ქართული ღვინის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზები -  ღვინის ეროვნული სააგენტო აქცენტს ონლაინ-კამპანიებზე აკეთებს

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზები - ღვინის ეროვნული სააგენტო აქცენტს ონლაინ-კამპანიებზე აკეთებს

access_time2020-06-24 10:00:36

 

წლების განმავლობაში, ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური მატების დინამიკა 2020 წლის პირველ კვარტალში კლებით შეიცვალა, მსოფლიოში შექმნილმა ახალმა რეალობამ ღვინის სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, მაშინ როდესაც ექსპორტი 10 პროცენტით შემცირდა, სრულად გაჩერდა შიდა გაყიდვები. არსებული პრობლემების მოგვარებაში ჩართულია როგორც ბიზნესი ისე საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო უწყებამ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზების მოძიებაზე დაიწყეს ფიქრი. აღნიშნულ საკითხზე კომერსანტთან დეტალურად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა საუბრობს. იგი აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მსოფლიოში უდიდესი ონლაინ ღვინის ბაზართან:

 

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამა 2013 წლიდან გვაქვს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გვიწევს ამ პროგრამის სახეცვლილება. აქცენტს ვაკეთებთ სოციალურ ქსელებზე, ძირითადად ონლაინ მარკეტინგზე გადავედით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი კონტრაქტორი მოლაპარაკეებს აწარმოებს Wine.com- თან, კომპანიასთან რომელიც ღვინის ონლაინ გამყიდველია. გერმანიაში კი vivino-თან მიმდინარეობს კომუნიკაცია,რათა ონლაინ სივრცეში მოხდეს ქართული ღვინის კატეგორიის შექმნა.  vivino არის ღვინის მობილური აპლიკაცია  სადაც ხდება ღვინოების გაცნობა, შეფასება და ყიდვა“, აცხადებს ლევან მეხუზლა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართული ღვინო,ისევე როგორც სხვა ქვეყნების ღვინო მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ამის ერთ-ერთი მიზეზი  არის ის, რომ სასტუმროების და რესტორნების დიდი ნაწილი დაიკეტა, ხოლო ნაწილი უამრავი შეზღუდვით აგრძელებს ოპერირებას. ლევან მეხუზლა გვიყვება, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა საერთაშორისო გამოფენა გაუქმებულია, თუმცა გაუქმებული გამოფენების ხარჯზე, სააგენტო ცდილობს არსებული რესურსი სწორედ ონლაინ-კამპანიებისკენ მიმართოს.

 


„ყველა გამოფენა გაუქმებულია თვითონ გამოფენის ორგანიზატორები ცდილობენ გამოფენის ალტერნატიული ვარიანტები მოიფიქრონ, რადგან მათ ინტერესებშიც შედის ,რომ ამ გაუქმებულ გამოფენების სანაცვლოდ რაიმე ალტერნატივა შესთავაზონ როგორც მომხმარებლებს ისე დარგის წარმომადგენლებს. იქედან გამომდინარე, რომ ვერ ხდება იმპორტიორების ჩამოყვანა და მარნების ადგილზე გაცნობა, აქტიურად ვეხმარებით მარნებს ნიმუშების გაგზავნაში, რათა ჩვენი პარტნიორების საშუალებით იმპორტიორებს იქ მივაწოდოთ ნიმუშები და შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოთ მათი კომუნიკაცია. ინგლისში ჩვენმა პარტნიორმა გაუკეთა ორგანიზება ონლაინ კონფერენციას, სადაც აქედან გაგზავნილი ღვინის ნიმუშები გაასინჯა იმპორტიორებს და ამავდროულად მწარმოებლებთან მოხდა კომუნიკაცია. ონლაინ რეჟიმში იქ სინჯავდა იმპორტიორი და აქ კითხვებს პასუხობდა მწარმოებელი. ჩვენი კონტრაქტორები ცდილობენ მოერგონ არსებულ სიტუაციას. გარდა ამისა,სოფლის განვითარების სააგენტო საბანკო სესხის გარკვეულ პროცენტს აფინანსებს“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

 

ლევან მეხუზლას თქმით, ექსპორტის თვალსაზრისით10 პროცენტიანი კლება ობიექტური რეალობიდან გამომდინარეა.მისი განმარტებით,ეს დიდი რიცხვი არაა,თუმცა  დარგზე აისახება და სექტორს დამატებით სირთულეებს შეუქმნის.

 

„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ამ პანდემიიდან გამომდინარე პროგნოზირების გაკეთება შეუძლებელია, რადგან რეალობა ყოველდღიურად იცვლება, ველოდებით წლის პირველი ნახევრის შედეგებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ მატულობს თუ არა ექსპორტის დეფიციტი, ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება კიდევ უფრო ზუსტად დავგეგმოთ ჩვენი სტრატეგია“, - განმარტავს ლევან მეხუზლა.

 

შეგახსნებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელი ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლებით დასრულდა. გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 94 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი, ჯამში 240 მლნ. აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია.


ბაჩო ადამია




დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-01 21:00:43
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა
access_time2021-12-01 18:00:10
1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.1279-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1250 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.37 თეთრით 3.5414-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.13 თეთრით 4.1623-მდე, ხოლო ლარი თურქულ ლირასთან 0.20 თეთრით 0.2367-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4031-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.32 თეთრით 1.8380-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.30 თეთრით 4.2290-მდე...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა
access_time2021-12-01 17:00:26
2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა
access_time2021-12-01 14:55:00
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს
access_time2021-12-01 20:00:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.   მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.   ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც...


მსგავსი სიახლეები

up