ქართული ჩურჩხელით მეზობელი ქვეყნები დაინტერესდნენ

ქართული ჩურჩხელით მეზობელი ქვეყნები დაინტერესდნენ

person access_time2017-04-12 10:00:01

ქართული ჩურჩხელით მეზობელი ქვეყნები დაინტერესდნენ. როგორც ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ნუგბარის" დამფუძნებელი ბიძინა ფხოველიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია ექსპორტთან დაკავშირებით უკრაინელ და რუს პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.


ფხოველიშვილის განცხადებით, მოლაპარაკების დადებითად დასრულების შემთხვევაში კომპანია „ნუგბარი" დიდი რაოდენობის ჩურჩხელის ექსპორტს დაიწყებს. საუბარია ათობით ათას ცალ ჩურჩხელაზე.


კომპანია „ნუგბარის" დამფუძნებელი განმარტავს, რომ ამ დროისთვის დაბა წნორში მდებარე საწარმო დღეში 2,000-მდე ჩურჩხელას აწარმოებს. ჩურჩხელების გასაყიდი ფასები 2.50 და 2.80 ლარია და ისინი შესაბამისად რქაწითელისა და საფერავის 40%-იანი სიტკბოს ბადაგით მზადდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ნუგბარი" ჩურჩხელების საწარმოებლად იყენებს საუკეთესო ხარისხის ქართულ თხილეულსა და მხოლოდ სრულმარცვლოვან ფქვილს. კომპანიას ასევე აქვს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებშიც ჩურჩხელასთან ერთად შედის ტყლაპი, ჩირი და თხილეული.


ნატურალური და ტრადიციული რეცეპტით მომზადებული ჩურჩხელების ძირითად კონკურენტად კომპანია „ნუგბარში" იმპორტირებულ ტკბილეულს მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათ ძალიან ახარებთ მსხვილი სავაჭრო ქსელებიდან ბოლო პერიოდში წამოსული პოზიტიური ტენდენცია, რაც მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის ხელშეწყობას.


კომპანია „ნუგბარი" წარმოებულ პროდუქციას საკუთარ მაღაზიებსა და რამდენიმე პარტნიორ სავაჭრო ქსელში სპეციალური სადგამებიდან ყიდის. მათ შორისაა: „ნიკორა", „ორი ნაბიჯი", „ევროპროდუქტი",  „ჯორჯიტა" და ღვინის მაღაზიათა  ქსელი "მეღვინეობა ხარება". 

 

შპს „ნუგბარი" 2015 წელს დაარსდა და ბაზარზე აქტიურად გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიაში 25 თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიას ამჟამად 1 მაღაზია-შოუ რუმი აქვს თბილისში. კომპანიის მიერ წარმოებული პროდქუცია ვაკეში, პიქსელის შენობაში მდებარე ჯიხურშიც იყიდება.

 

 

 




29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up