ქართული კომპანია „სიოს“  წარმოებული ერთჯერადი პირბადეები აზერბაიჯანში და დუბაიში გაიყიდება

ქართული კომპანია „სიოს“ წარმოებული ერთჯერადი პირბადეები აზერბაიჯანში და დუბაიში გაიყიდება

access_time2020-08-05 15:05:35

ქართული კომპანია „სიო“ საქართველოში წარმოებულ ერთჯერად პირბადეებს ექსპორტზე დუბაისა და აზერბაიჯანში გაიტანს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გოგეშვილმა ესაუბრა. 


გიორგი გოგეშვილის თქმით, თუკი სხვადასხვა ობიექტები ხელსახოცებით და ანტისეპტიკური ხსნარებით არის უზრუნველყოფილი, კარგი იქნებოდა არსებობდეს ერთჯერადი პირბადე, რომელიც მომხმარებელს ადგილზე დახვდება, ეს ერთის მხრივ ბიზნესისთვისაც კარგია, რათა პირბადის არქონის გამო არ დაკარგავს მომხმარებელს და თვითონ მომხმარებლების კომფორტისთვისაც. სწორედ აქედან გაჩნდა ბიზნესის წარმოების იდეაც, რომელმაც ძალიან გაამართლა.


„მეგობართან ერთად მივირთმევდი ბურგერს და ვიფიქრე, თუ არსებობს ხელსახოცი რომლსაც ობიექტი უზრუნველყოფს რატომ არ შეიძლება პირბადეც იყოს ასეთი, თუ შესასვლეში ანტისეპტიკს ასხამს, ხელთათმანს და ტუალეტის ქაღალდს ითვალისწინებს, პირბადესაც უნდა ითვალისწინებდეს. ვფიქრობდით, რა შეიძლება იყოს ყველაზე მარტივი და იაფი ვარიანტი, ამოვიღეთ რეზინები, რკინები და მარტივი ფორმით მივიღეთ დიზაინი“,  განმარტავს გიორგი გოგეშვილი.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაერთი ობიექტი უკვე სარგებლობს „სიოს“ პროდუქციის, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ უფრო დიდი დაინტერესება მაინც ექსპორტზეა. 



„ყველაზე დიდი დაინტერესება მაინც ექსპორტზეა და ძირითადად ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიამ დუბაიში და აზერბაიჯანში გატანა შემოგვთავაზა. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, მოთხოვნამ ჩვენ მოლოდინს გადააჭარბა, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდით. ვფიქრობდით, რომ ბაზარზე უფრო ნელ-ნელა შემოვიდოდით. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია მიეწოდება „ფირინს“, რესტორან „ქვევრს“, „ფიატისა და ჯიპის“ ცენტრს, რესტორან „ფუნიკულიორს“, სილამაზის სალონ „დალალებში“ და აუდიტორულ კომპანია BDO-ს“, — განაცხადა გიორგი გოგეშვილმა.


კომპანია „სიოსთვის“ ტრანსპორტი პრიორიტეტულია, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სატრანსპორტო კომპანია თანამშროლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია „სიო“ მზად არის რომ პროდუქცია სიმბოლურ ფასად შესთავაზოს.


აღსანიშნავია, რომ სიოს წარმოებული პირბადეები 100% ეკომეგობრულია და ბიო დეგრადირებადი მასალისგან მზადდება. 1 შეკვრაში 160 ცალი პირბადეა და 25 ლარი ღირს. კომპანიის საწარმო თბილისში მდებარეობს, მას ამ ეტაპზე 10 ადამიანი ყავს დასაქმებული.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up