ქართული ბიზნესის #1 ქომაგმა ვითიბი ბანკმა გასტრო ტურები გამართა

ქართული ბიზნესის #1 ქომაგმა ვითიბი ბანკმა გასტრო ტურები გამართა

access_time2021-12-22 16:55:51

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული საქმიანობის პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს. აგრომეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკმა წამყვან შეფ მზარეულებთან  ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგრომეწარმეები მოინახულა და გასტრო ტურები გამართა.

 

პროექტის ფარგლებში, ქვეყნის წამყვანმა მზარეულებმა, სხვადასხვა რეგიონებში ბანკის მეწარმეები მოინახულეს, ადგილზე მოამზადეს კერძები და მომავალი პარტნიორობის მიზნით პროდუქციას გაეცნენ.

 

ახალი პროექტის მეშვეობით, ბანკი საზოგადოებას უყვება, თუ როგორ იქმნება ვითიბისთან ერთად  წარმატებული ქართული ბიზნესი, რათა უფრო ახლოს გაეცნონ და უგულშემატკივრონ მათ საქმიანობებს. ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩაჩხიანი გვიყვება, რომ მეწარმეების ქომაგობასთან ერთად, მოხდება საქართველოში არსებული სხვადასხვა კუთხის კულტურის გაცნობა და პოპულარიზაცია. 

 

„გვიხარია, რომ ბანკს ეძლევა შესაძლებლობა, იყოს ქართული ბიზნესის #1 ქომაქი. გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ქართული ბიზნესის პოპულარიზაციაში და განვითარებაში. ასევე, ხელს შეუწყობს გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს“, - განაცხადა არჩილ ჩაჩხიანმა.

 

ერთ-ერთ პროექტი, რომლის შესახებაც არჩილ ჩაჩხიანი გვიყვება, არის Park Resort Mtirala. მისი თქმით, ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში, მტირალას ტერიტორიაზე,  საოჯახო რესტორანი მოეწყო. ასევე განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა.

 

„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.  ჩვენ მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკური განვითარებისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, - ამბობს ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის დეპარტამენტის უფროსი.


 

Park Resort Mtirala-ს დამფუძნებელი ჯემალ კონცელიძე იხსენებს, რომ 10 წლის წინ მტირალას ტერიტორიაზე არაფერი იყო. დღეს კი კომპლექსი სხვადასხვა საკვებ და გასართობ ობიექტებს მოიცავს. მეწარმე იმ ფინანსურ მხარდაჭერაზე საუბრობს, რომელიც ვითიბი ბანკისგან მიიღო. კონცელიძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე პარტნიორ ბანკთან ერთად სხვა ამბიციურ პროექტებსაც განახორციელებს.

 

„მე, ჩემმა ოჯახმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შევძელით აგვეშენებინა საოჯახო სასტუმრო, რესტორანი და ხიდი, რომლითაც ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვაკეთებთ სასიკეთო საქმეს, როგორც რეგიონისათვის, ასევე ქვეყნისათვის. ერთია მოიფიქრო რამე განსახორციელებლად და მეორე მოიზიდო ფინანსები. ამისათვის საჭიროა სანდო პარტნიორი. ვითიბი ბანკის დახმარებით გავაკეთეთ Park Resort Mtirala - ახალი რესტორანი და ახალი სასტუმრო. ტერიტორიაზე მოქმედებს გასართობი ობიექტები როგორიცაა ზიპლაინი, კვადროციკლების ტური და თოკების პარკი. მჯერა, უახლოეს მომავალში უფრო მეტ ტურისტს მივიღებთ“, - თქვა Park Resort Mtirala-ს დამფუძნებელმა.

 



კიდევ ერთი პროექტი ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ლეჩხუმში განხორციელდა. 2021 წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორენიში არსებულ საოჯახო სასტუმრო  „ქორენიშულ ვერანდაში“ მოხდა ნომრების დამატება. ასევე გაფართოვდა მეღვინეობის და მეფუტკრეობის ბიზნესი. რომელიც ვითიბი ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა. ლევან ხმელიძე სოფელში 5 წლის წინ დაბრუნდა, მეღვინეობა-მევენახეობის განვითარება დაიწყო. ამბობს, რომ ლეჩხუმი არის ადგილი, სადაც თავისი თავი იპოვა. მეწარმეს მიზანი აქვს, რომ ლეჩხუმი მსოფლიოს გააცნოს და სოფელი ქორენი ტურისტულ ლოკაციად აქციოს.

 

„ბაბუაჩემმა, კოწია ხმელიძემ 1885 წლიდან საფუძველი ჩაუყარა იმ დიდ საქმეს, რასაც ახლა ხმელიძეების მარანი ჰქვია. ჩემი ინსპირაცია და ენერგია იყო ის,  რომ გამეგრძელებინა საქმე, რასაც ჩემი წინაპრები აკეთებდნენ. ბაბუაჩემის და ბებიაჩემი აშენებული სახლი მოვაწყვეთ მცირე საოჯახო სასტუმროდ. სასტუმროს დატვირთვასთან ერთად, უფრო და უფრო დაგვჭირდა ადგილობრივი პროდუქტები. მოთხოვნამ გააჩინა საჭიროება, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან მათ მიწერ წარმოებული პროდუქტები შემეძინა. მინდა გამოვხატო მადლიერება, რომ არა ვითიბი ბანკი, ჩვენი სწრაფი განვითარება არ მოხდებოდა“, - აცხადებს ლევან ხმელიძე.

 



შეგახსენებთ, რომ ვითიბი ბანკის აგრო მეწარმეების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში 16 000-ზე მეტი აგროპროექტი დაფინანსდა. სულ გაიცა 760 მლნ. ლარი, აქედან 350 მლნ. ლარი შეღავათიანი აგროკრედიტით.


®


თეგები:
ვითიბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up