ქართული ღვინის საექსპორტო ფასი $3.18-ს შეადგენს

ქართული ღვინის საექსპორტო ფასი $3.18-ს შეადგენს

access_time2020-05-14 19:33:26

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, ფეისბუქის მეშვეობით ქართული ღვინის ექსპორტისა და საექსპორტო ფასის შესახებ განცხადებას ავრცელებს. დავით ტყემალაძის თქმით გარდა იმისა, რომ ქართული ღვინო ახალ ბაზრებზე გავიდა მისი ფასი აშშ-ის, ავსტრალიისა და პორტუგალიის ღვინოების ფასს აღემატება.


"ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სწორი სახელმწიფო და დარგობრივი პოლიტიკის შედეგად გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი, რეკორდულად გაიზარდა ღვინის ექსპორტისა და ყურძნის მოსავლის რაოდენობა. ქართული ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტი იყო დასაშვები, არამედ ქართულ ღვინოს საერთოდ არ იცნობდნენ.



სამწუხაროდ, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს „სამარცხვინო“ უწოდა და ვითარება წარმოაჩინა ისე, თითქოს წარმატებულ მეღვინეობის ქვეყნებში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ძვირადღირებული ღვინოების შესაბამისია. ამ განცხადების მიზანია ნიჰილიზმის დათესვა საზოგადოებაში, მაგრამ ეს განცხადება ამჯერად მეტისმეტად უსუსური ტყუილი და აცდენილია ფაქტებს.


რეალურად: ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი წონის ერთეულზე 2019 წელს 3 დოლარს 18 ცენტს შეადგენს ($3.18).


ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აღემატება მაგალითად ესპანეთის, აშშ-ს, ჩილეს, ავსტრალიის, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, არგენტინის, გერმანიის, ანუ - ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების უმრავლესობის მაჩვენებელს, ამასთან_18 ცენტით ჩამორჩება იტალიის საშუალო საექსპორტო ფასს და მხოლოდ 4 დოლარით 19 ცენტით ჩამორჩება ფრანგული ღვინის საშუალო ღირებულებას.



შედარებისათვის:

ფრანგული ღვინის საექსპორტო ფასი 7 დოლარი და 36 ცენტია($7.36)

იტალიური ღვინის - $3.36

ესპანეთი - $1.39

ავსტრალია-$2.74

ჩილე-$1.62

აშშ-$3.9

ახალი ზელანდია - $3.09

გერმანია-$3.03

პორტუგალია- $3.09

არგენტინა -$2.6

სამხრეთ აფრიკა- $1.6

ნიდერლანდები- $5.78

ავსტრია- $3.43

საქართველო - $3.18"


თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up