ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია იწყება

ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია იწყება

access_time2021-10-17 13:29:58

ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ბრენდ კომპანიასთან Kind of Guise  ერთად ახალი პროექტი დაიწყო.

საერთაშორისო ბაზარზე  საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი Kind of Guise საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს, რომელიც ბრენდის ფილიალებში გერმანიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გაიყიდება, ასევე გავრცელება მედია სახლებსა და წიგნის მაღაზიებში. წიგნს პოპულარიზაციას გაუწევენ სოციალური ქსელებით.  წიგნი ილუსტრირებული იქნება ქართული ღვინით, კერძებით და საქართველოს ტურისტული ადგილებით. 

წიგნის მოსამზადებელი სამუშაოებისა და ფოტო მასალის გადაღების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.  ტურის მონაწილეები თბილისს, სიღნაღს, თელავს, სტეფანწმინდას ეწვნენ. გადაიღეს ღვინის მარნები, გაემგზავრნენ გურიაში, სადაც ჩაი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ესტუმრნენ აჭარას, სადაც ტურისტული  ადგილები დაათვალიერეს.

 „ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ სრულიად ახალ პროექტზე საერთაშორისო წამყვან ბრენდ კომპანიასთან ერთად. ეს პროექტი გულისხმობს საქართველოს ღვინისა და გასტრონომიის შესახებ წიგნის მომზადებას, რომელიც გავრცელდება სხვადასხვა კონტინენტზე და მას უძღვის პრეზენტაციები წიგნის წამყვან მაღაზიებში, ჩვენ ახლა ვმასპინძლობთ გერმანიიდან სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოინახულებსა მცირე და საშუალო ზომის მარნებს და გაეცნობა ჩვენს კულინარიას."-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.


„საქართველოში პირველად ვარ, ძალიან კარგ ხალხს შევხვდით, საქართველო გამოირჩევა განსხვავებული კულტრით, მრავალფენოვანი ბუნებით, სეზონურობით, გამორჩეულია კულინარიული კულტურა, რაც უფრო მიმზიდველს ხდის და სურვლის აჩენს, რომ ეწვიოთ ამ ქვეყანას."- ვერენა ურსულა ერჰარდტ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up