ქართული Fast Food ბრენდი Foodgoddess-ი ესპანეთის შემდეგ, გლობალურ მარკეტზე გაფართოებას გეგმავს

ქართული Fast Food ბრენდი Foodgoddess-ი ესპანეთის შემდეგ, გლობალურ მარკეტზე გაფართოებას გეგმავს

access_time2022-12-11 19:00:48

ქართული Fast Food ბრენდი Foodgoddess-ი თბილისში პანდემიის პერიოდში, 2020 წელს 2 ფილიალით გამოჩნდა. 2 წელიწადში კი, ირუ ხუნდაძემ და ნუცა გველესიანმა Foodgoddess-ი ესპანეთის დედაქალაქში - მადრიდში გახსნეს. „კომერსანტთან“ საუბრისას ირუმ და ნუცამ გვითხრეს, რომ სამომავლოდ ქართული Fast Food ბრენდის ფილიალების გახსნას პარიზში, ლონდონსა და დუბაიში გეგმავენ. ასევე აპირებენ ბუტიკ სასტუმროს შექმნას და სტუდენტებისთვის Foodgoddess-ის სტიპენდიის დაწესებას.

 

„კომერსანტი“ 2 ქართველ ანტერპრენერ გოგონას უფრო ახლოს გაგაცნობთ.

 

 

 

ირუ და ნუცა, თქვენ შესახებ რომ გვიამბოთ, ვინ ხართ და რას საქმიანობთ?

 

ირუ ხუნდაძე: საქართველოში, თბილისში დავიბადე. 14 წლის ასაკში ლატარიით Chicago Bulls College Prep-ში მოვხვდი, რომელმაც ჩემი სამომავლო პერფორმანსი კარიერულ ცხოვრებაში საგრძნობლად შეცვალა. შემდეგ, 100%-იანი დაფინანსებით გ. ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ჩავაბარე და ისევ 100%-ნი დაფინანსებით გავაგრძელე სწავლა American University of Paris-ში - გლობალური კომუნიკაციით მიმართულებით, მეორე სპეციალობა ვიზუალურ კულტურაში მარკეტინგი მქონდა. სტუდენტობის დროს ფრანგ ბავშვებს ინგლისურს ვასწავლიდი. პარიზში დისნეის სტუდიაში Production-ის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე მოვხვდი და როდესაც დეპარტამენტი უნდა შემეცვალა, კოვიდი დაიწყო. პირველი ბურგერი პარიზში, კარანტინში, მოვამზადე და პირველ ლუკმის შემდეგ ვთქვი, რომ ამას გავყიდდი, რადგან კვების სივრცე ყოველთვის was a passion of mine (ჩემი ვნება იყო), მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ ამ სფეროში კარიერის დასრულების შემდეგ შევაბიჯებდი.

 

ნუცა გველესიანი: საქართველოში, ბათუმში დავიბადე. სწავლა ამსტერდამში, „ჰოსპიტალიტი და ივენთ მენეჯმენტის“ სპეციალობით გავაგრძელე. ბარსელონაში Ritz-Carlton-ის სასტუმროში მოვხვდი, სადაც პირველი გამოცდილება მივიღე რესტორნის მენეჯმენტში. შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად ამსტერდამში დავბრუნდი. კოვიდის დაწყებამდე, ამსტერდამში მუზეუმებსა და არტ ბაზრობებზე სხვადასხვა ივენთების ორგანიზებაში ვმონაწილეობდი, ვიმუშავე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, სადაც მენეჯმენტშიც და ოპერაციულ საკითხებშიც ინტენსიურად ვიყავი ჩართული. თბილისში დაბრუნება თუ ჩემს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა ნამდვილად არ მეგონა. ადრე თუ ჩემს ოცნებებს მხოლოდ ოცნებებად აღვიქვამდი, დღეს ვიცი, რომ რაც არ უნდა დავისახო მიზნად, აუცილებლად ვაქცევ რეალობად.

 

 


როდის გაჩნდა IAMFOODGODDESS-ის შექმნის იდეა?

 

ირუ ხუნდაძე: Iamfoodfgoddess ბლოგის კეთება ჯერ კიდევ პარიზში სწავლის პერიოდში დავიწყე, სადაც „გულწრფელ“ რეკომენდაციებს ვაძლევდი გამომწერებს. მალე ეს „რეკომენდაციები“ ჩვენ ვებსაიტზე ერთჯერადად გაიყიდება, როგორც foodgoddess travel kit recommendations (foodgoddess-ის სამოგზაურო რეკომენდაციები). სიაში აუცილებლად საქართველოს ქალაქებიც იქნება წარმოდგენილი, მათ შორის თბილისი და არა მარტო თბილისი.

 

  


რა გამოწვევები გქონდათ კულინარიული სტარტაპის წამოწყების საწყის ეტაპზე?

 

საქართველოში მთავარი გამოწვევები - გემოს „დასმა“, პროდუქტების დატესტვა, მოძიება და მინიმალურ ბიუჯეტთან ადაპტირება იყო. 1500$-ით დაიწყო ეს ყველაფერი და, დრო და ფული რომ დაგვეზოგა, უკვე მზა სივრცეს ვეძებდით

 

 


როგორც ვიცით, ორი მიმართულება აირჩიეთ - MUNCHIES by foodgoddess და BRUNCHIES by foodgoddess, რატომ კონკრეტულად ეს ორი მიმართულება?

 

Brunchies და Munchies განსხვავებული მენიუ და მთავარი კერძები აქვთ, მაგრამ კონცეპტუალურად და ბრენდინგით ერთმანეთს ჰგვანან. ფერებით ხდება მათი გამიჯვნა, მაგრამ ორივეს მაღალი ხარისხი, პატარა მენიუ, მხოლოდ რამდენიმე სელექცია, home made, guilt free პროდუქტები (როდესაც იცი, რომ პროდუქტი არ გავნებს) და საკვების სახლური ვერსია აერთიანებს.

 

  

როგორ აღმოჩნდით ესპანეთის ბაზარზე?

 

კოვიდის შემდეგ ესპანეთში რეგულაციები გამარტივდა და უფრო ხელმისაწვდომი გახდა დამწყები ანტერპრენერებისთვის პროექტების განხორციელება. იქიდან გამომდინარე რომ უნივერსიტეტის პერიოდში ვმოგზაურობდი, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, მადრიდში ბურგერის კონკურენტი არ მახსენდებოდა. განვიხილავდით პარიზს და ლონდონს. ამიტომ, თაყაიშვილის ქუჩის Foodgodess-ის შემდეგ, მადრიდი უფრო რეალური მოგვეჩვენა ფინანსურად და თან, ვფიქრობ, ევროპაში მადრიდი გურმანთა ცენტრია.

 



 

რამდენად განსხვავებულ ბაზართან მოგიწიათ შეჭიდება?

 

ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და განსხვავებული ბაზარი, მაინც საქართველოა, სადაც აბსოლუტურად უკონტროლოდ იზრდება ფასები, გადასახადები, მათ შორის იმ იმპორტირებული პროდუქტებზე, რაც ევროპაში გაცილებით ხელმისაწვდომია.

 

ესპანეთის ბაზარზე ალბათ ყველაზე რთული მაინც ის ფაქტორი იყო, რომ ქართველები ვიყავით. ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ, განსაკუთრებულ დაბრკოლებას წარმოადგენს არა მხოლოდ დამწყები ანტერპრენერებისთვის, არამედ ნებისმიერი ქართველისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვისაც. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ეს მდგომარეობა შეიცვლება, რადგან ძალიან გულდასაწყვეტია იმის ყურება, ამით ახალგაზრდებს რამხელა შესაძლებლობა გვეზღუდება. იმედია ,საქართველოს მოსახლეობა დროულად გააცნობიერებს ამ საკითხის მნიშვნელობას.

 



როგორ ხედავთ ბრენდის განვითარებას სამომავლოდ?

 

მთავარი მიზანი არის ის, რომ Foodgoddess-მა გლობალურ მარკეტზე პირველი, ქართული Fast Food კონცეპტის ფილიალი ჩამოაყალიბოს. ამის გარდა ვფიქრობთ, რომ „მანჩის“ და „ბრანჩის“ სახელით უკვე სხვადასხვა ბაზარზეც შევალთ, როგორიცაა პარიზი, ლონდონი, დუბაი და იმედია წლებთან ერთად უკრაინაც. კვების ობიექტის გარდა foodgoddess სამომავლოდ ხედვაში აქვს ბუტიკ სასტუმროც, განსხვავებული თემატიკით, რომელიც აქამდე ბაზარზე არ გვინახავს და merchandising-ი, რომლისთვისაც ჩვენი ვებსაიტი iamfoodgoddess.com მალე ჩაეშვება.

 

იმედი გვაქვს, რომ 1 წლის განმავლობაში კომპანია foodgoddess-ის სტიპენდიას დააწესებს, არამარტო ქართველი სტუდენტებისთვის, არამედ სხვა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სტუდენტებისთვის, როგორიც არის ლიბანი, თეირანი, ირანი, სირია, ავღანეთი და ა.შ

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

თეგები:
Foodgoddess



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up