„ქართული ღვინის და ქართველი გლეხის უგულვებელყოფა არის სახელმწიფოებრივი დანაშაული“ - მამუკა ხაზარაძე

„ქართული ღვინის და ქართველი გლეხის უგულვებელყოფა არის სახელმწიფოებრივი დანაშაული“ - მამუკა ხაზარაძე

access_time2020-10-02 12:42:04

„ლელოს“ წარმომადგენლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ადგილობრივ მოსახლეობასთან და მევენახეებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს და დაუგეგმავი რთველი, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი და ჩამბარებელ ქარხნებში არსებულ პრობლემები გააპროტესტეს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობის დროს, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს საქმე საგრძნობლად გაფუჭდა.



„აქ რისთვისაც ვართ, ეს მხოლოდ ხაშმის პრობლემა არაა, არამედ იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც აქვს ვაზის 8000 წლოვანი ისტორია, რომელსაც აქვს 525 ენდემური ჯიშის ყურძენი და მათ შორის არის ხაშმის საფერავი, მანავის მწვანე. ქინძმარაულში მოყვანილი საფერავი ღირს იგივე, რაც საფერავი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ღვინის საქმე ამ ოცნების ხელში წავიდა უკან და უკან. 80 თეთრად როცა აბარებენ იგივე მანავის მწვანეს და არანაირი განსხვავება არ არის რქაწითელს შორის, ეს ნიშნავს, რომ არანაირ ხარისხს და წარმოშობის ადგლიმდებარეობას, ყურადღებას არ აქცევენ. ამ თეთრებში გლეხის შრომა არის ზარალი. ამას ემატება ლარის გაუფასურებაც და მსყიდველობის უნარიანობა ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე ვარდება. პრაქტიკულად, გამოდის, რომ გლეხი ზარალზე მუშაობს მთელი წელი და ეს დაუშვებელია. 3 წლის წინ ქართული საექსპორტო ერთი ბოთლი ღვინო ღირდა 3.50$ და წელს ღირს 2.40$, შემდეგ წელს, თუ ასე გაგრძელდება, გლეხამდე ბოლოს თეთრებიც აღარ დარჩება. არანაირი სტრატეგია არ გააჩნია მთავრობას, არანაირი გეგმა არ აქვს, რომ ქართული ღვინო ააღორძინონ.




ჩვენი გეგმის მიხედვით, ეს რადიკალურად შეიცვლება. საქართველოს საექსპორტო ღვინო გახდება მაღალანაზღაურებადი პროდუქტი. ჩვენ უნდა გავყიდოთ ქართული ღვინო მაღალ ფასად, რათა გლეხმა მიიღოს სარგებელი,“-განაცხდა ხაზარაძემ.



აქციას ესწრებოდა „ლელოს“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე. მისი თქმით, პრობლემა რთველის არაორგანიზებულობას უკავშირდება, ხოლო ყურძნის დაბალი ფასი გლეხს მოტივაციას უკარგავს.



„ორიოდე დღის წინ ხაშმის მოსახლეობას შევხვდით და აღმოჩნდა, რომ ყურძენი უკვე სიმწიფეშია შესული და არ აქვთ საშუალება, რომ ყურძენი დაკრიფონ და ჩააბარონ. არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან არის რამე რეკომენდაცია და მითითება, როგორ მოიქცეს მოსახლეობა, არც ფასია შესაბამისი და სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის უნიკალური ადგილი. ხაშმის საფერავი - ეს ჯიში არის აქ და მას განსაკუთრებული თვისებები აქვს, ის წამლადაც კი გამოყენება. ყურძნის ჩაბარებაც კაპიკები ღირს, რის გამოც ხელს ვუწყობთ იმას, რომ კახელი გლეხი აღარ მოუვლის ვენახს. ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და შევცვლით კიდეც,“ - განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.


NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up