ქართული ბიზნესი ლარის გამყარებას ოპტიმიზმით შეხვდა – იმპორტიორები უკვე ფასების შემცირებაზე საუბრობენ

ქართული ბიზნესი ლარის გამყარებას ოპტიმიზმით შეხვდა – იმპორტიორები უკვე ფასების შემცირებაზე საუბრობენ

person access_time2016-03-17 09:00:26

ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლარის მკვეთრად გამყარება მოულოდნელი არ ყოფილა და ამ პროცესს არასტაბილურობის განცდა კერძო სექტორში არ შეუქმნია.


სექტორის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ბიზნესისთვის უფრო მნიშნვნელოვანი ეროვნული ვალუტის არა გამყარება, არამედ სტაბილურობაა. სწორედ ამიტომ, "კომერსანტი" დაინტერესდა, როგორ აღიქვა ლარის უეცარი გამყარება სექტორმა? 


როგორც „კომერსანტთან“ სადისტრობუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგის“ დირექტორი ვახტანგ საძაგლიშვილი აცხადებს, ბოლო კვირაში ლარის გამყარება ჯანსაღია და ეს ხელოვნურ ფაქტორებს არ გამოუწვევია.


„ასე არ არის, რომ ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი დაარტყა და დაიწია კურსმა. ეს არის ჯანსაღი დაწევა, შესაბამისად, სწრაფად გამყარდება თუ ნელა, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცუდი იქნებოდა ხელოვნური ჩარევა, რომ  დაწევის ეს ტემპი შეემცირებინა“,- აცახდებს ვახტანგ საძაგლიშვილი.


რაც შეეხება ფაქტორებს, რომლებმაც ეროვნული ვალუტის გამყარება განაპირობა, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ბოლო ხანებში იგრძნობა ტურისტების რაოდენობის ზრდა და საზღვარგარეთდან თანხების გადმორიცხვის მატება.


„შემცირებულია ექსპორტის ვარდნა. ასევე, არის მარტის თვე, როდესაც ხდება წლიური ბალანსების ჩაბარება და ამასთან ერთად ხდება, მოგების გადასახადის გადახდა და 14-15-ში დღგ-ს გადახდა უწევთ კომპანიებს. ვისაც შიში ჰქონდა, რომ კურსი კიდევ აიწეოდა და თანხას ინახავდა დოლარში, ახლა საპირისპირო ხდება. ამ დოლარით ყიდულობენ ლარს, რომ მოხდეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება“,- აცხადებს ვახტანგ საძაგლიშვილი.



მისივე თქმით, ლარის გამყარების ტენდენცია დადებითად აისახება კომპანიის გეგმებზე. სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დააკვირდებიან ტენდენციას და თუ გამოჩნდება რესურსი, ფასებსაც დაწევენ.


ბოლო კვირის განმავლობაში ლარის 10 თეთრზე მეტად გამყარებას რყევად არ აღიქვამს არც „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე. მისი თქმით, პირიქით, მოლოდინია, რომ სიტუაცია უფრო გაუმჯობესდება და ეს გამყარება ბიზნესისთვის გარკვეულ სტიმულს იძლევა.


რაც შეეხება ლარის გამყარების მიზეზს, მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, მოსახლეობაში დოლარის აჟიოტაჟური გაყიდვა იყოს, რადგანაც არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება.


„რაც შეეხება გამყარების მიზეზებს, გამოზაფხულდა, მგონია, რომ მეტი ინვეტსიცია იწყებს შემოსვლას. ალბათ, უცხოეთიდან გადმორიცხვებმა მოიმატა, იმპორტმა მოიკლო და ექსპორტი გაიზარდა. შეიძლება მოსახლეობის მხრიდან ცოტა აჟიოტაჟური იყოს, შეიძლება ფიქრობენ, რომ ლარი გამყარდება და დოლარს ყიდიან“,- აცხადებს გიორგი სურგულაძე და აღნიშნავს, რომ ბიზნესს ლარის სამომავლოდ გამყარების მოლოდინიც აქვს.


„საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარის მოადგილე ნიკო მჭედლიშვილიც მიიჩნევს, რომ ლარის ახლა გამყარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეროვნულ ვალუტას სეზონურობა ახასიათებს.


„გაზაფხულისკენ ლარის გამყარება მოულოდნელი არასოდეს არ არის ხოლმე. რყევებთან არ გვაქვს საქმე, აქ ჩვენ ვხედავთ ლარის თანდათანობით გამყარებას, ან გაუფასურებას. ტურისტების შემოდინებასთან ერთად შემოდის დოლარის მეტი მასა. ამასთან, რეგიონში არსებული სიტუცია არის მეტ-ნაკლებად სტაბილური. ვხედავთ, რომ ვალუტები მყარდება ბოლო დღეებში, ვალუტის გადმორიცხვებიც გაზრდილია. ქუჩაში თუ გაივლით, შეიმჩნევა ტურისტების შემოდინება“,- აცხადებს ნიკო მჭედლიშვილი.


ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2.3240 პუნქტზეა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარმა გამყარების ტენდენცია აჩვენა და 2,46-დან 2,32-მდე ჩამოვიდა. 


 



„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი

„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი
access_time2021-09-15 18:55:05
„არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა სოციალურ ქსელში დაწერა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები თუ ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ საპენსიო სესხზე და მის საპროცენტო განაკვეთზე. გულწრფელად მინდა, ეს პროცესი წინასაარჩვენო კამპანიასა და სამიზნე...

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს
access_time2021-09-16 13:00:41
ბიზნესისა და სახელმწიფოს მოლაპარაკებები კოვიდ 19–ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადადის. „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივით შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორებს შეხვდა. იმ შემთხვევაში, თუ სტუმართ-მასპინძლობის სექტორი კოვიდ-სტატუსის დასადგენად შექმნილ სპეციალური აპლიკაციას წარმატებით გამოიყენებს და რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ, სწრაფი და PCR ტესტის მქონე მომხმარებლებს მიიღებს, ობიექტი დაწესებული შეზღუდვებისგან...

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-09-15 18:00:02
15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.12 თეთრით 3.1129-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს 3.1053-იანი კურსი დაფიქსირდა. საერთასორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.63 თეთრით 3.6822-მდე გაუფასურდა, ბრიტანულ ფუნტთან 1.50 თეთრით 4.3039-მდე გამყარდა. მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან კი ყველას მიმართ გაუფასურდა, კერძოდ: თურქულ ლირასთან 0.07 თეთრით 0.3690-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.35 თეთრით 1.8336-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.57 თეთრით...

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს
access_time2021-09-16 11:00:23
„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას კახეთის რეგიონში სასტუმროების მიმართულებით კონკურენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ რეგიონში არსებულ სასტუმროებთან შედარებით ბევრად დიდი ობიექტია და მათ კონკურენტად თავს არ განიხილავს. „ჩვენ ბევრად დიდი სასტუმრო ვართ, ჩვენი კომპლექსი 40 ჰექტარზეა განლაგებული და ის სერვისები, რასაც ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ, იქნება ეს სათავგადასავლო, თუ განტვირთვის...

დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია

დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია
access_time2021-09-16 14:00:32
საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, თითქმის 75%-ს, იმაზე ბევრად ნაკლები შრომის ანაზღაურება აქვს, ვიდრე საშუალო ხელფასის ოფიციალური მაჩვენებელია ქვეყანაში. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაატა აროშიძემ განაცხადა. ამ თვალსაზრისით, როგორც პროფესორმა აღნიშნა, ეჭვს იწვევს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემი, რომლის თანახმადაც, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური...


მსგავსი სიახლეები

up