ქართული კომპანია გერმანული ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის ინსპექტირებას განახორციელებს

ქართული კომპანია გერმანული ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის ინსპექტირებას განახორციელებს

access_time2020-02-07 18:30:42

საქართველოში დაფუძნებული კომპანია საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტის მშნებლობის ინსპექტირებას განახორციელებს. 147კმ გერმანული გაზსადენის ჩეხურ მონაკვეთი „Conformity Assessment International“- ის ზედამხედველობას დაექვემდებარება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია უცხოურ პროექტში ერთვება.

 

კომპანია სამ წელიწად-ნახევარია რა საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. „Conformity Assessment International“ არის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, რომელიც მესამე მხარის შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, სანდრო შელია აცხადებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აკრედიტებულმა ორგანომ საქართველოში ბევრი მსხვილი პროექტის ინსპექტირება  განახორციელა. თუმცა CAI საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება ამ დრომდე არ ჰქონია. სანდრო შელია „კომერსანტს“ დეტალურად უყვება, თუ როგორ აღმოჩნდა ქართული კომპანია უცხო ქვეყნის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხის და უსაფრთხოების შემმოწმებელი.

 



„საქართველოში ბევრ სახელმწიფო ტენდერებში მიგვიღია მონაწილეობა, ენგურჰესზე ვახორციელებდით ამწე მექანიზმებისა და ლიფტების ტექნიკურ შემოწმებას, წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების ინსპექტირებას, ასევე ვახდენდით ბევრი სხვა პროექტების ინსპექტირებას, თუმცა საზღვარგარეთ ჩვენს კომპანიას ჯერჯერობით არ უმუშავია. რამდენიმე თვის წინ, საერთაშორისო კომპანია URS დაგვიკავშირდა, რომლის მენეჯმენტთან კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. ეს არის საკმაოდ მსხვილი კომპანია, რომელსაც ოფისი 55 ქვეყანაში აქვს და ამ სფეროში სხვადასხვა ტიპის ინსპექტირებას და პერსონალურ მომსახურებას ეწევა. კომპანიამ გვთხოვა მათთან ერთად ტენდერში მიგვეღო მონაწილეობა. ეს არის 2,5 მლნ ევროს ღირებულების პროექტი, კერძოდ მშენებლობის ინსპექტირება გაზსადენზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გერმანული მხარის დაკვეთით შენდება. გაზსადენი ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით მიდის და ჩეხეთის ტერიტორიაზე გადის, რადგან ეს უფრო მოკლე გზაა გერმანიისთვის. პროექტის მიზანია გერმანიის სამხრეთ რეგიონებში გაზის მიწოდება გაზარდონ. მთლიანი პროექტის ღირებულება 4 მლრდ ევროზე მეტია. მასში ბევრი სამშენებლო კომპანია მონაწილეობს, რადგან გაზსადენი სხვადასხვა მონაკვეთებადაა დაყოფილია. მაგალითად ჩრდილოეთ ნაწილს ერთ- ერთი იტალიური კომპანია აგებს, სამხრეთ ნაწილზე ბელგიური კომპანია მუშობს და ა.შ. ჩვენ განაცხადი ტენდერზე, „URS“ -თან ერთად შევიტანეთ, მშენებლობის პროცესი წელიწად-ნახევარი გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში ერთად გავუწევთ კონტროლს როგორც უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასევე სამშენებლო და შესყიდვების პროცესს“, - განმარტავს სანდრო შელია.

 

„Conformity Assessment International“- ის დირექტორი ამბობს, რომ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობა კომპანიას საერთაშორისო გამოცდილებას შესძენს და მისცემს შანსს მომავალში სხვა კომპანიებთან ერთად და დამოუკიდებლად, საზღვარგარეთ სხვადასხვა ტენდერში მიიღოს მონაწილეობა.


 

„საამაყოა ის, რომ საქართველოში დაფუძნებული კომპანია მსგავს პრესტიჟულ პროექტს ამ ტიპის მომსახურებას გაუწევს. ვთვლი, რომ პროექტი მნიშვენელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც. იმ პარტნიორი კომპანიების გვერდით, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, იქნება ეს ბელგიური, გერმანული, იტალიური თუ ჩეხური კომპანიები საქართველო წარმოდგენილია როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხის ერთ-ერთი შემმოწმებელი ქვეყანა. ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს, რომ პროექტის დამკვეთი, რომელიც 4 მლრდ. ევროს ინვესტიციას ახორციელებს საკმარისად ენდობა ქართულ კომპანიას. მნიშვენელოვანია ისიც, რომ პროექტში დასაქმდება ქართველი სპეციალისტები და მათი შესაძლებლობები და გამოცდილება მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აცხადებს სანდრო შელია.

 



სანდრო შელია „კომერსანტს„ უყვება, რომ ამ ეტაპზე კომპანიას საერთაშორისო პროექტებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, მიზეზი ბაზარზე დარგის სპეციალისტების არ არსებობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, კომპანიის დირექტორს ამბობს, რომ პროფესიონალი კადრის პოვნა შეუძლებელია.

 

„ჩვენ ვერ შევძლებთ დიდ პროექტებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ არა იმიტომ, რომ ჩვენი მენეჯმენტის სისტემა ამის საშუალებას არ მოგვცემს, არამედ იმიტომ, საქართველოში საკმარისი სპეციალისტი ფიზიკურად ვერ მოვიძიეთ, პროფესიონალი კადრები უბრალოდ არ არსებობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთვევაში კვალიფიკაცია ვერ მოწმდება, ადამინს არ აქვს სათანადო გამოცდილება და განათლება, რის შემდეგაც ის სამუშაოს ხარისხიანად ვერ ასრულებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმ კონკრეტული პროფესიების შესახებ, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემდა ჰქონდა მაღალანაზღაურებადი და ძალიან მოთხოვნადი სამსახური, იქნება ეს ტექნიკური სფეროები, საინფორმაციო სისტემები თუ სხვა მიმართულებები. ამიტომ გვჭირდება პარტნიორობა უცხოურ კომპანიებთან, რათა გვქონდეს სპეციალისტების არჩევანი. დიდ კომპანიებთან პარტნიორობის შედეგად ნელ-ნელა შევძლებთ ჩვენივე სპეციალისტების გაზრდას“, - აცხადებს სანდრო შელია.

 

„Conformity Assessment International“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც 2016 წელს საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო იმისთვის, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების: ლიფტის, ესკალატორის, ამწეს, გაზსადენის, ნავთობსადენის, ატრაქციონის და სხვადასხვა ტიპის ობიექტების ინსპექტირება განეხორციელებინა. მუშაობა კომპანიამ 2016 წლის ბოლოს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო. დღეს კომპანიას 20- მდე თანამშრომელი ჰყავს, თუმცა „Conformity Assessment International“- ში კონტრაქტით დამატებით 20 ინსპექტორი მუშაობს.რაც შეეხება კომპანიის დირექტორს სანდრო შელიას ის გვიყვება, რომ 20 წელი ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც მისი სამსახური 10 წლის მანძილზე „Conformity Assessment International“-ის მსგავსი, თუმცა ბევრად უფრო მსხვილი კომპანიების აკრედიტაცია იყო. როგორც თვითონ ამბობს ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის აკრედიტაციის უფროსი დირექტორი იყო და ეს სფერო მისთვის კარგადაა ნაცნობი, სწორედ ამიტომ „Conformity Assessment International“-ს დიდი სამომავლო გეგმები აქვს.


ბაჩო ადამია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up