ქართული ღვინის კომპანია Sun Wine რომელიც ექსპორტზე ჩინეთსა და უკრაინაში გადის

ქართული ღვინის კომპანია Sun Wine რომელიც ექსპორტზე ჩინეთსა და უკრაინაში გადის

access_time2017-12-28 16:32:07

ქართული ღვინის წარმოება მისი ისტორიიდან გამომდინარე დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება. ღვინის სამშობლოდ აღიარებულ  ქვეყანაში ნაწარმოები ერთი ბოთლი ღვინო თავის თავში მისი დამზადების უნიკალურ ტრადიციებსა და მაღალ ხარისხს უნდა აერთიანებდეს. კომპანია  Sun Wine-ის  დაარსების ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ეს იყო.

 

კომპანიის დამფუძნებელი მეღვინეების ოჯახში დაბადებული  24 წლის ზურაბ მზექალაშვილია. ახალგაზრდა მეწარმის საქმიანობის  ერთ-ერთი მთავარი მიზანი ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციის თანამედროვე ტექნოლოგიებთან აპრობირებაა. რაც შეიძლება მეტი ინოვაციური იდეის ერთგვარი გარანტი კი ახალგაზრდა კადრებით  დაკომპლექტებული გუნდია.


 

Sun Wine ყოველწლიურად 1000 ტონა ღვინოს აწარმოებს. ადგილობრივის გარდა,  კომპანია მუდმივად გასაღების ახალი ბაზრების ძიებაშია. ამ ეტაპზე Sun Wine-ის  პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთსა და უკრაინაში გადის.

 


ახალგაზრდა მეწარმე  ზურაბ მზექალაშვილს ყვარლის რაიონში ვენახები მემკვიდრეობით ერგო. პროდუქციისთვის საჭირო ყურძნის დიდი ნაწილი სწორედ ამ ვენახებში მწიფდება და იკრიფება. დაკრეფასა და მომწიფებამდე თითოეულ მტევანზე მევენახეები საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი ნორმებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ზრუნავენ. ეს ღვინის ხარისხის ერთგვარი გარანტიაა.  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მორიგი რაუნდი სწორედ ნაყოფის დაკრეფის შემდეგ იწყება. ღვინის წარმოება მაღალტენოლოგიური იტალიური დანადგარებით ხდება.


 


ინოვაციური იდეები პროდუქციის ეტიკეტირებაშიც თავს იჩენს. Sun Wine-ის გუნდმა ეტიკეტირების კრეატიული მეთოდი შეიმუშავა. ეტიკეტზე სასურველი ტექსტისა და დიზაინის დატანა შემკვეთის სურვილის შესაბამისად ხდება. ამიტომ, ორიგინალური სასაჩუქრე კომპლექტების შემუშავების მსურველები ხშირად არჩევანს Sun Wine-ის შეთავაზებებზე აკეთებენ. კომპანია შეკვეთების შესაბამისად სპეციალური ეტიკეტებით ღვინის ლიმიტირებულ რაოდენობას ასხამს. 


Sun Wine ამ ეტაპზე 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის: მუკუზანი, ქინძმარაული, ალაზნის ველი (თეთრი და შავი), რქაწითელი (ევროპული და კახური ტექნოლოგიებით), ნიკო, საფერავი როზე, წინანდალი.


(R)




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up