„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost

access_time2021-05-12 18:00:51

საიტი East Fruitt კომპანია შოკური გაყინვის ტექნოლოგიით მომუშავე კომპანია Mambo Frost-ის დამფუძნებელს მამუკა მიქაშავიძეს ესაუბრა.



-რას წარმოადგენს თქვენი კომპანია?

ჩვენ წარმოებაში ტონელური ტიპის ინდივიდუალური გაყინვის ტექნოლოგიას ვიყენებთ, რომელიც ხილის და კენკრას სტრუქტურის და გემოს მაქსიმალური შენარჩუნების საშუალებას იძლევა. პროდუქციას ვაწარმოებთ მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულიდან, რომელსაც ფერმერებისგან ვყიდულობთ. ჩვენს წარმოებას დღეს-ღამეში 500 კგ. ნედლეულის გადამუშავება შეუძლია. ასევე ორი შესაფუთი ხაზი გვაქვს, რომელიც პროდუქციის ვაკუუმურ შეფუთვაში წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს.



ქარხანა ყველა ევროპული სტანდარტების მიხედვით აშენდა და ამჟამად, USAID-ის დახმარებით საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებაზე ვმუშაობთ. საწარმო 2020 წლის გაზაფხულზე, ანუ, პანდემიის დროს გაიხსნა, რამაც მუშაობის დაწყება მნიშვნელოვნად გაართულა. თუმცა, ჩვენ არა 100%-ანი დატვირთვით, მაგრამ, მაინც ვმუშაობთ. ჩვენს ასორტიმენტშია გაყინული ხილის და კენკრას ათზე მეტი დასახელება, უახლოეს პერიოდში ასევე ხილის და კენკრას პიურეს და კონფიტიურს გამოუშვებთ, ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ამ პროდუქტების წარმოება საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნა მაღალი იქნება.



რატომ დაიწყეთ საქართველოში შოკური გაყინვის ტექნოლოგიის გამოყენება?

ქართული და საერთაშორისო ბაზრების შესწავლის შედეგად ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს საკმაოდ პერსპექტიული მიმართულებაა. ჩვენი პირველი ამოცანაა ქართული ბაზრის ათვისება და იმპორტის ჩანაცვლება. სავარაუდოდ, ამ ამოცანას გაუმკლავდებით, მოთხოვნა ჩვენს პროდუქტზე იზრდება. ასევე ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრებს გასვლაზე და სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, წარმოება წელიწადში 720 ტონამდე გაიზრდება. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია გავხდეთ.




არის თუ არა საქართველოში საკმარისი ნედლეული?


არის, მით უმეტეს, ბოლო წლებში საქართველოში სახელმწიფო და საერთაშორისი პროგრამების წყალობით ხილის და კენკრას წარმოება იზრდება. სულ უფრო მეტი ახალი ფერმა იხსნება, ხოლო ფერმერებისთვის მოსავლის გაყიდვა ხშირად პრობლემა ხდება, ამიტომაც, ჩვენ მათ პროდუქტების რეალიზებაში ყველანაირად ვეხმარებით.



რა გეგმები გაქვთ ექსპორტთან დაკავშირებით?

გასულ წელს, პანდემიის გამო, ჩვენ ექსპორტზე საერთოდ არ გვიფიქრია, თუმცა, ბაზრის კვლევის და მარკეტინგის კუთხით სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ. 2021 წელს ჩვენ აზერბაიჯანის ბაზარზე გავედით და იქაურ პარტნიორებთან 500 000 დოლარის პროდუქციის ექსპორტზე კონტრაქტი გავაფორმეთ. ამ დროისთვის, აზერბაიჯანში ჩვენ 15 ტ. პროდუქცია გავაგზავნეთ. ვფიქრობთ, კარგი და სასარგებლო თანამშრომლობა გამოგვივა.


ასევე მოლაპარაკებებს თურქმენეთთან და საუდის არაბეთთან ვაწარმოებთ და ერთადერთი სირთულე, რომელიც ექსპორტზე გასვლას აფერხებს ლოგისტიკა და დახურული საზღვრებია.

ჩვენ ასევე გაუყინავი ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის წარმოების დაწყებას ვგეგმავთ - წვენების, ჯემების, ხილფაფების და ა.შ. შესაძლოა მალე დავიწყოღ დიაბეტური პროდუქციის წარმოება. ერთი სიტყვით, ჩვენი გეგმაა საქართველოში მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის და კენკრას გაყიდვების ზრდა მათი გადამუშავების და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების გზით. ამ დროისთვის, ჩვენ მთელ ნედლეულის ვყიდულობთ, და საკუთარი ბაღების შექმნას ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავთ.

east-fruit.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
Mambo



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up