორდების დახმარებით არის შესაძლებელი. ეს ყველაფერი ნებისმიერ კითხვაზე პასუხის სწრაფად, მარტივად და დამოუკიდებლად (self Service) მიღებაში გვეხმარება.

ავტომატურად განახლებადი მონაცემების Live ანალიტიკა კი ინფორმაციის სწრაფ და ოპერატიულ დამუშავებაში გვეხმარება. რაც შეეხება სისტემის ინტერფეისს, ის ძალიან მარტივი და ინტუიტურია, რაც მის მოსახერხებელ ვიზუალიზაციაში გამოიხატება.

 

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემების ანალიტიკის გარდა საიტზე იხილავთ სხვა ინტერაქტიულ დეშბორდებსაც, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკას გთავაზობთ, ესენია: იმპორტ-ექსპორტი, სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები, დაზღვევის სტატისტიკა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, Covid19 მსოფლიოში, საქართველოს ავტოპარკის სტატისტიკა.

 

აღსანიშნავია, რომ NGT ჯგუფი უკვე 5 წელია Qlik-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ამ პერიოდის მანძილზე წარმატებით განხორციელდა 30-ზე მეტი პროექტი და გაეშვა 100-ზე მეტი საპილოტე პროგრამა.

 

 

R


თეგები:
Bihub.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up