2015 წელს შექმნილი ფეხსაცმელების ქართული ბრენდი CROSTY ფართოვდება და მელიქიშვილის გამზირზე ყოფილი „Hard Rock Cafe-ს ტერიტორიაზე პირველ მაღაზიას ხსნის. როგორც კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელი გიორგი მიქაია კომერსანტთან აცხადებს, მაღაზიის გახსნა თვის ბოლოს იგეგმება და უახლოეს მომავალში სხვა სიახლეებიც გაჟღერდება.
„მაღაზიის გახსნა თვის ბოლოსთვის გვაქვს დაგეგმილი და 10 დღეში შევძლებთ ყველა დეტალზე საუბარს. თუმცა ყოფილი Hard Rock Café-ს ტერიტორიის ნახევარი იქნება სწორედ crosty-ს მაღაზია, დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი. დანარჩენ დეტალებს მომავალში გავაზიარებთ,“ - განმარტავს გიორგი მიქაია.
CROSTY-ს შექმნის იდეა ორ ძმას 2015 წელს გაუჩნდა. კომპანიამ 2016 წლის ნოემბერში ოფიციალურად დაიწყო სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვები და ექსპორტეც გავიდა.
როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ ისინი კონკურენციას მსოფლიოს ცნობილ ბრენდებს უწევენ. ქართველი მომხმარებლისთვის ფეხსაცმლის ფასები 850-დან 950-ლარამდე მერყეობს. კედების დიზაინი ძირითადად დამფუძნებლების მიერ იქმნება, ხოლო პროდუქცია ქუთაისში იკერება.
მარიამ მორგოშია