„ქართული დავოსი“ ვერ შედგა - ბაკურიანი ყოველ ახალ წელს ძველი პრობლემებით ხვდება

„ქართული დავოსი“ ვერ შედგა - ბაკურიანი ყოველ ახალ წელს ძველი პრობლემებით ხვდება

access_time2021-01-15 10:00:57

ტალახი თოვლის ნაცლად, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქაოტური განაშენიანება, საგზაო ინფრასტრუქტურის არარსბეობა, საცობები - განსაკუთრებით შაბათ-კვირას, განათების ნაკლებობა, ტროტუარების და სველი წერტილების არარსებობა. ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღეს ბაკურიანში ჩასულ ტურისტს დახვდება. არადა დაბა გამორჩეულ კურორტად უნდა ქცეულიყო, მეტიც საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით სამთო-სათხილამურო კურორტი „ქართულ დავოსად“ უნდა გადაქცეულიყო, თუმცა ბაკურიანი ამ დრომდე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

 

სამთო-სათხილამურო კურორტზე შექმნილ პრობლემებზე „კომერსანტთან“ „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილი საუბრობს. ტურიზმის ექსპერტი, რომელიც ახლაც ბაკურიანში იმყოფება ამბობს, რომ დაბა ყოველ ახალ წელს ძველი პრობლემებით ხვდება, თუმცა მისი თქმით, ამაზე არავინ საუბრობს. ასათაშვილი გვიყვება, საჯარო ინფრასტრუქტურის კუთხით კურორტი კატასტროფულ მდგომარეობაშია.

 

„რაც დღეს აქ ხდება, ამ დაბალი დატვირთვის ფონზეც კი აბსოლუტურად კატასტროფული და სამარცხვინოა. მე პირადად, სულ მიკვირდა თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან ბაკურიანში რატომ ჩამოდიოდნენ, როდესაც საკმარისია ცოტათი დათბეს და მუხლამდე ტალახი და უბრალოდ სუფთა ტანსაცმლით სახლში ვერ შეხვალ. ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში, გოდერძიზე ფეხით გადაადგილება , რომ დაგჭირდეთ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში არც ერთ კურორტზე ტროტუარები ფიზიკურად არ არის. თქვეს, რომ მთის კურორტების მენეჯერები უნდა დანიშნონ , რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 2020 წლის შემოდგომის დასაწყისში, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა რამდენიმე შტატიც კი დაამატა, ახლა ჰყავთ ვიღაც მენეჯერი, რომელიც რას აკეთებ და რა ევალება არავინ იცის. ტალახს მიაქვს აქაურობა, ურბანული კუთხით ყველა კურორტი არის მოუწესრიგებელი, დაწყებული მშენებლობით დამთავრებული მენეჯმენტით. წყალმომარაგებაც დღემდე პრობლემაა ყველა კურორტზე“, - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

 

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი „კომერსანტთან“ 2023 წელს სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზეც საუბრობს, რომელიც სწორედ ბაკურიანში ჩატარდება. ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა 2023 წლის ღონისძიებას ასე თუ ისე ჩაატარებს, თუმცა ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო ტურიზმის ექსპერტს რაიმე პროგნოზის გაკეთება უჭირს.

 

„რეალურად არ ვიცით რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ტურიზმი 2021-სა და 2023 წლებში, გაუძლებენ თუ არა ადგილობრივი ბიზნეს მოთამაშეები კრიზის, იქნება თუ არა საკმარისი განთავსების რაოდენობა, იქნება თუ არა თუნდაც რესტორნები. როგორ იქნება იგივე კომუნიკაციების პრობლემა მოგვარებული. ბაკურიანს არ აქვს საერთაშორისო აეროპორტი, ყველა ის მონაწილე, რომელიც საქართველოში ჩამოვა ქუთაისიდან ან თბილისიდან უნდა ჩამოვიყვანოთ, ეს ავტომატურად გამოიწვევს ლოჯისტიკურ თავის ტკივილს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს არ არის ერთ დღიანი, სამ საათიანი ღონისძიება, როგორიც შეიძლება იყოს საფეხბურთო მატჩი.უამრავი პრობლემაა , სამწუხაროდ ამ პრობლემებზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს, ერთი რაც თვალსაჩინოა და შეგვიძლია დავინახოთ ეს არის ინფრასტრუქტურის არ არსებობა, ხოლო იმ ინფრასტრუქტურის რომელიც სახეზე გვაქვს არაჯეროვანი მიწოდება“,  განმარტავს ვატო ასათაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ ბაკურიანი 2023-ის მოსამზადებელი პერიოდი ითვალისწინებს სატესტო ღონისძიებების ჩატარებას, ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა იმ დატვირთვასაც კი ვერ უძლებს, რომელიც ზამთარში ჩავარდნილ სეზონზეა. ტურიზმის ექსპერტს კითხვები აქვს ახალ საბაგიროსა და გათოვლიანების სისტემასთან დაკავშირებითაც, რომელთა დატესტვა მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე უნდა დაწყებულიყო. მისვე განმარტებით, თუ შუალედური მომზადების შემმოწმებელი კომისია რაიმე ხარვეზს აღმოაჩენს საქართველოს მთავრობას მარტივი პასუხი ექნება - კორონავირუსით გამოწვეული პანდემია.

 

„საბაგიროები რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წლის ბოლოს შევიდა, 2021 წლის ზამთრის სეზონზე უნდა შემოწმებულიყო. სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებსაც აქვთ მოთხოვნა , რომ ეს ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გატესტილიყო. პირველი სეზონი ჩვენ დავკარგეთ, პირველ თებერვალს ზამთრის კურორტებს, რომ არ გახსნიან ამას ვხედავთ, კარგ შემთხვევაში, თუ მარტში გახსნეს ეს მაინც არ იქნება საკმარისი , რომ რეალურად ვნახოთ საბაგიროები რამდენად კარგად მუშაობს. ღონიძიებები თებერვალშიც არის დაგეგმილი, თუმცა აანონსებენ ერთს და აკეთებენ მეორეს. ჩვენ გვახსოვს მთავრობის დაპირება, რომ საქართველო იქნებოდა პირველი მწვანე ქვეყანა რომელიც ივნისში ტურისტებს მიიღებდა, ისე მოვიდა მომდევნო წლის თებერვალი, რომ საზღვრები ოფიციალურად ჩაკეტილი გვაქვს. კვლავ პრობლემატური იქნება გათოვლიანების სიტემა, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ შარშან წყალმომარაგება არ იყო ფიზიკურად საკმარისი. ითქვა, რომ სისტემა მოეწყო და გუდაურშიც და ბაკურიანშიც წელს სრული დატვირთვით უნდა ემუშავა, თუმცა ვერ შევამოწმეთ. ყველა შეცდომაზე და ხარვეზზე რასაც კომისია დაინახავს იქნება ძალიან მარტივი პასუხი - კორონავირუსი. ეს ძალიან კარგად აქვს დღევანდელ მთავრობას ადაპტირებული და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომ თუ რამე არ ვარგა არა ამათი მენეჯმენტის არამედ კოვიდის ბრალია. რეალურად კი პრობლემები რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ  ათწლეულია კურორტებს აწუხებს“,-  განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

 

როდის გახდება სამთო-სათხილამურო კურორტი უფრო მეტად მიმზიდველი და კომფორტული, ან როდის მოგვარდება დაბაში არსებული პრობლემები ამ კითხვებზე ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან პასუხები ვერ მივიღეთ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მთავრობის მიერ უქმედ გამოცხადებულ დღეებს უქმედ ატარებენ.

 


ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, უქმე დღეებს ხელი არ შეუშლია კითხვებზე პასუხი გაეცათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“. უწეყბაში აცხადებენ, რომ მათი დაკვეთით,  ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა.  მათი ინფორმაციით, საბაგიროების მშენებლობა და ყველა ის პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება,  კურორტ ბაკურიანს ახალ სიცოცხლეს შემატებს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. 

 

„საბაგიროები არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში, პირველ ეტაპზე საათში 5400 მგზავრია, რომლის გაზრდაც ჯამურად 7200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. საბაგიროები არის ინოვაციური, უახლესი მოდელი მთელს რეგიონში, მიწისქვეშა ფარეხებით. საბაგიროების მშენებლობა პანდემიის მიუხედავად რეკორდულ დროში დასრულდა.  მსოფლიო ჩემპიონატისთვის აუცილებელია სათხილამურო ტრასაზე იყოს ხელოვნური თოვლი. სწორედ ამიტომ, სათხილამურო ექსპერტების მიერ შერჩეულ ტრასაზე, რეკორდულ დროში დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. 1200 მეტრიან სათხილამურო გზას  34 თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს - 32 ე.წ თოფი და 2 ზარბაზანი“, — განაცხადეს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“

 

„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, სწორედ ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა სტუმრებს ღირსეულად დახვდეს.

 

„ჩვენი პრიორიტეტი ტურიზმია, ასეთი რანგის შეჯიბრის ჩატარება კი ამ ურთულეს დროს   საქართველოს ცნობადობას მსოფლიოს თვალში კიდევ უფრო გაზრდის. ის ინფრასტრუქტურა კი  რომელიც შენდება რჩება კურორტს, შესაბამისად ბაკურიანი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში“, - აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.

 

სახელმწიფო უწყებაში გვითხრეს, რომ ბაკურიანში ზაფხულსა და შემოდგომაზე მიწის სამუშაოები ჩატარდა, რათა საშეჯიბრო ტრასის რელიეფი მომზადებულიყო. მათი ინფორმაციით თვის ბოლოს უშუალოდ სათხილამურო ტრასის მშენებლები ჩამოდიან თოვლზე მუშაობით შექმნიან საშეჯიბრო ტრასას. ასევე 26 იანვარს ჩამოდის დისციპლინის რეის დირექტორი , რომელიც სხვა ტექნიკურ დელეგატებთან ერთად შეაფასებს თოვლის მდგომარეობასა და რაოდენობას, სწორედ მისი დასკვნის შემდგომ დადასტურება მსოფლიო თასის A კლასის ღონისძიების ჩატარება. „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ დეტალურად გვიყვებიან, თუ რა რა ღონისძიებები ჩატარდა ან ჩატარდება 2023 წლამდე, რადგან ბაკურიანი 2023-ის მოსამზადებელი პერიოდი სატესტო ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს.

 

„2017-18 წლების სეზონზე ბაკურიანმა პირველად უმასპინძლა საერთაშორისო FIS ღონისძიებას - FIS შეჯიბრს სკი კროსში. შეჯიბრი იყო შედარებით დაბალი კლასის და წარმოადგენდა ქართული მხარის გამოცდას. ღონისძიებამ ჯამში წარმატებულად ჩაიარა. 

 

2019 წლის მარტში გუდაურმა უმასპინძლა ევროპის თასების ეტაპს სკი კროსსა და სნოუბორდ კროსში. აღნიშნული შეჯიბრები 90-იანი წლების შემდეგ პირველი FIS B კლასის შეჯიბრები იყო, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა მთის  კურორტების განვითარების კომპანია. ღონისძიება დადებითად შეფასდა.

 

2020 წლის თებერვალ-მარტში გუდაურმა უმასპინძლა საკონტინენტო თასის გათამაშების ეტაპს სნოუბორდ ალპაინის დისციპლინაში. აღნიშნული ღონისძიება ტარდებოდა FIS ეგიდით, რისთვისაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ გამოყო დელეგატები და ექსპერტები. ღონისძიების საველე ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანია, ასევე საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. Covid-19 -გან გამოწვეული გართულებების მიუხედავად საქართველოს ესტუმრა 10 საერთაშორისო ნაკრები და 60 ზე მეტი დელეგაციის წევრი. თოვლის სიმცირის გამო ორგანიზატორი მხარე იძულებული გახდა FIS თან შეთანხმებით შეჯიბრის ფორმატი შეეცვალა და პარალელური სლალომის მაგივრად ჩვეულებრივი სლალომის შეჯიბრი ჩაეტარებინა. მიუხედავად ამ გაუთვალისწინებელი, საკამოდ სერიოზული პრობლემისა ღონისძიებამ ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა და FIS - გან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

 

წლევანდელ სეზონზე მთის  კურორტების განვითარების კომპანია და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მუშაობს ბაკურიანში ორი დიდი ღონისძიების მასპინძლობისთვის: მსოფლიო თასის ეტაპი სქი ქროსში (A კლასის შეჯიბრი) და ევროპის თასის ეტაპი სნოუბორდ ქროსში (B კლასის შეჯიბრი). ღონისძიებების გამართვის თარიღებია - სქი ქროსი: 5-7 თებერვალი, სნოუბორდ ქროსი: 9-10 თებერვალი. 2021 წლის ზაფხული დატვირთული იქნება ტექნიკური სამუშაოებით, რომლის ფარგლებშიც მომზადდება სლოუპ-სტაილის და სნოუბორდ პარალელის და აერიალსის საშეჯიბრო ტრასები. მომავალ სეზონზე ქართული მხარე გამართავს მინიმუმ ორ A კლასის შეჯიბს. მათ შორის ერთი იქნება მსოფლიო თასის ეტაპი სლოუპ-სტაილში, ხოლო მეორე ღონისძიების დისციპლინა და სახეობა დადგინდება 2021 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან შეთანხმებით. ამასთან ჩვენ ვაცხადებთ მზაობას ვუმასპინძლოთ არაერთ (ჯამში 8 მდე) B კლასის შეჯიბრს. ჯამში მომავალ წელს უხეში გათვლებით ველოდებით 400 დან 500 მდე სტუმარს ღონისძიებებზე მონაწილეობის მისაღებად. 

 

2022 წლის ზაფხულში დასრულდება ყველა დანარჩენი სპორტული საშეჯიბრო ზონის მომზადება, აშენდება ხელოვნური გათოვლიანების ორი ტბა (კოხტა-მიტარბსა და დიდველზე), მოეწყობა პარკინგები და ტრიბუნები. ცხადია, 2022-23 წლების ზამთარი ჩვენი კომპანიისა და სათხილამურო ფედერაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სეზონს წარმოადგენს. საქართველოში ჩატარდება ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ზამთრის სპორტულ სახეობებში - ფრისტაილში, ფრისკისა და სნოუბორდში. ჯამში ჩვენ 2000 დან 3000 მდე სპორტსმენს და დელეგაციის წევრს ველოდებით, რომლებიც მონაწილეობას მინიმუმ 28 საშეჯიბრო ღონისძიებაში მიიღებენ“, - განმარტავენ უწყებაში.

 

როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ ყველა ის ამოცანა, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS-მა) უწყებას დაუსახა რეკორდულ ვადებში სრულდება. მათი თქმით, პანდემიის პირობებში მუშაობა არც ერთ ეტაპზე არ გაჩერებულა, ყველაფერი მათი დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. როგორც უწყებაში ამბობობენ შეფასებებიც დადებითი მისდით. „კომერსანტის“ კითხვაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში რა გაკეთდა იმისთვის, რომ ბაკურიანი საერთაშორისო კურორტად ქცეულიყო და რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს კურორტი მთის კურორტების განვითარების კომპანიაში გვპასუხობენ:

 

„მთის კურორტების განვითარების კომპანია ოპერირებს საბაგიროებს, სათხილამურო არეალს და მის ინფრასტრუქტურას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა კოხტა, 30 წლიანი პაუზის შემდეგ ახალი საბაგიროებით გაიხსნა კურორტი მიტარბი, დიდველს დაემატა ახალი საბაგიროები, გაკეთდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება პირდაპირ პროპორციულია ვიზიტორების ზრდასთან. რასაკვირველია გამოწვევებიც ბევრია, რომლის აღმოფხვრასაც ეტაპობრივად ვცდილობთ, მაგრამ სათხილამურო კურორტის მშენებლობა ხანგრძლივი პროცესია“,- განუცხადეს „კომერსანტს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.



ბაჩოო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up