„სანამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია,ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე არაპერსპექტიულია“

„სანამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია,ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე არაპერსპექტიულია“

access_time2019-11-26 11:00:04

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას ვაჭრობა ოთხივე ქართულმა კომპანიამ უარყოფითად დაასრულა და მათი აქციების ფასი გაუფასურდა. „საქართველოს ბანკის“ 316 000  აქცია 4.5 მილიონ ფუნტად გასხვისდა, Georgia Capital-ის 248 000  აქციაზე დაიდო გარიგება 2.3 მილიონად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 341 000  აქცია გასხვისდა 600 ათას ფუნტად, „თიბისი ბანკის“ 196 ათას აქციაზე დაიდო გარიგება 2.4 მილიონად.


საბირჟო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნულ ფაქტში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და საქართველოში არსებულ არასტაბილურ გარემოს ადანაშაულებს.


„ინვესტორების ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ, მათ შორის, იმ სუბიექტების, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილები, ეცემა. უარყოფითი დამოკიდებულებაა ინვესტორების მხრიდან, რასაც განაპირობებს უშუალოდ პოლიტიკური მდგომარეობა, ასევე ის გადაწყვეტილებები, რაც გაჟღერებულია მთავრობის მხრიდან საარჩევნო პროცესების თუ მსგავსი საკითხების ირგვლივ. შესაბამისად, ქვეყანაში იზრდება პოლიტიკური რისკები, რაც ეკონომიკურ რისკებს პირდაპირპროპორციულად ზრდის. ამ ყველაფერს ემატება ბანკების მიმართ დამოკიდებულება, კონკრეტულად კი „თიბისი ბანკის“ ირგვლის ატეხილი აჟიოტაჟი, მსგავსი ინფორმაციები კი ინვესტორთა განწყობაზე თავისთავად დიდ გავლენას ახდენენ. ნებისმიერი ინვესტორი, საინვესტიციო ფონდი თუ ბანკი, ძალიან ფრთხილები არიან და ინვესტირების პროცესის დროს ყველა ინფორმაციას დიდი ინტერესით ეკიდებიან. საფონდო ბირჟაზე აქციების კურსი ვარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდება უფრო მეტია ვიდრე მათზე მოთხოვნა. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ინვესტორები და საინვესტიციო ფონდები იშორებენ ქართულ აქციებს, რადგან მოსალოდნელი რისკების გამო არაპერსპექტიულად თვლიან. ნებისმიერი ინვესტორი მომავალზეა ორიენტირებული, მათი მთავარი მიზანი  აქციების კურსის ზრდაა და თუ ამ ფაქტს რაიმე ემუქრება, ცდილობენ რომ ისინი მოიშორონ, თავისი პორტფელი კი ჩაანაცვლონ სხვა უფრო პერსპექტიული და მზარდი კომპანიის აქციებით. ქართული კომპანიები დღევანდელ რეალობაში არაპერსპექტიულია რისკების გამო და ეს ბოლო ვაჭრობამაც დაადასტურა“, - განაცხადა ვახტანგ ხომიზურაშვილმა.



ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია საქართველოს ბანკია 688 მილიონი ფუნტით, თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 661 მილიონი ფუნტია, Georgia Capital-ის 348 მილიონი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ღირებულება კი 217 მილიონია.


ნინო თამაზაშვილი

 





საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up