ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოების გაყიდვებმა 150 მლნ ლარს გადააჭარბა

ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოების გაყიდვებმა 150 მლნ ლარს გადააჭარბა

access_time2021-09-09 10:00:59

საქართველოში რამდენიმე ფარმაცევტული საწარმო ფუნქციონირებს, რომლებიც სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებს უშვებენ. ადგილობრივი წარმოება ქართულ ბაზარზე ფასს ვერ ამცირებს, თუმცა მათ უშუალოდ წარმოებისა და ექსპორტის ხარჯზე, მაინც შეაქვთ ქართულ ეკონომიკაში გარკვეული წვლილი. 2019 წელს ქართული ფარმაცევტული საწარმოების გაყიდვებმა 150 მლნ ლარს გადააჭარბა.


ავერსი ფარმა, როგორც სააფთიაქო ქსელი, 1994 წელს დაარსდა, ავერსი რაციონალი, როგორც ფარმაცევტული საწარმო - 2002 წელს, რომელმაც პირველი პროდუქცია 2005 წელს გამოუშვა. საწარმო, რომლის საერთო ფართი 4500 მ2-ა და სადაც 400-მდე ადამიანი მუშაობს, ISO სერტიფიკატით სარგებლობს. ლაბორატორია, სადაც კვლევები და ანალიზები ტარდება 750 მ2-ა განთავსებული.



ავერსი რაციონალი აბების, კაფსულების, სიროფების, წვეთების, საინექციო ნემსებისა და გელების სახით 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტს უშვებს.
2019 წელს ავერსი რაციონალის შემოსავალმა 33.7 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 11 მლნ-ით მეტი იყო. ამავე დროს, თუ 2018 წელს კომპანია 3.9 მლნ-იან ზარალზე გავიდა, 2019 წელი 2.4 მლნ-ზე მეტი წმინდა მოგებით დაასრულა.




კიდევ ერთი ფარმაცევტული საწარმო „ჯი ემ პი“ 1999 წელს დაარსდა. საწარმო უშვებს მყარი ფორმის მედიკამენტებს: აბებს, გარსით დაფარულ აბებს, ფხვნილებსა და ჟელატინის კაფსულებს. კომპანია ფლობს უკრაინის GMP მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტირების შედეგად გაცემულ GMP შესაბამისობის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს კომპანიის შესაბამისობას ფარმაცევტული ინსპექციების კონვენცია/კოოპერაციის სქემის, ევროკავშირის დირექტივების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებთან ჰარმონიზებულ უკრაინის მარეგულირებელი დოკუმენტების მიმდინარე ვერსიებთან.



2019 წელს ჯიემპიმ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში 53.9 მლნ ლარის პროდუქცია გაყიდა, 2018 წელთან შედარებით 4.5 მლნ-ით ნაკლები, თუმცა ამავე დროს ექსპორტის ზრდის ხარჯზე საერთო გაყიდვები 17 მლნ ლარით 123 მლნ-მდე გაზარდა. ყველაზე მეტი - 47 მლნ-ის პროდუქცია ექსპორტზე უზბეკეთში გავიდა, 10 მლნ-ით მეორე ადგილი ყირგიზეთმა დაიკავა, ხუთეულში ასევე მოხვდნენ: სომხეთი, მოლდოვა და ტაჯიკეთი. გაყიდული პროდუქციის თვითღირებულებამ, სარეალიზაციო ფასის მეოთხედზე ცოტა მეტი - 36 მლნ ლარი შეადგინა, გაყიდვების დანახარჯებმა - 46 მლნ ლარი, ხოლო მოგებამ გადასახადების გადახდის შემდეგ - 27.5 მლნ ლარი.



2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის წილის 100%-ს ფიზიკური პირი ლინა თოფურია ფლობდა.



2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ძირითად მიმართულებას სააფთიაქო და ჰოსპიტალური ქსელი წარმოადგენდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up