ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა – „ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში მზარდია , სადაც  ღვინის ხარისხის სტანდარტები მაღალია“

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა – „ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში მზარდია , სადაც ღვინის ხარისხის სტანდარტები მაღალია“

access_time2020-03-05 12:20:47

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ნიუ-იორკში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


„ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მსოფლიოს ყველაზე დიდ ღვინის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა საქართველოდან 12 კომპანიას მიეცა, რაც ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „მარქ ენერჯის ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.



გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო, რომელმაც შეხვედრები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა. მისი განცხადებით, მსგავს მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციას, ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას აშშ-ში.




„ნიუ-იორკის „ვინექსპოში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ახალ ტენდენციებსა და გამოწვევებს მსოფლიოს ღვინის ბაზარზე, მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები. ქართული ღვინო არის მაღალი ხარისხის და კერძო სექტორთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ხარისხის სტაბილურობა არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ქართული ღვინის სხვა ბაზრებზეც, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. მისი ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ს ბაზარზე ბოლო 5 წელია სტაბილურად მზარდია: 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 700 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც თითქმის 50%-ით აღემატებოდა 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.



აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ბოთლის საშუალო საექსპორტო ფასი 5,1 აშშ დოლარია.



გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი დაესწრო. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დიპლომატიური უწყების ორგანიზებითა და ხელშეწყობით, ბოლო წლებში ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up