ქართული GOCHIT’S ბურგერი მრავალმილიარდიან ბრენდად აპირებს ჩამოყალიბებას

ქართული GOCHIT’S ბურგერი მრავალმილიარდიან ბრენდად აპირებს ჩამოყალიბებას

access_time2021-06-17 15:00:06

Gochit’s ბურგერი პირველად თბილისში 2019 წელს გამოჩნდა და ახლა უკვე 14 ობიექტითაა წარმოდგენილი დედაქალაქში, რეგიონებსა და საქართველოს ფარგლებს მიღმაც. კომპანიას ახალი ფილიალების გახსნა პანდემიის პერიოდში კი არ შეუწყვეტია.


„კომერსანტი“ რესტორნების ქსელის დამფუძნებელს გელა გოჩიტაშვილს ესაუბრა, რომელიც გვიყვება საკუთარი გეგმის შესახებ, რაც 10 -15 წელიწადში მრავალმილიარდიან ბრენდად ჩამოყალიბებას გულისხმობს.


– სამ წელიწადში მოახერხეთ არაერთი ფილიალით ყოფილიყავით წარმოდგენილი საქართველოში და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროსაც კი აგრძელებდით გაფართოებას. რამ განაპირობა თქვენი ბიზნესის შეუფერხებლობა კრიზისის დროს?

 

– ჩვენი ბრენდი, როგორც ‘მაკონალდსი“, გადასულია ფრენჩაიზინგზე, ჰყიდის ბრენდს, სტანდარტებსა და პროდუქციას.  ჩვენი საიდუმლო ის არის, რომ სახელი არ გვაქვს არავისგან გადმოღებული, ჩვენი ბურგერები არის ზომით ყველაზე დიდი, არის ნატურალური საქონლის ხორცით, რაც არავის არ აქვს, და ჩვენი წარმოება გვაქვს. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ იმდენი მოვახერხეთ, რომ პანდემიის პერიოდში ოთხჯერ მეტი ობიექტი დავამატეთ.

ადამიანები ვართ და გადარჩენის ინსტინქტი გვამოძრავებდა, მოვინდომეთ, გავანძრიეთ ტვინი და საქართველოს საზღვრებს გარეთაც გავედით.

მე და ჩემმა ძმამ გავხსენით საბუგერე, ჩვენი რეცეპტებით. არავისგან არაფერი აგვიღია და შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენტები არ გვყავს. დაახლოებით 50-მდე საბურგერე გაიხსნა ჩვენი დაარსებიდან, თუმცა 15-მდე მათგანი დაიკეტა. ბევრმა მოინდომა გაესწრო ჩვენთვის, ბევრმა მოგვბაძა, ჩვენი რეცეპტების წაღების მცდელობაც იყო, მაგრამ მაინც ვერ დაგვეწივნენ და ვერც დაგვეწევიან. როცა შენ ხარ შემქმნელი, სხვა ყოველთვის შენს უკანაა.


 

– უკრაინის GOCHIT’S ბურგერმა თუ გაამართლა თქვენი მოლოდინები?

– ცოტა ხნის წინ პირველი ფილიალი გავხსენით უკრაინაში, მალე  გაიხსნება ზუგდიდში და სექტემბერში თბილისში, მელიქიშვილზე.

უკრაინაში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს რესტორანს.  ბევრი ადამიანი მიდის და სხვადასხვა ქალაქებშიც გაიგეს მის შესახებ. ფრენჩაიზებზეა მოთხოვნა, მაგრამ არ ვჩქარობთ. იქ დასაქმებული ადგილობრივიც გვყავს და აქედანაც მიგვყავს დატრენინგებული პერსონალი.

 

– რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო საბოლოო ჯამში GOCHIT’S ბურგერის ბრენდად შექმნისა და გაფართოებისთვის?

– საერთო ჯამში, დაახლოებით მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდა ეს ყველაფერი. თავიდან საბანკო სესხით იყო ინვესტიცია, შემდეგ გადავფარეთ მუშაობის შედეგად. ბუნებრივია რესურსების ჩადება ამ რესტორნის განვითარებაში, კვლავაც გაგრძელდება.


– უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებშიც ხომ არ იქნება თქვენი ქსელი წარმოდგენილი?

– ექსკლუზივი გვექნება აზერბაიჯანში, ევროპაში რამდენიმე ქვეყანას ვგეგმავთ - აღარ ვხუმრობთ.

ჩვენი საბოლოო მიზანია ყველგან ვიყოთ და ბევრნი ვიყოთ,  ვაზიაროთ მსოფლიო უგემრიელეს ბურგერებს.  როგორი ტემპითაც ჩვენ მივდივართ ახლა და როგორი ინერციითაც გავედით წარმატებისკენ, ჩემი აზრით, 10-15 წელიწადში ჩვენი ბიუჯეტი და ღირებულება მილიარდები იქნება.  მთავარია ყველაფერი კარგად იყოს მსოფლიოში, სხვა მხრივ, ხარისხს ჩვენ არ გავაფუჭებთ და სახელიც კარგი გვაქვს.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up