ქართული ბიზნესი ბრიტანულ ბაზარზე ექსპორტს მინიმალური რისკებით შეძლებს

ქართული ბიზნესი ბრიტანულ ბაზარზე ექსპორტს მინიმალური რისკებით შეძლებს

access_time2020-10-24 15:00:25

22 ოქტომბერს „ტექნოპარკში“ ბრიტანეთ–საქართველოს სავაჭრო პალატამ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სავაჭრო ჰაბის პრეზენტაცია გამართა.

 

როგორც პალატის დირექტორმა მაკო აბაშიძემ განაცხადა, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, მინიმალური რისკებით დაიწყონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ბრიტანეთის ბაზარზე.

 

„თუ აქამდე კომპანიებს დიდი რესურსი სჭირდებოდათ ბრიტანეთის ბაზარზე ექსპორტის დასაწყებად, რასაც მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სავაჭრო ჰაბის მეშვეობით ეს უკვე ყველა – დიდი, საშუალო თუ მცირე კომპანიისთვის ხდება შესაძლებელი“ – უთხრა Entrepreneur-ს მაკო აბაშიძემ.

 


ბაჩი გაბუნიამ, რომელიც პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიას ბრიტანეთიდან ჩაერთო, განაცხადა, რომ თუ აქამდე ბიზნესს უწევდა რთული პროცედურების გავლა, რაც ფინანსური რესურსის გარდა, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, ახლა ექსპორტის დაწყება გაცილებით მარტივად შეიძლება მოხერხდეს. დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სავაჭრო ჰაბი საკუთარ თავზე აიღებს ტვირთის ტრანსპორტირებასთან და ლონდონის საწყობში განთავსებას, ადმინისტრირებასა და მომსახურებას.

 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესი გათავისუფლდა დიდი ფინანსური რისკებისგან, რაც დაკავშირებული იყო მოცულობითი ტვირთის გაგზავნასთან. დღეს კონტეინერის ნაცვლად ბიზნესს  უკვე შეუძლია მხოლოდ თუნდაც ერთი პალეტი გააგზავნოს ბრიტანეთში, რაც დაუზოგავს როგორც ტრანსპორტირების, ისე საწყობის ხარჯებს. პროდუქციის წარმატებით რეალიზაციის შემთხვევაში კი ნებისმიერ დროს შეეძლება საექსპორტო მოცულობის გაზრდა.

 

რატომ დიდი ბრიტანეთი? დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ყოველთვის იყო და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც დღემდე სტატისტიკურად ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მოქმედებს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რის გამოც საქართველოში წარმოშობილი პროდუქტები თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

 

entrepreneur.com



თეგები:
ბრიტანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up