„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს

access_time2019-11-20 10:00:10

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ამას ხალხი ვერ გრძნობს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი  ბიზნესსაც აქვს და მთავრობასაც. 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ და მთავარ გამოწვევად რჩება  ის, რომ ეკონომიკის წინსვლა ვერ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე“- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ ქაუგილმა „კომერსანტთან“ IRI-ს კვლევის შედეგები მიმოიხილა.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველი კვლევა გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო.


კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე.


ზემოაღნიშული, ასევე, წარმოადგენს ყველაზე მთავარ პრობლემებს პიროვნულ დონეზეც. 50%-ის შეხედულებით, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სიღარიბე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა არის მათი ოჯახებისთვის წუხილის ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, რესპოდენტთა უმრავლესობა (59%) ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე დიდ წინაღობად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“,- აღნიშნულია კვლევაში.



აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი საქართველოში მიიჩნევს, რომ საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონშიეკონომიკური კუთხით  სხვადასხვა სურათია და ეს პასუხია კითხვაზე თუ რატომ არ აისახა მოსახლეობის ჯიბეზე ეკონომიკური ძვრები. მაიკლ ქაუგილის აზრით, პრიორიტეტად უნდა იქცეს რეგიონში შესაბამისი სამუშაო ბაზრის შექმნა, რათა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ქალაქში მძიმე კონკურენციის პირობებში არ უწევდეს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.


„ბიზნესის წარმომადგენლები და  ბიზნესასოციაციები ვმუშაობთ იმაზე, რომ მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ. ყველანი ვთანხმდებით, რომ უმუშევრობა პრობლემაა. ვცდილობთ მოვიზიდოთ მეტი ინვესტორი ქვეყნის გარეთ, მაგრამ ასევე უზრუნველვყოთ ის, რომ ადგილობრივმა ინვესტორებმა განაგრძონ ბიზნესების გაფართოება. ეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა. მე განათლების სფეროშიც ვმოღვაწეობ და  მინდა, რომ ჩემი სტუდენტები უკეთ იყვნენ მომზადებული იმ სამუშაო ბაზრისთვის, რაც მათ ელოდებათ. როცა ვამბობ რომ ეს პრობლემაა, ასევე ვგულისხმობ, რომ ეს გამოწვევაა. მეტი სამუშაო ადგილი დაეხმარება სიღარიბის შემცირებასაც.  IRI-ს კვლევას ვეთანხმები იმაში, რომ ხალხი ნამდვილად გრძნობს ამ პრობლემების გავლენას საკუთარ  კეთილდღეობაზე. უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესი წინ მიდის - განსაკუთრებით ტურიზმის, სასტუმროების ბიზნესი და მშენებლობა.  მთლიანი შიდა პროდუქტის მაშვენებელი იზრდება იმაზე უკეთ, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში რეგიონის მასშტაბით. ჩვენ გვაქვს ეკონომიკა, მაგრამ 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ და მთავარ გამოწვევას ვხედავ - ეს ხალხის ცხოვრების დონეზე ეს არ აისახება. ჩემი აზრით, ბიზნესმაც და მთავრობამაც ამას უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება. ხალხმა უნდა იგრძოს, რომ მათი ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია უმჯობესდება. ამის მისაღწევად ერთადერთი პასუხი მაქვს, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებს.დედაქალაქში და რაიონებში სხვადასხვა შედეგებს აჩვენებს ყველა კვლევა,  რაც კი არსებობს. სტუდენტები ცდილობენ დედაქალაქში თავის დამკვიდრებას იმიტომ, რომ რეგიონში იგივე შესაძლებლობები არ აქვთ.  ამის გამოსწორება ჩვენზე, ბიზნესებზეც არის დამოკიდებული. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ რეგიონებს. შევუქმნათ ის პირობები ქუთაისში სტუდენტებს, რაც ინდუსტრიული ქალაქში შეიძლება იყოს და სხვა რეგიონებში, რომლებიც განსაკუთრებულ პოტენციალს ვერ იყენებენ.“- აღნიშნავს ქაუგილი.


ამერიკელმა ბიზნესმენმა ქვეყანაში მიმდინარე პოლარიზაციაც შეაფასა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. მისი თქმით, ხალხის სამართლიანი პროტესტი უჩვეულო ნამდვილად არ არის , თუმცა ჭკვიანი ინვესტორი უნდა მიხვდეს, რომ ეს დროებითია და ქართულ ეკონომიკაში ფინანსების მოზიდვა ჩვეული და თან მზარდი ტემპით უნდა განაგრძოს.


„ყოველ წელს მაინც მსგავსი სიტუაცია ქვეყანაში თითქმის ჩვეულებად იქცა. მაგრამ  ინვესტორი საკმაოდ ჭკვიანია და იცის, რომ ასეთი მდგომარეობა დროებითია და  ეკონომიკის დესტაბილიზაციას არ მოახდენს. ხალხმა იმედგაცრუება გამოხატა და ეს ბუნებრივია, მათ აქვთ უფლება იყვნენ იმედგაცრუებულები, თუმცა, ეს კანონის ფარგლებში უნდა გამოიხატოს. ინვესტორს რისკის შემცველი სიტუაციები საქართველოში ხშირად ხვდება, თუმცა, უნდა ესმოდეს რომ აქაური პოტენციალის გათვალისწინებით მსგავს დესტაბილიზაციას ეკონომიკაზე გავლენის უფლება არ უნდა მისცეს.“ - ამბობს ქაუგილი.


IRI-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ „ეკონომიკა და უმუშევრობა საქართველოს მცხოვრებელთათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუმცა, ქვეყნის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემების მიმართ ყურადღება არ არის გამახვილებული. პარტიების ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა, შეიმუშაონ დეტალური პროგრამები და პლატფორმები, რომლებიც სწორედ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე გააკეთებს აქცენტს“ – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

 

 მარიამ მორგოშია





კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up