ქართული ბრენდი „Nair ნაირი“ აზერბაიჯანსა და გერმანიაში ექსპორტზე გასვლას გეგმავს

ქართული ბრენდი „Nair ნაირი“ აზერბაიჯანსა და გერმანიაში ექსპორტზე გასვლას გეგმავს

access_time2020-08-21 17:30:51

ქართული ბრენდი „Nair ნაირი“, რომელიც წინდებს, თასმებს და მაისურებს განსხვავებული და ორიგინალური დიზაინით ამზადებს პანდემიის მიუხედავად,  ექსპორტზე გასვლას გეგმავს.


რა გამოწვევების წინაშე დადგა კომპანია პანდემიის პერიოდში და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ სექტემბრიდან, ამის შესახებ „კომერსანტს“„Nair ნაირის“ კრეატიული დირექტორი გიორგი ხერგიანი ესაუბრა.


„პანდემიამ საკმაოდ მძიმედ იმოქმედა ჩვენს გაყიდვებზე. მოგვიწია მოლში სტენდის დახურვა, თვენახევარი შეჩერებული გვქონდა ონლაინ გაყიდვებიც. ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ და თასმებზე, წინდებსა და მაისურებზე ფიქრისთვის, დრო და ფინანსები არც ჰქონდათ. ვგეგმავდით ექსპორტს, თუმცა, ამ კუთხითაც შევფერხდით. ამ ეტაპზე, სტენდი არ გვაქვს, ჩვენი თასმების შეძენა რამდენიმე ადგილზე არის შესაძლებელი, რაც შეეხება მაისურებს და წინდებს, ისინი ონლაინ იყიდება“, - ამბობს გიორგი ხერგიანი.


კომპანიას ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და გერმანიასთან აქვს დაწყებული. მოლაპარაკებების თანახმად, ბერლინში თასმებისა და წინდების გაყიდვა აგვისტოში უნდა დაწყებულიყო.



„აზერბაიჯანში, ბაქოში ვაპირებდით პროდუქციის ექსპორტზე გატანას, თუმცა იქაც მძიმე სიტუაციაა,  იგივე მდგომარეობაა ბერლინშიც, პროცესი კორონას გამო ჭიანურდება და ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას.  პანდემიის პერიოდში სტენდზე ვინც მუშაობდა, მხოლოდ იმ თანამშრომლების შემცირება მოგვიწია. გუნდის დანარჩენი წევრები ისევ ერთად ვართ.  გაყიდვები შედარებით შემცირებულია, ამ ეტაპზე რეკლამაც გაჩერებული გვაქვს, მძიმე პერიოდია პანდემიის კუთხით და ჩვენც ვცდილობთ, რომ დავისვენოთ, დაცლილია ქალაქი და ხალხი დასვენებაზეა ორიენტირებული. სექტემბრიდან კომუნიკაციას ინტენსიურად გავაგრძელებთ“,- განაცხადა ხერგიანმა.


კომპანია „Nair ნაირი“ წინდებს საქართველოში აწარმოებს, მაისურები და თასმები კი ჩინეთიდან ჩამოდის, ადგილზე კი მათი დიზაინი მზადდება, აქვე იფუთება და საბოლოო პროდუქტის სახე ეძლევა.


„ბაზარზე, დაახლოებით, სამი წელია ვართ, აქტიურად კი ბოლო ერთი წელი. ჩვენს  სამომავლო გეგმებში ახალი პროდუქციის დამატება შედის, თუ რომელი -  ჯერ არ გვსურს გახმოვანება, აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტზე. ქართულ ბაზარზე, ვფიქრობთ,რომ მეტნაკლებად გავითქვით სახელი და არის დიდი დაინტერესებაც.  განვითარება კი   სწორედ ექსპორტით წარმოგვიდგენია,“- აღნიშნავს გიორგი ხერგიანი.


თაკო კვაჭანტირაძე



თეგები:
Nair ნაირი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up