ქართული მთის ღორის პროდუქციას ძალიან დიდი ბაზარი ელოდება ევროპაში -   დეტალები  „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტზე“

ქართული მთის ღორის პროდუქციას ძალიან დიდი ბაზარი ელოდება ევროპაში - დეტალები „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტზე“

access_time2019-05-29 15:00:43

„უკეთესი დიდი პროექტი მიმაჩნია, რომ საქართველოში არ არის“ - ასე შეაფასა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ  საპარლამენტო მოსმენისას, „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე რაჭაში ხორცილედება.




რაში მდგომარეობს პროექტის სიდიადე და რა ეტაპზეა იგი დეტალების გარკვევას კომერსანტი კომპანია Native Georgia-ში შეეცადა. 



„ესპანელ პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა პროექტი, რომლის მიზანია  გადაშენების პირას მყოფი ქართული ღორის ჯიშის აღდგენა და წარმოება.  ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ქართული ღორის ჯიშზე და მივიღეთ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი,  რომელიც გემოვნური თვისებებითა და ხარისხით გასაკუთრებულია,“ - ამის შესახებ კომპანია Native Georgia-ს დამფუძნებელმა ვასილ ბაბლუანმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.





„საპარტნიორო ფონდისა“ და „Native Georgian”-ის ერთობლივი „ქართული მთის ღორის (კახური და სვანური) გადარჩენის პროექტი“ 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს,  რომელიც ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს. ვასილ ბაბლუანის განცხადებით 2 წლის სამუშაოები უკვე შესრულებულია, პროექტის მიხედვით პროცესი 6 წელიწადში დასრულდება.



„საქართველოში არსებობს ღორის ორი ჯიში - კახური და სვანური - ლაგაზა და გრუზა. ჩვენმა წინაპრებმა ქართული ღორი მოიშინაურეს, ზუსტად ასეთი ტიპის არის „იბერიკოც“, რომლის პროდუქტი კულინარიის ვარკვლავადაა მიჩნეული.  პროექტის პირველ ეტაპზე ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან, მთელს საქართველოში  სოფელ-სოფელ მოვიარეთ და  მხოლოდ 10 ღორი მოვიძიეთ, რომელსაც ჯიშობრივი თვისება დაკარგული ჰქონდათ. გავაკეთეთ კვლევები ხარისხზე, გავაკეთეთ პირველი ხამონი (ღორის უკანა ფეხი) და მივიღეთ მაღალი ხარისხის პროდუქტი.  დღეს ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ახალი ჯიში, რომელსაც არავინ არ იცნობს. დავიწყეთ ამ ჯიშის მომრავლება და დღეს გვყავს 500 სულამდე. მეურნეობაში ჩართული იქნებიან ესპანელი და ქართველი მეცნიერები და გამოვიყვანთ სუფთა ჯიშის ღორს,“ - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.







პროექტის მთავარი მიზანი ვასილ ბაბლუანის განცხადებით, არის იმპორტირებული ხორცის ჩანაცვლება, ექსპორტზე გასვლა და ქართული ღორის ხორცპროდუქტებისთვის დამსახურებული სახელის მოპოვება.



„ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ამ პროექტის მეოთხე ეტაპი, რაც ამ ღორების შესყიდვას, დაკვლასა და  ხორც-პროდუქტების წარმოებას გულისხმობს. მოხდება ქართული ტრადიციული პროდუქტების აღდგენა, როგორიც არის რაჭული ლორი, რომელსაც არ აქვს საბაზრო სახე, არსად არ არის გაწერილი მისი დამუშავების ტექნიკა. არსებობს ესპანური ხორცის ტიპი სახელად „მორსილია“, რომლის ანალოგი კეთდება სვანეთში სახელწოდებით „ზისხორა“. ასევე „ხმელობა“ - რომელიც ვეფხისტყაოსანშია ნახსენები.  ანუ საქართველოში არის ბევრი ტრადიციული პროდუქტები, რომლებიც დაკარგულია.  ქართული ღორი უნდა გავაცნოთ მსოფლიოს,  ბიოპროდუქტის მიღება არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომლის საშუალებასაც  ქართული მთის ღორი იძლევა.





ჩვენ ბევრი იმპორტირებული ხორცი გვაქვს და გვინდა ეს ხორცი მთლიანად ჩავანაცვლოთ ქართული პროდუქტით.  იმედი გვაქვს, რომ საექსპორტო ბაზარზე გასვლის საშუალებაც მოგვეცემა, ამ პროდუქტს ძალიან დიდი ბაზარი ელოდება.“ - აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა



პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 750.000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა 350.000 აშშ დოლარია.  ამ ეტაპის ფარგლებში, ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის პირველი ფერმის მშენებლობა რაჭაში, სოფელ ღარში მიმდინარეობს.



პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება და საქართველოს 9 რეგიონში  ფერმების მშენებლობა. მეორე და მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ეტაპი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ-ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს. მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. მეხუთე ეტაპი კი ქართული ხამონისა რაჭული ლორის დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს. 



Native Georgia-ს პარტნიორი ესპანური კომპანია „Deraza Iberico S.L.“-ს დამფუძნებელი ლეხინო დიაზ დელ რიოსია. კომპანია  „Deraza Iberico S.L.“-ი პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიამ შექმნა ახალი ბაზარი ამ სექტორში და დღეს მისი უდავო ლიდერია. „Deraza Iberico S.L.“ თითოეული ღორისგან, დაახლოებით, 600 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.

 


მარიამ მორგოშია





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up