ქართული ღვინის ექსპორტის 60% რუსეთის არასტაბილურ ბაზარზე რჩება დამოკიდებული

ქართული ღვინის ექსპორტის 60% რუსეთის არასტაბილურ ბაზარზე რჩება დამოკიდებული

access_time2021-09-22 12:00:15

დასავლეთის და აზიის ქვეყნებში ქართული ღვინის აქტიური მარკეტინგის მიუხედავად, საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთი უპირობო ლიდერია. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, პროდუქტის ნახევარზე მეტი – 60% – სწორედ რუსეთში, ყველაზე არასტაბილურ ბაზარზე გადის.



როგორც სამთავრობო წრეში, ასევე ღვინის მწარმოებლები და სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ ქვეყანას ბაზრის დივერსიფიცირება გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.



ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა ,,ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა განმარტავს, პროგრამის მიზანია საქართველოს ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა სტრატეგიულ/პრიორიტეტულ ბაზრებზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.



,,ჩვენ აქამდეც აქტიურად ვახდენდით ქართული ღვინის პოპულარიზაციას, თუმცა გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ღვინის მწარმოებლებს ექნებათ საშუალება, კონკრეტულად ატარონ მიზანმიმართული კამპანია, იაქტიურონ, მარკეტინგში დახარჯონ ფული, რომლის ნაწილსაც სახელმწიფო აუნაზღაურებს. თითოეულ ბენეფიციარზე კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 600 000 ლარით განისაზღვრა. დავაკვირდებით პროგრამის ეფექტიანობას და არ არის გამორიცხული, მომავალში თანხის მოცულობა შეიცვალოს. მარკეტინგის შესაძლებლობა კი ექნებათ ყველა ბაზარზე, გარდა ,,დსთ“-ის ქვეყნებისა. ამ მიმართულებით ისედაც დიდია ექსპორტის წილი, პროგრამა კი მეტი დივერსიფიცირების მიზნით შეიქმნა, რათა კომპანიებმა უფრო აქტიურად აწარმოონ სარეკლამო კამპანია“, - ამბობს ღვინის ეროვნულის სააგენტოს ხელმძღვანელი.



სპეციალისტების აზრით კი, მეტი მუშაობა და ძალისხმევაა გასაწევი, რომ ქართულმა ღვინომ პოზიციები გაიუმჯობესოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებზე და არა მხოლოდ წარსულით, არსებული შესაძლებლობებითაც მიიქციოს მსოფლიოს ყურადღება.




,,დარგს რეფორმა სჭირდება, რომ გლობალურ ბაზრებზე უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ვფიქრობ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის, ასევე ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის დიდი დამსახურებაა, რომ ქართული ღვინო თავისი ისტორიით მსოფლიო რუკაზეა. მათივე თაოსნობით მოხდა მოძრავი მუზეუმის ასე ვთქვათ, გამოფენები ბორდოსა და იაპონიაში. ღვინის ისტორიით გავხდით ცნობილი, მაგრამ არა ღვინით, ერთმანეთში არ აგვერიოს. მნიშვნელოვანია, საჯარო სექტორის მეტი მხარდაჭერა, რომ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ვიყოთ და გახუთმაგდეს ძალისხმევა, თუნდაც მარკეტინგის მიმართულებით, ამ მხრივ ახალი სახელმწიფო პროგრამა გარკვეულ იმედს იძლევა და ასეთი მხარდაჭერა აქტიურად უნდა გაგრძელდეს მომავალშიც“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ შალვა ხეცურიანი, სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.



ბაზრის დივერსიფიცირების აუცილებლობაზე მწარმოებლებიც საუბრობენ. ,,როიალ ვაინის“ დირექტორის გიორგი ოსეფაიშვილის თქმით, ექსპორტზე რუსეთის მოწინავე პოზიციას განაპირობებს ცნობადობა და წარსული გამოცდილება.



,,დივერსიფიცირება ბიზნესის კუთხით მნიშვნელოვანია, რათა პროდუქციის რეალიზაცია ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული. ქართულ ღვინოს მეტნაკლებად იცნობენ ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე იაპონიასა და აშშ-ში, რა მიმართულებითაც აქტიური მარკეტინგული კამპანია უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს. შეიძლება, ეს საკითხიც დროთა განმავლობაში მოწესრიგდეს. რუსეთი ტრადიციული ბაზარია, მომხმარებლები მეტად გვიცნობენ და მაღალ მოთხოვნას ეს ფაქტორიც განაპირობებს, მიუხედავად იმ გამოცდილებისა, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დონეზე არსებობს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გიორგი ოსეფაიშვილი.



რუსეთში ქართული ღვინის მზარდ ექსპორტთან დაკავშირებით კვლევა სულ ცოტა ხნის წინ Galt & Taggart-მა დაასრულა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად, რუსეთსა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე დამოკიდებულება კვლავ მაღალი რჩება.



,,ახალი საექსპორტო ბაზრების (აშშ, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი, იაპონია, გერმანია, პოლონეთი და ბალტიისპირეთი) წილი ჯამურ ექსპორტში 2013 წელს არსებული 10.9% -დან 21.5% -მდე გაიზარდა 2021 წლის პირველ ნახევარში. თუმცა, რუსეთს ჯერ კიდევ ჯამური ექსპორტის 58.1% უჭირავს 2017-20 წლებში. ეს დიდწილად გამოწვეულია რუსეთში ქართული ღვინის პოპულარობით (რაც დამატებით მარკეტინგული ხარჯების საჭიროებას აღარ ქმნის) და რუსეთთან განვითარებული სავაჭრო კავშირებით. თუმცა, 2006 წლის რუსეთის ემბარგოს მტკივნეული შედეგებისა და ამ ბაზრის ზოგადი არაპროგნოზირებადობის გათვალისწინებით, ჩვენი აზრით, ექსპორტის დივერსიფიკაცია ქართული ღვინის კომპანიებისთვის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში“, — აღნიშნულია კვლევაში.



ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 8 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთი პირველია, რომელზეც მთელი ექსპორტი 60% მოდის. შემდეგ 4 ადგილს უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი ინაწილებენ.



მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი $145 მილიონს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია, 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up