ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში

ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში

access_time2018-10-11 13:17:42


ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს
კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“ -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში
ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალს „Meiburg Wine Media“-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.


ფესტივალი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ღონისძიებას დაესწრნენ
ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების
ქსელების წარმომადგენლები. ფესტივალი მოიცავდა მასტერკლასებს, დეგუსტაციებს,
პრეზენტაციებსა და სემინარებს.



დებრა მეიბურგი აცხადებს, რომ ქართული ღვინო ბოლო წლებში ჩინეთის, და ზოგადად
აზიის ბაზარზე, განსაკუთრებული პოპულარობითა და ინტერესით სარგებლობს. ღვინის
მაგისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ, ბოლო 4 წლის განმავლობაში,
ჩინეთის ბაზარზე იმპორტიორი ქვეყნების სიაში მე-18 ადგილიდან მე-9 ადგილზე
გადაინაცვლა.


ანალოგიურ ფორმატში ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს შანხაიში
გაიმართება. დებრა მეიბურგის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის აზიის ტურის
ფარგლებში“ ღონისძიებები მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ კორეასა და
სინგაპურში ჩატარდა. წლის ბოლომდე „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში,
ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში - მაკაოში, სიამენში,
გუანჯოუსა და შენჭენში გაიმართება.







ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება

 ვახტანგ ბუცხრიკიძე: საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გავრცელება შეცდომა იქნება
access_time2018-12-11 16:50:49
სადაზღვევო კომპანიების და დაზღვევის ბროკერების იმერ გავრცელებულ განცხადებას, საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით,  „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უპასუხა.   „არ ვეთანხმები ამ მიდგომას, რადგან ჩვენი კომპანია სულ ორი წელია, რაც ბაზარზეა და საუკეთესოა. პირველ რიგში, განმასხვავებელი არის ის, რომ ჩემი აზრით, საუკეთესო მომსახურების კომპანიაა. კომპანიამ თავისი პროდუქტებითა და მომსახურების ხარისხით...

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად
access_time2018-12-11 15:55:25
 სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს. ინდუსტრიის წარმომადფგენლებმა ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. კომერსანტი სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის...

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს

„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა და ქართული „ამაზონის“ შექმნას გეგმავს
access_time2018-12-11 13:55:00
„თიბისი ჯგუფმა“ swoop.ge იყიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. Swoop-ის ბაზაზე „თიბისი ჯგუფი“ ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. ციფრულ სავაჭრო პლატფორმა Vendoo-ზე მეწარმეებს პროდუქციის მიწოდება, მომხმარებლებს კი, მისი შეძენა შეეძლებათ. „გვაქვს ამბიცია, გავაკეთოთ ქართული ამაზონი“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან

მეტრა დეველოპმენტის მობინადრეები „მეტრას“ წინააღმდეგ ერთიანდებიან
access_time2018-12-11 13:00:00
თბილისში, ბაგებში, ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლები აგრძელებენ პროტესტის გამოხატვას და შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ 2018 წლის თებერვლიდან მოყოლებული მათ არაერთგზის მიმართვას თბილისის მერიის სამსახურებისადმი, რეაგირება არ მოჰყოლია. მობინადრეები ცდილობდნენ მერის და სათანადო სამსახურების ყურამდე მიეტანათ საკუთარი პოზიცია, სამართლიანი პროტესტი, შეშფოთება და გულისწყრომა, რომელიც დეველოპერული კომპანია „მეტრა...

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“ საახალწლო აქტივობა

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“  საახალწლო აქტივობა
access_time2018-12-11 11:25:54
5 დეკემბრიდან „თბილისი მოლში“ ორი სადღესასწაულო კუთხე გაიხსნა - ქართული ახალი წლის და ევროპულის შესაბამისი. ასე დაიწყო „თბილისი მოლის“ საახალწლო კამპანია „თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი“, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს საკითხს, თუ ვინ უნდა მოიყვანოს ახალი წელი საქართველოში - სანტა კლაუსმა თუ თოვლის ბაბუამ. საახალწლო აქტივობის ხანგრძლივობა 5 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლითაა. 7-დან 29 დეკემბრის პერიოდში, მომხმარებლებს საკუთარი რჩეულისთვის ხმის...


მსგავსი სიახლეები

up