ქართული ბიზნესი ვირტუალური ვალუტის შესაძლებლობებით ინტერესდება

ქართული ბიზნესი ვირტუალური ვალუტის შესაძლებლობებით ინტერესდება

person access_time2016-03-26 12:06:46

ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია Bitcoin Embassy - Georgia-ს დამფუძნებელ ალეკო სუდაძესთან


– დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აღნიშნული იყო, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფინანსები უფრო მეტად შეიცვლება, ვიდრე გასული 30 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, Deutsche Bank-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 10 წელიწადში ტრადიციული ფული არ იარსებებს. როგორია თქვენი დამოკიდებულება საკითხისადმი? 


– ამ საკითხზე დავოსამდე რამდენიმე წლით ადრე იყო საუბრები. მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები აღიარებდნენ, რომ ფიატური ვალუტა (სახელმწიფო ვალუტა, commersant.ge) ძალიან მოუქნელია და გვჭირდება ის, რაც 21-ე საუკუნეში, ძალიან მოკლე დროში კაპიტალის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას შეძლებს. სხვადასხვა აზრები და იდეები, რაც აქამდე ჟღერდებოდა, დავოსზე საჯაროდ იქნა გამოტანილი. ისინი კომპეტენტურმა ადამიანებმა მოისმინეს და თქვეს, რომ კრიპტოვალუტა ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ფიატურ ვალუტასთან დაკავშირებით დღეს არსებობს ორი დიდი უარყოფითი მხარე: ბანკებს დიდი საპროცენტო განაკვეთები აქვთ და მეორე, გადარიცხვები დროში იწელება. საქართველოდან ფულის სიცილიაში ან იაპონიაში გაგზავნას შეიძლება ორი სამუშაო დღე დასჭირდეს. ბიტკოინით კი ამას დაახლოებით სამ წუთში მოვახერხებთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები. მთავარია თან მქონდეს სმარტფონი, პლანშეტი, ან ნოუთბუქი, ინტერნეტთან წვდომა და შესაბამისი ცოდნა. რეალურად დავოსზე მორალური გარდატეხა მოხდა, თორემ ახალი პლანეტა ნამდვილად არ აღმოუჩენიათ. 


– როგორ აუწყობენ ფეხს ელექტრონულ ფულს განვითარებადი ან განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი სახელმწიფოები? 


– ერთმა მეცნიერმა თქვა: „ტექნოლოგიების განვითარება 200 წლის წინანდელ ამერიკას მაგონებს, როდესაც აშშ-ში პირველმა ორთქმავალმა გაიარა. არსებობდნენ ორი კატეგორიის ადამიანები. ერთი ნაწილი გაჰყვა ორთქმავალს, მეორე ნაწილი კი ცხენზე შემსხდარი ხმაურიან მანქანას შეყურებდაო.“ დღეს, ვინც განზე დადგება და „ხმაურიან მანქანას“ შორიდან შეხედავს, იმას მატარებელი აუცილებლად ჩაუვლის. ამიტომ, ჯობს როგორმე ამ მატარებელზე მოვხვდეთ. დროთა განმავლობაში ყველა მოწყობილობა ირგვლივ smart-ი, ანუ ჭკვიანი იქნება. ძველი ნივთები კი ურემს დაემსგავსება - მისით გადაადგილება შეიძლება, მაგრამ აღარ გამოვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ბიტკოინები იკრძალებოდა, თუმცა აღნიშნული კანონი გააუქმეს. კრემლში ერთ-ერთმა IT სპეციალისტმა განაცხადა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია იმდენად კარგი და გამჭვირვალეა, რომ ჩვენთვის ჯერ ადრეაო. სხვადასხვა მიზეზები იგულისხმებოდა: კორუფციის შემცირება, „ატკატები“ აღარ იქნება და ა.შ. 


რას გულისხმობს ბლოკჩეინ ტექნოლოგია და ბიტკოინი? 

 

– დავიწყოთ საწყისებიდან: ფული ადამიანებს კაპიტალი ჰგონიათ. ამ დროს, ფული არის კაპიტალის მათემატიკური განსაზღვრის საშუალება. ფულს ერთ დროს ვირთხის კუდიც კი წარმოადგენდა, დღეს კი ქაღალდზე არის მათემატიკური ნომინალი დატანილი, რაც შედარების საშუალებას იძლევა. კაპიტალში ერთ დროს ძირითადად პროდუქტები და მატერიალური საქონელი იგულისხმებოდა, გასული ერთი საუკუნის განმავლობაში კი მათ მომსახურება დაემატა. დღეს ჩვენი ცხოვრება სმარტფონებისა და ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. ტელეფონმა მხოლოდ დარეკვის ფუნქცია დიდი ხანია, დაკარგა. შესაბამისად, თუ ჩვენ შევძლებთ და სმარტფონისა და ინტერნეტის საშუალებით აღვრიცხავთ ჩვენს კაპიტალს და ერთმანეთში ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე გავცვლით, ამას შეიძლება მივცეთ ფულის ფუნქცია. ფულს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია: ა) უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი - ის უნდა იყოს მიმოქცევადი. ვთქვათ, ჩრდ. კორეაში დოლარის გაცვლისთვის ან დაგიჭერენ, ან მის გადაყრას მოგთხოვენ. ბ) გაყალბებისგან დაცვა - ყოველმა ადამიანმა მისი დახატვა ან მოჭრა ვერ უნდა შეძლოს. გ) ემისიის კონტროლი - უნდა ვიცოდეთ, ვის ხელშია ემისია და ის უნდა კონტროლდებოდეს. ეს თვისებები, შეიძლება ითქვას, უმტკივნეულოდ გადადის კრიპტოვალუტაში. ბიტკოინს აქვს ორი გასაღები: ღია და დახურული. დახურულის პაროლი ვიცი მხოლოდ მე და თუ ვინმე მიიღებს ამაზე წვდომას, იგი დაეუფლება საფულეს. 


– როგორ ხდება ბიტკოინის მოპოვება? 


– არსებობს სამი გზა. პირველი არის მაინინგი. სპეციალურ აპარატურა ჯერ დენის წყაროს, შემდეგ კი ინტერნეტს უკავშირდება. შემდეგ ხდება მისი დაპროგრამება, რაც თავის მხრივ ცოდნას მოითხოვს. აპარატურა თავისუფალი ხეშიდან, (რიცხვების, სიმბოლოების ერთობლიობა) სპეციალურ თანმიმდევრობას ითვლის, რომელიც უნიკალურია, ანუ ჯერ არ გამოთვლილა. საქართველოში 2 დატა ცენტრი არსებობოს, გორში და გლდანში. ამასთან, ისინი ჩართულნი არიან მსოფლიო ბიტკოინ საზოგადოებაში (ვგულისხმობ ელექტრონულ საზოგადოებას, პულს, ელექტრონულ სამეგობროს). რამდენიმე მაინერი ერთად მუშაობს და არსებობს გაცილებით დიდი ალბათობა, რომ თავისუფალ ხეშს მიაგნებს. მეორე გზა არის „იყიდე-გაყიდეს“ პრინციპი - კურსის ცვლაზე დაყრდნობით ფულის დაგროვებაა შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა, ამას ევროზე გააკეთებ, დოლარზე თუ ბიტკოინზე. მესამე გზა - გაყიდე პროდუქცია ბიტკოინზე. ამას აკეთებენ მსოფლიო გიგანტები, მაგალითად Microsoft-ი. სხვათა შორის, კომპანიამ ახლახან გამოაცხადა, რომ გარკვეულ პროდუქციას ბიტკოინზე აღარ გაყიდდა, თუმცა ამას იმხელა პროტესტი მოჰყვა, რომ ბიტკოინის წვდომა ღრუბლოვან სერვისებზე კვლავ დაუშვეს.



– რამდენად უსაფრთხოა ბიტკოინ ტექნოლოგია როგორც მომხმარებლების, ასევე სახელმწიფოსთვის? 


– პირველ რიგში, უსაფრთხოებას ადამიანური ფაქტორი განსაზღვრავს. ჩართული კომპიუტერის დატოვება, ან პაროლის გამხელა დაუდევრობაა. თუ ვინმე უცხო შენს პაროლს გაიგებს, ფული დაკარგულია. თუმცა თუკი მფლობელი გარდაიცვლება, მის საფულეზე წვდომა სხვას არ აქვს, ბიტკოინი სივრცეში, ბლოკჩეინის ტრანზაქციაში რჩება და მას ვეღარავინ გამოიყენებს. უშიშროების წარმომადგენლებს ბიტკოინის არსებობა მისი ანონიმურობის გამო არ მოსწონთ. მათი აზრით, ტერორისტულმა, მაფიოზურმა და სხვა სახის დაჯგუფებებმა შეიძლება იგი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ნამდვილად შეიძლება, მაგრამ გადავხედოთ ისტორიას: კრიმინალი სამართალდამცავებს ტექნოლოგიურად ყოველთვის წინ ასწრებდა. შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოები მოქნილობასა და კრეატიულობას თუ გაზრდიან, ბიტკოინის გამოგონება სახელმწიფოს არ დააზარალებს.

 

– რაზეა დამოკიდებული ბიტკოინის ვალუტის კურსის ცვლილება?

 

– მაგალითად, დღევანდელი მონაცემებით ერთი ბიტკოინის შეძენა 946 ლარზე ოდნავ მეტი ჯდება (ინტერვიუ ჩაწერილია 17 მარტს). რა იწვევს ცვლილებებს? ბიტკოინს ვერცერთი მთავრობა ღიად ვერ აკონტროლებს, აქედან გამომდინარე ვალუტა არის თავისუფალ მიმოქცევაში. მისი გადაცვლის კურსი მიწოდება-მოთხოვნის საფუძველზე დგება. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის კურსის ცვალებადობის ამპლიტუდა ბოლო პერიოდში ვიწროვდება. ბოლო პერიოდში კი ბიტკოინით პროდუქცია უფრო ხშირად იყიდება. დაძებნეთ Google-ში თუ გინდათ - Microsoft, Intel, Dell, Amazon, eBay - პამპერსიდან დაწყებული, კოსმოსური ხომალდით დამთავრებული, ბიტკონით ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ. 


ვაჭრობენ თუ არა ქართული კომპანიები ბიტკოინით? 


– საქართველოში ჯერჯერობით არ ვაჭრობენ, თუმცა ვიცი, რომ Liberty Bank-ი და Paybox-ი ბიტკოინს ახურდავებს. ანუ შეგიძლიათ ლარით კრიპტოვალუტა შეიძინოთ. 


– რა არის საქართველოში კრიპტოვალუტის ნაკლები პოპულარობის მიზეზი?


– ერთმა მეწარმემ მითხრა, რომ ბიტკოინის შესახებ საგადასახადო კოდექსში არაფერი წერია და მისი გამოყენება ფარულ შემოსავლებად იქცევაო. როგორც ვიცი, შემოსავლების სამსახურში ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრობენ, მაგრამ პასიურად - „ჯერჯერობით ამისთვის არ გვცალიაო,“ მითხრეს. რეალურად, ბიტკოინი ინტერნეტბიზნესისთვის საჭიროა, ცხოვრების სიჩქარე მატულობს, დრო უფრო მეტად ფულია, ვიდრე ადრე იყო. ჩვენ კი ამას ფეხი უნდა ავუწყოთ. 


Bitfury-ს მიერ საქართველოში გახსნილ ცენტრებთან დაკავშირებით - რა მოგება აქვს ამ კუთხით ქართულ მხარეს? 

 

– მე პირადად ამაში ვერანაირ მოგებას ვერ ვხედავ. ბიტკოინისთვის გეოგრაფიულ მდებარეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ Data–ცენტრთან წვდომა ნიგერიიდან გაქვს, ის უკვე შენია. შეიძლება გლდანში იცხოვრო Bitfury-ის ცენტრთან ახლოს და არანაირი მოგება არ გქონდეს და შეიძლება დედამიწის სულ სხვა ნაწილში იჯდე და მთელ Data ცენტრს აკონტროლებდე. გავიმეორებ - გეოგრაფიას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის, საფინანსო გადახდები ერთ დღეს მარსზეც და მთვარეზეც საჭირო იქნება, სადაც რობოტები დასახლდებიან და იქ ანგარიშსწორება აუცილებლად კრიპტოვალუტით მოხდება. 


– აყენებს თუ არა ბიტკოინი ქვეყნის ეკონომიკას ზიანს? 


– თუ კანონები ისე ვერ დარეგულირდა, რომ მეწარმეებმა გადასახადების გადახდა შეძლონ, ეს პრობლემა იქნება. მეწარმე ყოველთვის ეძებს მარტივ გამოსავალს, ცდილობს, გადაიხადოს ნაკლები, შეამციროს მოგების გადასახადი და ა.შ. სახელმწიფომ მეწარმეს შესაბამისი კანონი უნდა დაუწეროს და გარკვეული ვალდებულებები დაუწესოს (როგორიცაა დღგ). მეწარმემ საგადასახადო სამსახურში უნდა განაცხადოს, რომ „ეს ჩემი შემოსავლის საფულეა“ (გარკვეული ნომრით). ბლოკჩეინზე ძალიან კარგად ჩანს, საფულე რას ვაჭრობს, თუმცა არ ჩანს ვისია - პიროვნების იდენტიფიკაცია არ ხდება. მაგრამ თუკი ვიცით, რომ საფულე N785A5 (მაგალითად) კონკრეტულ ინდმეწარმეს ეკუთვნის, შესაბამისად ეს მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას აწვდის. 


– თქვენ ხართ Embassy Georgia-ს დამაარსებელი. კონკრეტულად, რას საქმიანობთ? 


– ლექციების, ფორუმების, პირადი შეხვედრების სახით ვცდილობთ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს და ცნობიერება ავამაღლოთ. ჩვენი ორგანიზაცია არ არის კომერციული. ვცდილობთ, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს. მალე დამზადდება ჩვენი საიტიც. ბევრი პროფესიის ხალხია საჭირო: ფინანსისტები იურისტები, სამართალდამცავები, პროგრამისტები და ა.შ. თუკი პროგრამისტს ეცოდინება, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ინტეგრაცია როგორ მოახდინოს თამაშებში ან პროგრამებში, ის მოთხოვნადი იქნება. ბევრ თამაშში არსებობს შიდა ვალუტა, ე.წ. ქოინები, თუმცა აღნიშნული „ქოინები“ ერთმანეთში არ კონვერტირდება. შესაბამისად, თუ თამაშები ერთიან ვალუტაში დაიწერება, ეს უკეთესი ნაბიჯი იქნება. შესაბამისად, ბლოკჩეინზე ბევრი პროფესიაა მიბმული. მისი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ დეცენტრალიზებულია. რამოდენიმე სერვერზე დენი რომ გათიშო, სულაც რომ ააფეთქო, ბლოკჩეინი და ბიტქოინი მაინც იარსებებს. ამასთან, ბიტქოინის ტრანზაქცია რომ მოატყუო, მისი გამოთვლის რესურსის 50%-ზე მეტს უნდა ფლობდე, რაც არარეალურია. 


– ამიტომაც ითვლება ყველაზე უსაფრთხო ვალუტად? 


– დიახ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბიტქოინს იპარავენ. ერთ-ერთმა ანტივირუსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვირუსული პროგრამები მეილით იგზავნება. თუკი მომხმარებელი გახსნის მას, პროგრამა ოპერატიულ მეხსიერებაში დაიკავებს ადგილს. როდესაც მომხმარებელი თავის საფულეს გახსნის, პროგრამა საფულეს ვიზუალურად მსგავსი საფულით ცვლის და როდესაც „გაგზავნას“ დააწვება, პირდაპირ პროგრამის შემქმნელთან ირიცხება ფული. ბიტკოინს კი ერთი თვისება აქვს - რასაც გააგზავნი, იმას უკან ვერ მიიღებ. თუკი ბლოკჩეინში ჩაიდება ტრანზაქცია, დედამიწაზე ატომური ომიც რომ მოხდეს, მას უკვე ვეღარაფერი შეცვლის.




ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...


მსგავსი სიახლეები

up