ქართულმა კომპანიამ აშშ-სგან 1080 ტონა გაყინული ბოსტნეულის მოწოდებაზე შეკვეთა მიიღო

ქართულმა კომპანიამ აშშ-სგან 1080 ტონა გაყინული ბოსტნეულის მოწოდებაზე შეკვეთა მიიღო

access_time2020-10-13 19:00:21

ქართულმა კომპანიამ GlenBerries- მა, ახალი და გაყინული ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების მწარმოებელმა, სექტემბერში მიიღო შეკვეთა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეერთებულ შტატებს 1080 ტონა გაყინული ქაშერული ბოსტნეულის სალათი მიეწოდოს. ქართული კომპანია GlenBerries-ის დირექტორი რაფაილ მაღალაშვილი ამერიკულ შეკვეთაზე და სამომავლო გეგმებზე east-fruit.com-თან ინტერვიუში საუბრობს.

 

-იყენებს თუ არა თქვენი კომპანია ამერიკული შეკვეთის შესასრულებლად მხოლოდ ქართულ ნედლეულს?

 

-60% ადგილობრივია, ხოლო 40% - იმპორტირებული, ძირითადად თურქეთიდან. კერძოდ, სალათის შემადგენლობაში სტაფილო, ბროკოლი, ფერადი კომბოსტო და 3 ნაირსახეობის ტკბილი წიწაკა შედის. სწორედ მწვანე და ყვითელი წიწაკა იმპორტირებულია, რადგანაც საქართველოში შესაბამისი ხარისხის პროდუქტი ვერ ვიშოვეთ. ყველაფერი დანარჩენი - ჩვენი მოყვანილია.

 

არსებული შეკვეთის თანახმად, შტატებში სალათის 2 პარტია უნდა გავაგზავნოთ, თითო 540 ტონა. რაოდენობიდან გამომდინარე გვიწევს ბოსტნეულის გლეხებისგან შესყიდვა. ჩვენ ვეძებთ ფერმერებს, ვისთანაც გრძელვადიანი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება, თანაც გარკვეული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

 

-მიწის რა ნაკვეთებს ფლობს კომპანია და გეგმავთ თუ არა გაფართოვებას?

 

-სადღეისოდ ყველა ჩვენი ნაკვეთი ქარელის რაიონში მდებარეობს. ბოსტნეული 5,5 ჰექტარზე მოგვყავს, სათბურებში და მწერებისგან დამცავი ბადეებით. წლის ბოლომდე ამ ფართობის 8 ჰექტარამდე გაზრდას ვგეგმავთ. კიდევ 11 ჰექტარზე კენკროვანი კულტურებია დარგული, ამჟამად ამას კიდევ 7 ჰექტარს ვუმატებთ.  კიდევ 25 ჰექტარი შტატებთან და ისრაელთან თანამშრომლობისთვის გვჭირდება მომავალო წლისთვის.

 

გარდა ამის, ჩვენ კიდევ 300 ჰექტარის აღება გვინდა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის მოსაყვანად. ჩვენი პარტნიორები  მზად არიან პროექტში 61 მლნ. დოლარის ჩადებისთვის, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ შესაფერისი მიწა დღემდე ვერ მოვიძიეთ. თვეების მანძილზე მთავრობას დახმარებას ვთხოვდით, მაგალითად, სახელმწიფოს ბალანსზე მყოფი მიწების იჯარით აღების უფლებას. თუმცა, არავინ არც ხელს გვიშლის, მაგრამ არც გვეხმარება.



მოთხოვნა გაყინულ პროდუქტებზე სწრაფად იზრდება, მაგრამ ჩვენ შეკვეთებზე უარის თქმა გვიწევს იმის გამო, რომ ნედლეული არ გვყოფნის.

 

-თქვენი ინვესტორები ებრაელები არიან?

 

დიახ. შტატებში მილიონობით ებრაელი ცხოვრობს და მათ შესაფერისი კვება სჭირდებათ. ადრე ჩინელებთან მუშაობდნენ, დღეს კი ალტერნატიულ მიმართულებებს ეძებენ. მათ შორის საქართველოსაც. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

 

-როგორია თქვენ აზრით ქართული ხილ-ბოსტნეულის ხარისხი?

 

-მთლიანი მასა რომ შევაფასოთ, ძალიან ბევრი უხარისხოა, თანაც ძალიან ძვირი. ეს ცუდია, იმიტომ რომ საქართველო კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. ვფიქრობ, სანამ წარმოება არ გაიზრდება, ფასებიც არ დაეცემა.

 

-რამდენია ბიზნესში ჩადებული ინვესტიციები?

 

-ჩვენ ავაშენეთ სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 3 მლნ. დოლარი დაჯდა. ბოსტნეულის და კენკრას მოყვანაში კიდევ 800 000 დოლარი დაიხარჯა. ასევე 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ ხახვის და ნიორის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. საწარმო უკვე აშენებულია და მდებარეობს აეროპორტთან.

 

პროექტი მთავრობის დახმარებით ხორციელდება, და მისი ძირითადი პროდუქცია დაფასოებული ხახვი და ნიორი, რომელიც ამერიკაში და ისრაელში ძალიან მოთხოვნადია. აქვე კარტოფილის ჩიფსების წარმოება დაიწყება.

 

 

east-fruit.com

თენგიზ აბლოთია



თეგები:
GlenBerries



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up