„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

access_time2020-04-07 17:55:17

ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი, საქართველოს ტურისტულ რუკაზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ამის მიზეზი 10 ჰექტარზე გაშენებული ვენახებია, რომლის შუაგულშიც ქარხანა, მარანი, სასტუმრო და ღვინის ვერანდაა ჩაფლული. ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალური სივრცე ბიზნესმენმა ნიკა ზაუტაშვილმა შექმნა.


 


ყველაფერი უბრალო გატაცებით, ვენახის და ღვინის სიყვარულით დაიწყო. მეღვინეობა „მტევინოს“ დამფუძნებელს ბავშობიდან ესმოდა ხაშმის საფერავი, რამაც სურვილი გაუჩინა საკუთარი ხაშმის საფერავის ვენახი ჰქონდა. თავიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ჰობი იყო, მაგრამ გატაცებამ ძალიან მალე სერიოზული სახე მიიღო და ჰობი ბიზნესად იქცა- ნიკა ზაუტაშვილმა ხაშმის საფერავის ხაზის წარმოება დაიწყო.



 


დაახლოებით 4 წლის წინ, ხაშმში ერთი ჰექტარი მიწა შევისყიდე, სადაც ვენახის გაშენება დავიწყე. დაახლოებით ერთ თვეში კიდევ ერთი ჰექტარი ვიყიდე და იქაც ვენახის გაშენება დავიწყე. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ოჯახისთვის მინდოდა, უბრალოდ ჩემი ჰობი იყო, თუმცა, როდესაც მეორე ჰექტარი ვიყიდე, მაშინ ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ისეთი ენთუზიაზმით ვაშენებდი ვენახს, რომ ამ ადგილზე აუცილებლად ქარხანას ავაშენებდი.   სწორედ ასე მოხდა, ყველაფერი უმოკლეს დროში ბიზნეს გეგმის მიხედვით წარიმართა. ზუსტად ერთი წლის წინ ქარხნის მშენებლობა დავიწყე , ერთ წელიწადში ავაშენე კიდეც და პროდუქციაც გამოვუშვი“, ამბობს ნიკა ზაუტაშვილი.  


 


როგორც ბიზნესმენი გვიყვება მუშაობის შედეგი მოტივაციას აძლევდა, რომ „მტევინოს“ კომპლექსი ყოველდღიურად განვითარებულიყო, შედეგად საინტერესო მრავალფუნქციური სივრცე შეიქმნა, რომლის ინვესტიციის ოდენობამ 6 მილიონი ლარი შეადგინა. დიდი მუშაობის შემდეგ​ კომპანიამ მოახერხა ის, რომ კახეთში ცნობილი საღვინე ვაზის ჯიშის ხაშმის საფერავის ზონა წარმოქმნა.

 

იმდენად აქტუალური გახდა ღვინის ექსპორტი და ღვინის წარმოება ვიფიქრე, რომ უკვე თავისუფლად შემეძლო ჰობი ბიზნესად გადამექცია და კომპანია ჩამოვაყალიბე. მეღვინეობამტევინოს“ კომპლექსის გენერალური დირექტორი ჩემი მეუღლეა და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია დღეს უკვე წარმატებულია. ვფლობთ 10 ჰექტარ ვენახს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის ქარხანას, 5 ნომრიან, 15 ადამიანზე გათვლილ სასტუმროს, ღვინის ვერანდას სადაც 150 კაციანი წვეულების გადახდა შეგვიძლია. პირველ სართულზე განლაგებულია ღია ტერასა, სადაც ტურისტი დაისვენებს და უმაღლესი ხარისხის ღვინოს დააგემოვნებს. კომპლექსი ჯამში 5 ათასი კვადრატულ მეტრზეა განთავსებული“, -გვიყვება ნიკა ზაუტაშვილი.

 



აღსანიშნავია, რომ კომპლექსი თბილისიდან 40კმ-ში, დაახლოებით 20-წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.  ნიკა ზაუტაშვილი აცხადებს, რომ „მტევინო“ საუკეთესო ადგილია ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის ღვინისა და ვაზის ტრადიციების გასაცნობად:

 


არ მინდოდა ლოკაციები დამეკარგა ამიტომ ქარხანას ტურისტული მიმართულება მივაბი. ოფიციალურად პირველი აპრილიდან ჩვენ უკვე გახსნილები ვართ , თუმცა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ჯერ სტუმრები არ მიგვიღია.გვაქვს ტურისტული პაკეტები, ორიენტირებულები ვართ მასტერკლასებზე, ტურისტული ზონა გვაქვს სადაც მიმდინარეობს ჭაჭის გამოხდა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა, ხინკლის მოხვევა. სადეგუსტაციო დარბაზები გვაქვს. ღვინის ვერანდაზე მოსულ სტუმარს საშუალება აქვს ისიამოვნოსმტევინოსღვინოებით და ქართულ-ევროპული დაფებით. სიტუაცია თავიდან ბოლომდე ტურისტზეა მორგებული. მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს გავიხსენით საკმაოდ ბევრი ჯავშანი გვქონდა“, ამბობს ნიკა ზაუტაშვილი.


როგორც „მეღვინეობა მტევინოს“ კომპლექსის დამფუძნებელი ამბობს კომპანიას უმაღლესი ხარისხის ლაბორატორია აქვს, სადაც ყოველდღიურად ღვინის ანალიზები კეთდება, რის შემდეგაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტს იღებენ. ნიკა ზაუტაშვილის თქმით, ქარხანა აღჭურვილი იდეალური, უახლოესი მოდელის ხაზით, რომელიც საათში 1500-დან -1700-მდე ბოთლს აწარმოებს.

 



„კომპანია უძლიერესი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, პროფესიონალიზმის უმაღლესი დონე იგრძნობა თითოეულ მათგანში ლოგისტიკა, ექსპორტი, ბიზნესგანვითარება, მარკეტინგი ფინანსები ტურიზმი თუ მეღვინეები, დიდი მადლობა თითოეულ მათგანს დღევანდელ დღემდე მოსვლისთვის. აღსანიშნავია, რომ კომპანია არის აღჭურვილი ბოლო მოდელის საუკეთესო ჩამომსხმელი ხაზით. ეს ხაზი თავიდან ბოლომდე ჩემი ძმის,  ლევან ზაუტაშვილის არჩეული და დაკომპლექტებულია. მას ამ მიმართულებით მაღალი პროფესიონალური ნიჭი აქვს,  სწორედ ამიტომ მან დაალაგა ჩამომსხმელი ხაზის თანმიმდევრობა და დეტალიზაცია. ჩამომსხმელი ხაზი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩამოგვივიდა, დავტესტეთ და უკვე  ჩამოვასხით 10 000 ბოთლი რქაწითელი , რომელიც სულად საქართველოს ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.“- განაცხადა ნიკა ზაუტაშვილმა.

 



ნიკ ზაუტაშვილი გვიყვება, რომ ბრენდის სახელწოდება მტევნის და ღვინის სინთეზით შეიქმნა, მისი თქმით, შერწყმა ქართულია და ტურისტებისთვისაც ადვილი აღსაქმელია, რომ „მტევინო“ ღვინის კომპანიაა. ბიზნესმენი გვეუბნება, რომ კომპანიის მიზანია ქართველებს და უცხოელებს რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ღვინო დაალევინოს. პროდუქტი ქართულ დახლებზე უახლოეს დღეებში გამოჩნდება. რაც შეეხება ექსპორტს, ნიკა ზაუტაშვილი აცხადებს, რომ „მტევინოს“ წარმოების 80% გადანაწილებული იქნება ექსპორტის მიმართულებით ხოლო, 20%  საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.  მეღვინეობა „მტევინოს“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ რომს თამაშობს. მიუხედავადი იმისა, რომ ბრენდი ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა, კომპანიას გრანდიოზული მიზანი აქვს, მიზანი რომელსაც ამერიკის ბაზარი ჰქვია. ნიკა ზაუტაშვილის გეგმას, რომ თავიდანვე დიდი ბაზარი დაიპყროს, მისი თქმით, მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.

 



წელს 600 000 ბოთლამდე 10 სახეობის ღვინის წარმოებას ვგეგმავთ.პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ევროპის ამ ქვეყნებთან უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, უბრალოდ ახლა მსოფლიოში სიტუაციის დაწყნარებას ველოდებით. თუმცა, კომპანიის დიდი მიზანი არის, ის რომ პროდუქცია ამერიკის ბაზარზე გაიყიდოს. ქართული ღვინის ცნობადობა იქ ძალიან დაბალია, მაგრამ ამ მიმართულებით სახელმწიფო გვერდში გვიდგას, ქართული ღვინის პოპულარიზაციაში სახელმწიფოს დიდ როლი აქვს და ვიცი, რომ ქართველ მეღვინეებს ძალიან დაეხმარება, მარკეტინგული სვლები იქნება ეს თუ სავაჭრო მიმართულებები. გვინდა, რომ წარმოების 40 პროცენტი ექსპორტზე, ამერიკაში გავიტანოთ. ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მომდინარეობს. ამერიკაში არის ორი ბაზარი, პირველი არის ეთნობაზარი, რომელშიც იგულისხმება ქართული დიასპორა და პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც იციან ქართული ღვინის შესახებ. ხოლო მეორე ბაზარი არის უშუალოდ ამერიკელების. სწორედ ამ ეთნობაზარზე იყიდება  600 000 ბოთლი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის ამერიკაში. ჩემი დიდი მიზანი არის, რომ უშუალოდ ამერიკის ბაზარზე შევიდე და არა ეთნობაზარზე, რა თქმა უნდა ჩემს პროდუქციას დიდი სიამოვნებით ეთნო მიმართულებასაც დავუთმობ, რადგან თითოეული გაყიდული ბოთლი ჩვენთვის წარმატების მომტანია“,- განაცხადა ნიკა ზაუტაშვილმა.

 

ნიკა ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ღვინო უმაღლესი ხარისხის, მაკომპლექტებელი მასალებითაა შექმნილი. მისი განმარტებით, თითოეული ბოთლი, საცობი, ეტიკეტი-  ყველაფერი აბსოლუტურად უმაღლესი დონისაა და რაც მთავარია, თითოეული ყურძნის მტევანი არის საგულდაგულოდ გადარჩეული იმისთვის, რომ კომპანიამ საუკეთესო ღვინო ჩამოასხას. ბიზნესმენის თქმით, კომპლექსში დღეს დაახლოებით 40 კაცამდეა დასაქმებული,აქედან 10 ადამიანი ადგილობრივი მოსახლეა. თუმცა, ეს რიცხვი სავარაუდოდ ძალიან მალე გაიზრდება, რადგან კომპანია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

 



დღეის მდგომარეობით საკმარისი ვენახი გვაქვს, თუმცა ვიზრდებით სამომავლო პერსპექტივებისკენაც ვიყურებით და გვინდა რომ ვენახები კიდევ გავაშენოთ. კახეთის სხვადასხვა მიკროზონის მიმართულებით უკვე შევისყიდეთ ტერიტორიები სადაც ვენახების გაშენებას ვიწყებთ“,- ამბობს ნიკა ზაუტაშვილი.

 

 

 

მტევინოსმეღვინე-ლაბორატორიის მენეჯერი ნათია კიკნაძე გვიყვება, რომ თითოეულ ღვინო, რომელსაც კომპანია აწარმოებს განსაკუთრებულია თავისი არომატებით და გემოვნური თვისებებით. მისი თქმით, კომპლექსში დღეს შვიდი სახეობის ღვინოს აწარმოებენ:

 

ხაშმის საფერავი, ქინძმარაული, საფერავი, რქაწითელი და მანავის მწვანე- ეს ის ღვინის სახეობებია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. აქედან რამდენიმე ჯიშის ყურძენი გადავამუშავეთ და დავადუღეთ ქვევრშიც, რადგან ქვევრის ტექნოლოგია უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არამატერიალური კულტურული ძეგლი, რომელიც საქართველოს ანუ ღვინის ქვეყანას განსაკუთრებულს ხდისამ ეტაპზე ქვევრის ღვინის სამი სახეობა გვაქვს ესენია: ხაშმის საფერავი,რქაწითელი და მანავის მწვანე, ამ ეტაპზე 80 000 ქვევრის ბოთლი გვაქვს“- აცხადებს ნათია კიკნაძე.

 

მეღვინე-ლაბორატორიის მენეჯერი ამბობს, რომ კომპანიაში ყველა იმ წესს იცავენ, რომელიც ხარისხიანი ღვინის მისაღებადაა საჭირო. მისი თქმით ხარისხიანი ღვინო „მტევინოს„ სავიზიტო ბარათი. ნათია კიკაძის განმარტებით, მთელი გუნდი  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „მტევინოს“ ღვინო იყოს გამორჩეული და განსაკუთრებული.

 

კარგი ღვინის წარმოება ვენახიდან იწყება, რადგან არ გვაქვს იმის შესაძლებლობა,რომ ყველა ჯიშის ყურძენი რასაც გადავამუშავებთ ჩვენი ვენახებიდან მივიღოთ, ამიტომ გვიწევს ყურძნის გლეხებისგან შესყიდვა. ჩვენ თვითონ ჩავდივართ კახეთის სხვადასხვა სოფლებში ვარჩევთ განსაკუთრებულ ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახს და მხოლოდ იმ ყურძენს ვამუშავებთ, რომელიც ხარისხიანია. ასევე საწარმოში ყურძენი მოდის ყუთების მეშვეობით, რა დროსაც არ ზიანდება და არ გვეკარგება ყურძნის ხარისხი. ეს კი  უკვე ღვინოზე აისახება“, განმარტავს მეღვინე.

 

კომპანიის მეღვინე-ლაბორატორიის მენეჯერი „კომერსანტის“ მკითხველს იმ გზის შესახებ უყვება, რომელსაც მტევინო ვენახიდან საწარმომდე გადის.

 

„როგორც კი ყურძენი შევა ტექნიკურ სიმწიფეში (ჩვენ ამას ვაკონტროლებთ) იწყება რთველი,ყურძნის სპეციალურ ყუთებში დაკრეფის შემდეგ მოდის საწარმოში და გადამუშავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ჯიშის ყურძენია და თუ რა ღვინო გვინდა მივიღოთ, ამას ყველაფერს სხვადასხვანაირად გადამუშავება სჭირდება. ამ გადაწყეტილებაში ჩართულია მთელი საწარმოო გუნდი.ვიცავთ ყველა იმ პირობას და წესს, რაც აუცილებელია ჩვენი მიზნის მისაღწევად. საუბარია  ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე. აქვე მინდა ავღნიშნო მთავარი მეღვინის თორნიკეს დამსახურება, რომელიც  აკეთებს ყველაფერს თავისი გამოცდილებით და ცოდნით იმ შედეგისთვის რაც დღეს გვაქვს და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა,მეღვინეობა არის ხელოვნება რომელიც ამოუწურავია და ყოველთვის მოითხოვს უფრო და უფრო მეტ სწავლას. ყოველ დღე ბევრ რამეს ვსწავლობ ამ ადამიანისგან“-აცხადებს ნათია კიკნაძე.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up