ქართული ფარმაცევტული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული ფარმაცევტული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე

access_time2019-11-07 11:20:08

ფარმაცევტულმა კომპანია GM Pharma-მ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენზე გერმანიაში საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა წარადგინა.2019 წლის 5-7 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა უდიდესი საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში.


CPHI მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 500 კომპანია და 45 000 ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის GM Pharma, როგორც ერთადერთი ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოდან ამ გამოფენაზე.


GM Pharma საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში - ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია.


GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ულტრათანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით.



GM Pharma უკვე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, როგორიც არის Lallemand Pharma (შვეიცარია), Welt Pharma (გერმანია), Laboratorios Basi (პორტუგალია), Hoffman La Roche (შვეიცარია), US Laboratories (აშშ) და სხვა.


GM Pharma ეს არის, ყოველწლიურად ნამკურნალევი 10 მილიონზე მეტი პაციენტი მსოფლიოს 10 - ზე მეტ ქვეყანაში.


(R)





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...


მსგავსი სიახლეები

up