ქართული ღვინო აშშ-ში რუსეთთან შედარებით 129%-ით ძვირად იყიდება

ქართული ღვინო აშშ-ში რუსეთთან შედარებით 129%-ით ძვირად იყიდება

access_time2022-02-10 12:00:18

2021 წელს საქართველომ რეკორდული თანხის - $240 მლნ-ის და რეკორდული რაოდენობის 107 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდა. მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, თუმცა მისი წილი 57%-დან 55%-მდე შემცირდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ კი 60%-ს აღემატებოდა. თუ ღვინოს ლიტრებში გავზომავთ, მაშინ რუსეთის წილი 59% გამოდის, 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ღირებულება რუსეთში $2.76-ს შეადგენს, მსოფლიოში მთლიანად 7.6%-ით მეტს - $2.97-ს. შედარებისთვის, ჩინეთში ქართული ღვინო $3.73-ად იყიდება, ხოლო შეერთებულ შტატებში $6.33-ად. ყველაზე მაღალი - $32-იანი ფასი სინგაპურშია, მაგრამ მისი წილი მთლიანი ექსპორტირებული ღვინის 0.03%-ზე ნაკლებია.

 

იმ ფაქტს, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა 8000 წლოვანი ისტორიით, მსოფლიო აღიარებს, მაგრამ ქართული ღვინის პოპულარობა მაინც ძალიან დაბალია და ძირითად ბაზრად 30 წლის შემდეგაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ნარჩუნდება. თუ მონაცემებს შევკრებთ, 2021 წელს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში თანხობრივად გაყიდვების 78% - $187 მლნ მოდიოდა, ლიტრებში კიდევ უფრო მეტი - 83% ანუ 66.8 მლნ ლიტრი. პირველი 10 სახელმწიფოდან 6 და პირველი 25 სახელმწიფოდან 11, სადაც ქართული ღვინო იყიდება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა.

 

რუსეთს პოლიტიკური რისკები ახლავს, მეორე ადგილზე მყოფ უკრაინაში კი საექსპორტო ფასი ყველაზე დაბალია და ლიტრზე - $2.61-ს შეადგენს, $2.76-ით ბოლოდან მეორე ადგილზე რუსეთია.

 

2021 წელს ესტონეთის, იაპონიისა და სინგაპურის გარდა ქართული ღვინის გაყიდვები ყველა იმ ქვეყანაში გაიზარდა, სადაც ექსპორტმა $0.5 მლნ-ს გადააჭარბა, მათ შორის თავად რუსეთში 9.4%-ით $131 მლნ-მდე, უკრაინაში - 5.8%-ით $25.2 მლნ-მდე, ჩინეთში 22.8%-ით $16.3 მლნ-მდე, პოლონეთში 23.1%-ით $13.9 მლნ-მდე, ბელარუსში 17.1%-ით $11 მლნ-მდე, ყაზახეთში - 39.6%-ით $9.6 მლნ-მდე, აშშ-ში 16.5%-ით $4.9 მლნ-მდე. სულ კი გაყიდვებმა $1 მლნ-ს 15 ქვეყანაში გადააჭარბა, მათგან ყველაზე მაღალი ზრდა ბრიტანეთში + 58%, კანადაში + 84% და მონღოლეთში + 95% დაფიქსირდა. კიდევ უფრო მაღალი - 480%-იანი ზრდა აღინიშნა ნორვეგიაში, თუმცა ასეთი მკვეთრი მატების შემდეგაც კი ნორვეგიაში გასულ წელს მხოლოდ $480 ათას-ის ღირებულების ქართული ღვინო გაიყიდა.


 

 

მდგომარეობა ფასის მხრივ რადიკალურად განსხვავებულია და გაყიდვებში პირველ ადგილზე მყოფი რუსეთი მეცხრე ადგილს იკავებს, მეორე ადგილზე მყოფი უკრაინა მეათე ადგილს, მეშვიდე ადგილზე მყოფი შეერთებული შტატები კი პირველს.


 

მთელი ღვინო ჩინეთში რომ გაყიდულიყო, ჯამური შემოსავალი ქვეყანას $60 მლნ-ით მეტი $300 მლნ ექნებოდა, გერმანიაში გაყიდვის შემთხვევაში $165 მლნ-ით მეტი - $405 მლნ, ამერიკული ფასით კი $509 მლნ ანუ $270 მლნ-ით მეტი. ამერიკაში ქართული ღვინო 129%-ით უფრო ძვირად იყიდება ვიდრე რუსეთში.

 

საექსპორტო ფასი ორნიშნა მაჩვენებელს ორ ქვეყანაში აჭარბებს: ნიდერლანდებში, სადაც 1 ლიტრი $11.6 ღირს და სინგაპურში, სადაც ფასი $32.4-ს აღწევს, თუმცა გაყიდვების მოცულობები უკიდურესად მცირეა. ნიდერლანდებში 2021 წელს სულ 60 ათასი ლიტრი - 80 ათასი სტანდარტული ბოთლის ექვივალენტი ქართული ღვინო გაიყიდა, სინგაპურში 3-ჯერ ნაკლები.


 



რამდენად დიდი ბაზარია რუსეთი მსოფლიო ჭრილში და რა შანსები აქვს საქართველოს?


2020 წელს რუსეთმა ღვინის იმპორტში მეათე ადგილი დაიკავა მან სულ $1,09 მლრდ-ის ღვინო იყიდა, რაც მსოფლიო ბაზრის 3.1%-ა. რუსეთის მოთხოვნის 11% საქართველომ დააკმაყოფილა. იმავე წელს შეერთებულმა შტატებმა $5,9 მლრდ-ის ღვინო იყიდა, ბრიტანეთმა $4.4 მლრდ-ის, გერმანიამ $2.9 მლრდ-ის, კანადამ $2 მლრდ-ის და ჩინეთმა $1.8 მლრდ-ის. რუსეთამდე, პირველ 9 ქვეყანაში სულ $22.4 მლრდ-ის ღვინო გაიყიდა. საქართველომ ამ ქვეყნების მოთხოვნის 3%-იც რომ დააკმაყოფილოს, ჯამური ექსპორტი 3-ჯერ გაიზრდება, ისე რომ რუსეთში გასაყიდად 1 ბოთლი ღვინოც აღარ დარჩება.


 


2005 წელს საქართველომ სულ $81 მლნ-ის ღვინო გაყიდა და მისმა წილმა ექსპორტში 9.4% შეადგინა. 2006 წელს რუსეთმა ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა, შედეგად იმავე წელს ღვინის გაყიდვები განახევრდა, 2007 წელს კი $29 მლნ-მდე, წილობრივად ექსპორტის 2.4%-მდე შემცირდა. 2007 წლის ნოემბერში პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გახდა, რეალიზაციის პრობლემების გამო, მაშინ ქარხნები 1 კგ ყურძენს 18-22 თეთრად იბარებდნენ, რაც ამჟამინდელი ფასებით დაახლოებით 35-43 თეთრის ტოლია.

 

ღვინის ექსპორტი ნაბიჯ-ნაბიჯ რუსეთის ბაზრის გახსნამდეც იზრდებოდა და 2012 წელს $65 მლნ-ს მიაღწია, 2013 წელს კი გაორმაგდა და $128 მლნ გახდა. როგორც 2020, ასევე 2021 წელს რუსეთის გარეთ იმაზე მეტი ღვინო გაიყიდა, ვიდრე ემბარგომდე რუსეთის ჩათვლით.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up