ქართული ღვინის ექსპორტი, აფრიკის ბაზრის პოტენციალი და ახალი მსხვილი ინვესტორი

ქართული ღვინის ექსპორტი, აფრიკის ბაზრის პოტენციალი და ახალი მსხვილი ინვესტორი

access_time2022-01-22 18:19:24

ქართული მეღვინეობის ტრადიცია 8000 წელზე მეტს ითვლის. საქართველოს, როგორც ღვინის უძველეს კერას, სრულიად დამსახურებულად უწოდებენ „ღვინის სამშობლოს“. მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინო დღითი დღე უფრო მოთხოვნადი ხდება და მისი ექსპორტიც მკვეთრად არის გაზრდილი. 2021 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, გატანილი პროდუქციის რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა –ექსპორტირებულია 96 150 065 ბოთლი ღვინო, მიღებული შემოსავალი კი $222 მილიონს აღწევს.



საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ყოველწლიურად ხდება და ამ მიმართულებით წლების მანძილზე უდიდესი სამუშაო ჩატარდა, თუმცა, საჭიროა ახალი ბაზრების მოძიება. ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი აუთვისებელი და სარფიანი აფრიკის ბაზარია. მას აქ დიდი პოტენციალი აქვს, აფრიკა არის ადგილი, სადაც სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა საფერავიც კი გააშენეს.



არსებობს არაერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხდება ღვინის კომპანიებს შორის თანამშრომლების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება, ბიზნეს კონსულტაციები, პოტენციური ინვესტორების მოძიება და ა.შ. მსგავს პროექტებს სათავეში ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა უდგანან.



სწორედ ასეთ ორგანიზაციებთან კონსულტაციებმა გაუჩინა ქართულ ღვინოში ინვესტირების ინტერესი განელ ბიზნესმენ დანიელ ლატეს. ის დადებითი რეპუტაციისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე აფრიკელი მეწარმე, საერთაშორისო ინვესტორი და ქველმოქმედია. დანიელ ლატეს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს როგორც აფრიკის, ისე ინგლისის ბაზარზე.



განელმა ბიზნესმენმა ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა აფრიკის ბაზრის მნიშვნელობას და მისი სამომავლო გეგმები გაგვაცნო:




„აფრიკის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ბაზარია. ქართულ ღვინოზე აქ დიდი ინტერესია და ამ პროდუქტს დიდი პოტენციალი აქვს აითვისოს აფრიკის ბაზარი და თავისი ნიშა დაიკავოს.



ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და ვახორციელებთ მოლაპარაკებებს. მათი ხელშეწყობით განას დედაქალაქ აკრაში სადისტრიბუციო ცენტრის გახსნას ვგეგმავთ, რომლის მეშვეობით განასა და ნიგერიის 200-მილიონიან მოსახლეობაში ქართული ღვინის დისტრიბუციას განვახორციელებთ.



ჩვენ კარგად შევისწავლეთ ქართული ღვინის ბაზარი და ქართული ღვინის წარმოების ნიუანსები. დავიქირავეთ მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო კონსულტანტები და ვგეგმავთ ინვესტიცია ქართული ღვინის წარმოებაშიც ჩავდოთ. გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ღვინის ქარხანა N1-ის ყიდვაზე, რომელსაც მრავალწლიანი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. ის ერთ-ერთ საუკეთესო, ტრადიციულ ბრენდს წარმოადგენდა საქართველოში, მაგრამ წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა მთავარი ფუნქცია და სავაჭრო ცენტრად იქცა. ჩვენ ქარხნის რეორგანიზაციასა და მოდერნიზაციას მოვახდენთ, აღვჭურავთ ყველა საჭირო თანამედროვე მოწყობილობით და მას პირველად ფუნქციას დავუბრუნებთ. ამ ეტაპზე, ჩვენი გათვლებით, 7 მლნ. ბოთლი საექსპორტო ღვინის წარმოებას შევძლებთ, რისთვისაც მანავის რეგიონში 300 ჰექტარი მიწის ყიდვა და ვენახის გაშენება-მოვლა გვაქვს დაგეგმილი“.






NS





თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up