ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს მიმართავს

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს მიმართავს

access_time2019-06-25 22:40:10

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს საექსპორტო ბაზარზე ხელშეწყობას სთავაზობს.  როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ქართულ საექსპორტო პროდუქციას რუსეთის ბაზარზე პრობლემები შეექმნა, რის გამოც  ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს საკუთარ პლატფორმას სთავაზობს, რაც გულისხმობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის წარდგენასა და ექსპორტს იმ ქვეყნებში, სადაც ქართულ დიასპორა აქტიურად მოღვაწეობს.


„ვფიქრობთ, რომ სწორედ ქართული დიასპორის მეშვეობით შევძლებთ სხვადასხვა ქართული პროდუქტის ახალ საექსპორტო ბაზარებზე პოზიციონირებას. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა რამდენიმე წელია ახორციელებს სპეციალურ პროექტს ქართული პროდუქცია დიასპორას, რომლის ფარგლებში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ხდება ქართული პროდუქციისა და სერვისების მიწოდება საქართველოდან.


სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, პირველად განხორციელდა საქართველოდან ადგილობრივი ტყავის ნაწარმის გატანა ევროკავშირის ტერიტორიაზე.



ქართულ დიასპორაში საცალო ელექტრონული ვაჭრობის მიზნით, პალატის მეშვეობით ქართული დიასპორისთვის შეიქმნა ქართული პროდუქციის/სერვისების ონლაინ მაღაზია - www.saradjishvili.com რომელშიც ამჟამად მიმდინარეობს ქართული პროდუქციის/სერვისების განთავსება.


ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2018 წელს დაფუძნდა უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენების მიერ. 11 ქვეყანაში პალატას უკვე ჰყავს თავისი წარმომადგენელი“,-ნათქვამია განცხადებაში.






ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up