ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა

ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა

access_time2019-11-18 11:42:49

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის პროდუქცია და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროების ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. დებრა მეიბურგის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და იგი დაგეგმილ დროზე დიდხანს გაგრძელდა.
ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქართული ღვინის წარდგენას ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნების ქალაქებში ითვალისწინებდა. ფესტივალი უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალქ სეულში, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?
access_time2020-02-21 10:45:38
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიცაა  საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და გაეზრდა საექსპორტო პოტენციალი, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა...

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები
access_time2020-02-20 20:00:11
კრიპტოვალუტებმა მსოფლიო ბაზარზე  ადგილი  საბოლოოდ დაიმკვიდრეს. მართალია ბიტკოინი 10 000 დოლარამდე გაიაფდა, თუმცა, ვირტუალური ფულისთვის ასეთი რყევა უცხო არ არის. დღეს ბიტკოინი 9800 დოლარი ღირს, გასულ კვირაში კი კურსი 10 430-მდე იყო გაზრდილი. ეთერიუმის ფასი რამდენიმე დღის წინ  270 დოლარამდე გაიზარდა, დღეისათვის კი 252 დოლარს...

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია
access_time2020-02-20 17:00:17
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებს და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მონიტორინგი 2017 და 2018 წლების პერიოდს მოიცავს და აღნიშნულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, დარღვეულია მძღოლების ზეგანაკვეთურად მუშაობის ზედა ზღვარიც (48სთ).   უმაღლეს აუდიტორულ  ორგანოში ამბობენ, რომ 2017...

ვანო მაჭავარიანი უცხოურ ვალუტაში სესხების 200 000 -იანი ზღვარის შემცირების საჭიროებას ვეღარ ხედავს

ვანო მაჭავარიანი  უცხოურ ვალუტაში სესხების 200 000 -იანი ზღვარის  შემცირების  საჭიროებას ვეღარ ხედავს
access_time2020-02-20 15:48:50
„თავის დროზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემოღება იყო კურსის რყევის გამო მოწყვლადი ჯგუფების დაცვა“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის შემცირებასთან დაკავშირებით კითხვა მაჭავარიანს დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა დაუსვა.მინისტრის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ დაკრედიტება იზრდება, ასევე კარგად ვითარდება სამშენებლო...


მსგავსი სიახლეები

up