ქართული ღვინო ჩემთვის აღმოჩენაა - ენდრიუ ჯეფორდი

ქართული ღვინო ჩემთვის აღმოჩენაა - ენდრიუ ჯეფორდი

access_time2020-02-13 11:10:55

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „VinExpo Paris" ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა უმნიშვნელოვანესია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.


„ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომ ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. VinExpo-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და მასზე საქართველო 2015 წლიდანაა წარმოდგენილი მსოფლიოს განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების გვერდით" - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მასტერკლასი ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ღვინის პროფესიონალებითვის ჩაატარა.



"30 წელია მეღვინეობის სფეროში ვმოღვაწეობ. 8-ათასწლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს 6 წლის წინ გავეცანი და ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. შესანიშნავია როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ქვევრის ღვინო არის ყოველთვის სიახლე, განსხვავებული, მრავალფეროვანი, უნიკალური, რასაც სხვაგან ვერ გასინჯავ. ბედნიერი ვარ რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა გამესინჯა და სხვისთვისაც წარმედგინა ქართული ღვინის უნიკალური გემოები" – აღნიშნა ენდრიუ ჯეფორდმა.


აღნიშნული პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია "ქართული ღვინოს" ორგანიზებით გაიმართა.





საქართველომ უკრაინულ „ALTKOM“-ს საერთაშორისო დავა მოუგო

საქართველომ უკრაინულ  „ALTKOM“-ს საერთაშორისო დავა მოუგო
access_time2021-06-25 10:00:53
მრავალწლიანი საერთაშორისო დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რა დროსაც უკრაინულმა კონტრაქტორმა კომპანია „Road Building ALTKOM“-მა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა.   „ALTKOM“-ს მიერ ვალდებულებების დარღვევის გამო გაფორმებული ხელშეკრულება 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა. რის შემდეგაც...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-24 21:00:30
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. კოვიდრეგულაციების დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმები გაუქმდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწტვეტილებით, 245 000 ფიზიკურ და 344 პირს კოვიდჯარიმები ჯამში 76 მლნ ლარი ჩამოეწერება.   2. „ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი კოვიდჯარიმების...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-24 18:00:11
ლარი გამყარებას განაგრძობს. 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ძირითად საერთაშორისო ასევე თურქულ ლირასთან და აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაში გამყარდა. სომხურ დრამთან და რუსულ რუბლთან კი გაუფასურდა. 0.79 თეთრიანი გამყარების შემდეგ 25 ივნისს, დოლარის ოფიციალური კურსი 3.1470 იქნება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი მიმდინარე კურსი 3.1450-ა, იმდენივე, რამდენიც დილით ვაჭრობის დასაწყისში. ევროსთან მიმართ ლარი 1.04 თეთრით გამყარდა და კურსი...

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან
access_time2021-06-24 16:55:59
ვითიბი მომხმარებელს ლარში გახსნილ ანაბრებზე საუკეთესო პირობებს სთვაზობს. დღეიდან,  ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვითიბიში გახსნის ანაბარს ლარში,  ყველაზე მაღალ - 12.75% წლიურ სარგებელს (12.03% ეფექტური) მიიღებს, ხოლო, ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებს ყველაზე მაღალ, წლიურ 9%-ს, რითიც დააზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეულ სავალუტო რისკს.   „ჩვენ...

Covid ამნისტია - ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დაჯარიმებულების ფინანსური კეთილდღეობა

Covid ამნისტია - ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დაჯარიმებულების ფინანსური კეთილდღეობა
access_time2021-06-24 19:00:18
დღის მთავარი თემა გახდა პრემიერის გადაწყვეტილება, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო 245 000 ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირს 76 მლნ ლარის მოცულობის ჯარიმები ჩამოეწერება – კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ამნისტიას მხოლოდ გადაუხდელ ჯარიმებზე ითვალისწინებს და ვინც უკვე გადაიხადა, მას თანხა არ დაუბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება Commersant-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ამის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე...


მსგავსი სიახლეები

up