ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

access_time2020-10-19 17:30:07

ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.

 

გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო „აირ ჯორჯიას“ Wizz Air-ის მსგავს პირობებში არ ჩააყენებს, კომპანია ფრენებს თბილისიდან ჩვეულებრივი ფასებით გააგრძელებს.

 

,,აირ ჯორჯიას ცნობით, თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი. ამასთან, ავიაკომპანია აღნიშნული თვითმფრინავებით რეისებს ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით განახორციელებს.

 

„ამ ეტაპზე ორ AIRBUS -ზეა ხელი მოწერილი, მაგრამ ჯერ პირველი შემოდის. მეორე თვითმფრინავს შემოვიყვანთ 1 თვეში. შემდეგ მესამე შემოვა დეკემბერში და მეოთხე მარტში. ჯამში 4 თვიმფრინავზეა პროექტი.

 

ჩვენ აღნიშნული გეგმა დავაანონსეთ კიდეც, რომ ეს იქნებოდა პირველი დაბალბიუჯეტიანი ქართული კომპანია. თვითმფრინავების შემოყვანა სწორედ ამის გაგრძელებაა. თბილისში უბრალოდ შემოდის იმიტომ, რომ გარკვეული პროცედურებია ჩასატარებელი. დღეს ეს თვითმფრინავი იმყოფება N რეგისტრაციაზე, ანუ ამერიკის დროშის ქვეშ და როდესაც შემოფრინდება, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები, რომ დარეგისტრირდეს საქართველოს დროშაზე.


 

როგორც იცით, ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მთავრობასთან და თუ ქუთაისის აეროპორტში მოგვცა ისეთი პირობა, როგორც Wizz Air -ს აქვს, მაშინ ჩვენ უკვე თვითმფრინავს რეგისტრაციის შემდეგ, გადავიყვანთ ქუთაისში და ფრენებს იქიდან დავიწყებთ“,- განაცხადა გიორგი კოდუამ.

 

როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“დამფუძნებელი განმარტავს, კომპანიას სრულიად მზად არის ჯანსაღი კონკურენციისთვის. როგორც გიორგი კოდუა ამბობს, მთავრობის მხრიდან ნებართვის შემთხვევაში, მომხმარებლები გაცილებით მეტ დაბალბიუჯეტიან ადგილს მიიღებენ, ვიდრე მათ Wizz Air-ი სთავაზობს.

 

“პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს Wizz Air -ი პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ეს შენიშვნა მთავარობამაც ძალიან სწორად გაიგო და თქვეს, რომ ამას განვიხილავთო. მე არაფერს განსაკუთრებულს და ექსკლუზიურს არ ვითხოვ, ჩვენ ვამბობთ, რომ იყოს ჯანსაღი კონკურენცია და არ მოხდეს მონოპოლიზაცია. არასწორია, როდესაც უცხოური კომპანია უფრო დაბალ ფასად დაფრინავს, მათ შეღავათს აძლევს სახელმწიფო და ჩვენ - არა. თუ ეს მოხდა, აპრიორი განწირული ვიქნებით გაკოტრებისთვის. ამიტომ, თუ იგივე პირობებში არ ჩაგვაყენებენ, ჩვენ არ ვაპირებთ Wizz Air -ზე უარესი პირობით ვიფრინოთ ქუთაისიდან. ამ შემთხვევაში თბილისიდან განვახორციელებთ ფრენებს ჩვეულებრივ. სწორედ ეს არის იმის მიზეზიც, რომ რეისების მიმართულება არ არის დაკონკრეტებული. დაახლოებით, 2 თვეში დალაგდება ყველაფერი. გეგმაში მაქვს, რომ ეს იყოს ევროპის მიმართულება, აზია, შუა აღმოსავლეთი, მაგრამ კონკრეტული ქვეყნები დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაზე.

 

მე გპირდებით, რომ მთავრობამ თუ იგივე პირობებში ჩაგვაყენა, როგორშიც Wizz Air -ია, მაშინ ჩვენ უფრო უკეთეს ფასებს დავდებთ. Wizzair-ს რომ აქვს, 30-50-100 ევრო ბილეთების ღირებულება და ფასებით თამაშობს, ჩვენ გვექნება ანალოგიურად 30-50 ევროდ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტ დაბალბიუჯეტიან ადგილებს ჩავუშვებთ და შევინარჩუნებთ დაბალ ფასებს. თუნდაც იმიტომ, რომ კონკურენცია გავუწიოთ Wizz Air -ს, ეს უბრალოდ ბიზნესინტერესია. მივესალმები, რომ იფრინოს Wizz Air-მაც, ისიც უფრო ყურადღებით იქნება, რომ ფასები არ აწიოს. თუ აწევს, დაკარგავს მგზავრს და ა.შ. როდესაც ჯასაღი კონკურენცია იქნება, ისევ საზოგადოება იხეირებს. ჩვენ მზად ვართ კონკურენტუნარიანი ფასებისთვის.

 

გარდა ამისა, აქამდე ქართულ კომპანას არ უფრენია დაბალბიუჯეტიანის სტატუსით და ეს პირველად მოხდება“,-განაცხადა გიორგი კოდუამ.


წყარო: bpn





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up