ქართული ცხვრის სულადობა წლიდან წლამდე უცვლელად, 1 მილიონის დონეზეა

ქართული ცხვრის სულადობა წლიდან წლამდე უცვლელად, 1 მილიონის დონეზეა

access_time2021-09-03 14:00:37

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას ითხოვს. მისი თქმით, წლების განმავლობაში ცხვრის სულადობის ზრდა ვერ ხერხდება და ამის მთავარი მიზეზი საძოვრების სიმცირეა.


გონაშვილის ინფორმაციით, ცხვრის ექსპორტი პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, რეალურად არ შეცვლილა. სტატისტიკას, რომლის თანახმადაც ცხვრის ექსპორტი წელს 415%-ით გაიზარდა, მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება. როგორც გონაშვილი განმარტავს, 2020 წელს ქართული ცხვარი ქვეყნიდან თითქმის არ გასულა, ექსპორტი მოხერხდა მხოლოდ სექტემბრიდან, შესაბამისად, შედარებისთვის, წინა წლის მაგალითი ვერ გამოდგება.


,,2020 წელს ქვეყანა ჩაკეტილი იყო, არ შემოდიოდნენ არაბები და ბაზარზე მცირე მოძრაობაც არ შეინიშნებოდა. სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ შემოდგომიდან მოხდა, მაგრამ ამით ბაზარზე ამინდი დიდად არ შეცვლილა. 2019 წელთან შედარებით კი, ექსპორტში ზრდა არ არის, ფაქტობრივად, იგივე სიტუაციაა - ზრდა არ გვაქვს, მაგრამ არც ჩამორჩენა ფიქსირდება. ყველაზე მეტი დატვირთვა 2021 წლის ივნის-ივლისშია იყო, რაც მუსლიმანური სამყაროს ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულის - რამადანს უკავშირდება. მოთხოვნა ყოველთვის მეტნაკლებად არის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ცხვრის ის რაოდენობა, რაც დარგის განვითარებას გამოიწვევს. ცხვრის სულადობა დაახლოებით 1 მილიონის ფარგლებშია საქართველოში. წელს 100 000 სულზე მეტი ცხვარი ექსპორტზეა გასული. მეცხვარეობა ძალიან დიდი ყურადღებას საჭიროებს, რადგან მთავარი პრობლემა საძოვრებია. ქვეყანაში ზამთრის საძოვრები პრაქტიკულად არ არის“, - ამბობს გონაშვილი.



რაც შეეხება ფასს, გონაშვილის ინფორმაციით, ერთი სული ცხვარი 300 ლარამდე ღირს, თუმცა ივნისში მოთხოვნის ზრდამ იმოქმედა და ფასმა 320-330 ლარი შეადგინა.


რაც შეეხება საძოვრებს, საქართველოში ზამთრის საძოვრები ძირითადად შირაქში, ტიბაანში, გარეჯის ტერიტორიაზე, ჩალიანში, ჭალადიდში, ლეკიანსა და ბახმაროშია, სადაც ცხვრის და მსხვილფეხა პირუტყვის გამოკვებაა შესაძლებელი. თუმცა, როგორც ბექა გონაშვილი აღნიშნავს, ამ საძოვრების უმეტესობა მოუვლელი და აუთვისებელია. ელემენტარულად, აღწერილიც კი არ არის, სად რა ფართობებია და როგორ შეიძლება არსებული პოტენციალის გაუმჯობესება.


მეცხვარეთა ასოციაციის გათვლით, მეცხოველეობის ამ დარგის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას ყოველწლიურად 150-200 მლნ ლარის საექსპორტო პროდუქტი დაემატება. ფაქტია, ამ პოტენციალს ქვეყანა სათანადოდ ვერ იყენებს და დიდი სარგებელი იკარგება.


ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ $16.5 მილიონის ღირებულების ცოცხალი ცხვარი გაყიდა. ძირითადი შემსყიდველი წელს საუდის არაბეთია, სადაც ექსპორტზე $13.1 მილიონის ცხვარია გასული. $2.5 მილიონის ცხვარი შეიძინა აზერბაიჯანმა. $527.5 ათასის ექსპორტი განხორციელდა ქუვეითში.


ქართული ცხვრის იმპორტში $175 ათასი გადაიხადა არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა. გარდა ამისა, $112 ათასის ღირებულების ცხვარი შეიძინა ყატარმაც.

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up