„ქართული ღვინის ექსპორტისთვის აფრიკის ბაზარი სერიოზულია, ცუდია, რომ ამ მიმართულებით  არავინ ინტერესდება“

„ქართული ღვინის ექსპორტისთვის აფრიკის ბაზარი სერიოზულია, ცუდია, რომ ამ მიმართულებით არავინ ინტერესდება“

access_time2019-12-03 10:50:54

ბერდია ყამარაული, ბიზნესმენი, უკვე 16 წელია  დიდი ბრიტანეთში ცხოვრობს. თავდაპირველად მან დააფუძნა საინფორმაციო ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფების კომპანია Centigen (სენტიჯენი). სულ რაღაც 3 წლის წინ კი Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი, რომელიც დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.


„კომერსანტი გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ ბიზნესმენთან: 



 

-თქვენ 2015 წლიდან Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი დააფუძნეთ, რომელიც დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს. დღევანდელი მდგომარეობით, რა რაოდენობით ღვინის ექსპორტს ახორციელებთ და კონკრეტულად რომელ ობიექტებში?

 

-ამჟამად სერიოზულად, მინიმუმ 4 იმპორტიორი  მუშაობს, ლონდონში ყველას შემოაქვს ღვინო, დაახლოებით იგივე რაოდენობის, რაც ჩვენ. ქართული ღვინო დიდი რაოდენობით არ იყიდება, რადგან ევროპაში,განსაკუთრებით, დიდ ბრიტანეთში  დიდი  კონკურენციაა. ზრდა ყოველწლიურად არის, მაგალითად, გასულ წელს, რა რაოდენობაც გავყიდეთ წლის განმავლობაში,ის რაოდენობა 2019 წლის ორ კვარტალში  რეალიზდა. ანუ ზრდა შესამჩნევია, მაგრამ ისეთი არ გვაქვს, როგორიც ჩვენ გვინდა. აქ დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით საფრანგეთის, ესპანეთის და იტალიის მხრიდან.

 

–კონკრეტულად რომელი კომპანიის ღვინის ექსპორტი ხდება?


–ჩვენ რაც შემოგვაქვს ეს არის ბადაგონი, კომპანია „ვაზიანის“ „მაყაშვილის ბრენდი“  და ლაგვინარი.


–რამდენად პოპულარულია ქართული ღვინო ბრიტანეთში, კონკრეტულად, რომელი სახეობის ღვინოა მოთხოვნადი?


–ყველაზე მოთხოვნადი მაინც საფერავი და მწვანეა,ქვევრის ღვინოებიდან - ქისი, რომელიც არის მაყაშვილის ბრენდის, ის საკმაოდ პოპულარულია.

 

–ქართული ღვინო  რითეილის ქსელში უფრო მოთხოვნადია თუ ჰორეკას სექტორში?


–ძირითადად რესტორნებში შეგვაქვს, ასევე ვაწვდით  რამდენიმე სასტუმროსა და მაღაზიას. ძირითადად, პრემიურ კლასის ადგილებში ვართ წარმოდგენილები. ამჟამად ვამარაგებთ 3 რესტორანს, რომლებიც არიან მიშელინის ვარსკვლავით. აქედან ერთი არის სამი მიშელინის ვარსკვლავიდ მფლობელი. აქ სამივე კომპანიის ღვინო იყიდება (ბადაგონი, ვაზიანი და ლაგვინარი). გარდა ამისა, გვაქვს ვებ-გვერდი, სადაც ჩვენი ღვინოები ონლაინ იყიდება.


 

-დიდ ბრიტანეთში მდებარე ცნობილი ბიზნესმენის, ევგენი ჩიჩვარკინის კომპანია  „ჰედონიზმში“ თუ შედის ქართული ღვინოები და რომელი კომპანიის?


–ჩიჩვარკინის კომპანიის  მიმწოდებელი ჩვენ ვართ, რომელსაც სამი წელია უკვე  დაახლოებით 6 სახეობის ღვინოს ვაწვდით,  ესენია ლაგვინარი და ბადაგონი. 



–„ჰედონიზმში“  ჩვენი ღვინოები რა ფასად იყიდება?


–ჩვენი ღვინოები „ჰედონიზმში“ 20-50 ფუნტად იყიდება, გამომდინარე ღვინის კატეგორიიდან. ქვევრის ღვინო ყველაზე ძვირიანია.


არის თუ არა ქართული ღვინო უკვე ბრენდი ბრიტანეთში?


–კი ნამდვილად არის ბრენდი. როდესაც ჩვენ დავიწყეთ 2015 წელს ღვინის გატანა, ქართულ ღვინოს ვინც სინჯავდა, თითქმის ყველას უკვირდა, რომ საქართველო ღვინოს აკეთებდა.  3-4 წელიწადში ეს დამოკიდებულება შეიცვალა იმ მხრივ, რომ უმრავლესობას ქართული ღვინო გაუგია. განსაკუთრებით, წითელ და ქართულ ქვევრის ღვინოებს.  დღეს ქართული ღვინო ბრიტანეთში ნამდვილად ყალიბდება როგორც ბრენდი.

 

მთავრობამ საექსპორტოდ ორი მთავარი ბაზარი გამოარჩია - ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენი აზრით, ქართული ღვინისთვის ეს ორი ბაზარი რამდენად სტრატეგიულია და კიდევ რომელი ქვეყნის ბაზარს გამოყოფთ, სადაც ღვინის გატანა შეგვიძლია?გარდა ამისა, ჩინეთი თავად ხდება ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, გამომდინარე აქედან, რამდენად პერსპექტიულია საქართველოსთვის ეს ბაზარი?

 

–ჩინეთი და ამერიკა ნამდვილად დიდი ბაზარია და ვერ ვიტყვი იმას, რომ მთავრობამ არასწორი მიმართულება აიღო. ამერიკა სტაბილური ბაზარია და მივესალმები. ჩინეთი კი საკმაოდ პრობლემური ბაზარია, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, როგორც ვიცი არ იყიდებოდა ქართული ღვინის ის რაოდენობა რაც განსაზღვრული იყო. ჩემი აზრით, არ უნდა დაივიწყონ ევროპის ბაზარი, რადგან ჩინეთის მომხმარებელი არ არის ის, რაც ევროპის. ჩინეთში უფრო ძნელად გაყიდვადია პრემიუმ ღვინო, ვიდრე ევროპის ბაზარზე. არ შეიძლება ყველაფერი ჩინეთის ბაზარში ჩაიდოს, დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სიტუაცია არ განმეორდეს. ძალიან მნიშვნელოვანია სკანდინავიის და აფრიკის ბაზრებიც. აფრიკის მიმართულებით ჩვენც გვაქვს გეგმები და მოლაპარაკებებს ვახორციელებთ. აფრიკის ბაზარი ძალიან სერიოზული ბაზარია, ცუდია, რომ ამ მიმართულებით არავინ ინტერესდება.

 

 –ბოლო პერიოდია, საქართველოში მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებას ითხოვენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება, რაც სექტორზე ნეგატიურად აისახება.ისინი  ხარისხის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. თქვენ რამდენად აწყდებით ამ პრობლემას და როგორ თვლით, როგორ უნდა მოაგვარდეს ეს?

 

–კონტროლი უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ფალსიფიცირების გაკეთება აქ ცოტა ძნელია, იმიტომ რომ როგორც ვიცი ღვინის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს იმას თუ რა გამოდის ექსპორტზე. როგორც ვიცი, საქართველოდან ღვინის გამოტანა ექსპორტზე მხოლოდ ბოთლებით ხდება, რაც ძალიან კარგია და  ფალსიფიცირებას ზღუდავს. ასევე სააგენტომ გაამკაცრა სერთიფიკატების გაცემა,ყოველ ექსპორტზე ახალი უნდა გაიცეს, რასაც მივესალმებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფალსიფიცირება  შიდა ბაზრის პრობლემა უფროა და წესით საქართველოშიც უნდა გამკაცრდეს, რადგან ტურისტების რაოდენობა იზრდება და მათ არ უნდა დარჩეთ ღვინოზე ცუდი შთაბეჭდილება.

 

–ლონდონის რესტორნებში როგორ ხდება ღვინის შეტანა და ხარისხის  კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმიფოს?

 

–კვებისა და სასმელის კონტროლის სააგენტოა ლონდონში, რომელიც აკონტროლებს რესტორნებსაც და იმპორტიერებსაც. წელიწადში ორჯერ ჩვენთან შემოდის კომისია, რომელიც ამოწმებს ყველაფერს, მათ შორის საწყობს, საბუთებს, ეტიკეტს, ხარისხის სერთიფიკატს და ა.შ.

 

ჩვენ დარღვევები არ გვქონია, ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც ახალი ღვინო შემოვიტანეთ, ჩვენსა და მომწოდებელს შორის გაუგებრობა მოხდა და ეტიკეტზე არ იყო დაწერილი ის, რაც უნდა ყოფილიყო და კომისიამ  მოგვთხოვა შეცვლა.


წლებია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ, შეხება გაქვთ ადგილობრივ ბიზნესწრეებთან. როგორია ბრიტანელების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით?


ბრიტანეთში ამჟამად ცოტა გაუგებარი სიტუაციაა „ბრექსითის“ პრობლემიდან გამომდინარე, ამიტომ ცოტა ძნელია მაგაზე პროგნოზის გაკეთება, რეალურად მეც არ მქონია არავისთან შეხება ვინც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილს გამოთქვამდა. თუმცა, ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესებულია მოლაპარაკებები ევროგაერთიანების გარეთ დაიწყოს. გარდა ამისა, საქართველო მგონი პირველია პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც ბრიტანეთთან გააფორმა ხელშეკრულება ამ მიმართულებით, რაც ძალიან კარგია. საქართველოში ბრიტანეთიდან ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, რაც უკვე კარგი მაჩვენებელია, მაგრამ მათთვის ქვეყნის სტაბილურობა მთავარია.


სოფო ქსოვრელი 

 

 






2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...


მსგავსი სიახლეები

up