ქართული ღვინის ბრენდმა „ნაბერაულმა“ მორიგი საერთაშორისო წარმატება მოიპოვა - 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსზე!

ქართული ღვინის ბრენდმა „ნაბერაულმა“ მორიგი საერთაშორისო წარმატება მოიპოვა - 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსზე!

access_time2021-11-11 10:55:57

ახალი ბრენდი „ნაბერაული“ ღვინის ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. რაჭა-ლეჩხუმის ავთენტური ჯიშებით მან ღვინის წარმოებაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე, რასაც საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული არაერთი გამარჯვებაც მოწმობს.

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ღვინის ხარისხის აღიარებისთვის. ღვინის შეფასებაში ინდუსტრიის ტოპ ექსპერტები იღებენ მონაწილეობას. მეღვინეების და სომელიეების გვერდით, წარმოდგენილი არიან ასევე ჟურნალისტები, კრიტიკოსები, იმპორტიორები და ა.შ. ღონისძიება ღვინისა და სპირტიანი სასმელების შერჩევისას, აზიელი მომხმარებლების ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად ითვლება. კონკურსანტი ღვინოების დაგემოვნება ხდება უნიკალურ აზიურ კერძებთან დაწყვილებით.

ოქროს მედალი - ცოლიკოური (2020 წლის მოსავალი) 

თეთრი, მშრალი ღვინო. მზადდება ლეჩხუმის,  სოფელი ოყურეშის, ფერდებზე მოწეული უნიკალური  ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან. გამოირჩევა  უხვი მინერალურობითა  და სასიამოვნო მჟავიანობით, ხასიათდება ატმისა და ციტრუსის მსუბუქი არომატებით.

 

ვერცხლის მედალი - ტვიში (2020 წლის მოსავალი) 

თეთრი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელიც გამოირჩევა კეთილშობილი ვენახის ხავერდოვანი და ხალისიანი ტონებით, ახასიათებს უხვი მინერალურობა და სიტკბო-მჟავიანობის კარგი ბალანსი. მწიფე ტროპიკული ხილის არომატი, რომელშიც დომინირებს ბანანი, უზრუნველყოფს მდიდარ და ხანგრძლივ გემოს.


 

ვერცხლის მედალი - საფერავი-ძელშავი (2020 წლის მოსავალი)

წითელი, მშრალი ღვინო. გახლავთ  რაჭაში მოწეული საფერავის და ძელშავის ე.წ. ბლენდი, რომელიც  რეგიონის   ჭეშმარიტი ანარეკლია, ღვინო  შეუდარებელი თვითმყოფადობით გამოირჩევა, ხასიათდება მიწის ტონებითა და ტყის მწიფე კენკრის საუცხოო ნაზავით, რომელსაც ასევე დაკრავს შოკოლადის შტრიხები.

 

ვერცხლის მედალი - ხვანჭკარა (2020 წლის მოსავალი)  

ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი, წითელი ღვინო. ბუკეტი ხასიათდება კარგად მომწიფებული ალუბლისა და შავი ქლიავის არომატებით, რომელსაც მოსდევს ტყის იის ელფერი. ძირტკბილას მსუბუქი ტონები, რომლებიც სიტკბოსა და მჟავიანობის ჰარმონიაში ჩნდება, ღვინოს გამოარჩევს ბარხატოვანი და დასამახსოვრებელი შეგრძნებით.

ჰონგ-კონგამდე „ნაბერაულმა“ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი გერმანიაშიც მოიპოვა, ამჯერად Mundus Vini-ს საერთაშორისო კონკურსზე.

ქართული ბაზრის გარდა, რაჭული „ნაბერაული“ ხელმისაწვდომია დანიელი, ფინელი და უკრაინელი მომხმარებლისთვის, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჩამონათვალს მალე ამერიკისა და ლატვიის ბაზრებიც უერთდება.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up