ქართული ბანკების მოგების ახალი რეკორდი – იანვარ–აპრილში სექტორის მოგება 57%–ით გაიზარდა

ქართული ბანკების მოგების ახალი რეკორდი – იანვარ–აპრილში სექტორის მოგება 57%–ით გაიზარდა

access_time2016-06-02 15:30:20

2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 17  – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორმა იანვარ-აპრილი 180.46 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. გასული წლის აპრილის ბოლოსთვის სექტორის წმინდა მოგება 114.8 მლნ ლარი იყო და შესაბამისად მოგება 57.2%-ით არის გაზრდილი.


ბანკების შემოსავლებმა ამ წლის 4 თვეში 1.02 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის იანვარ-აპრილში – 1.3 მლრდ ლარი იყო. შემცირებულია ასევე ხარჯებიც – 1.1 მლრდ ლარიდან 817.6 მლნ ლარამდე.

 

ეს არის ის მონაცემები, რომელიც ეროვნულმა  ბანკმა მიმდინარე კვირას გამოაქვეყნა. რაც შეეხება, კონკრეტულად ამა თუ იმ კომერციული ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს, ამ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს გამოქვეყნებული აქვს  მხოლოდ 2016 წლის 1 კვარტლის მონაცემები, შესაბამისად ,,ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს 2016 წლის 1 კვარტლის მდგომარეობით.


თიბისი ბანკის მოგება 17.6%-ით გაიზარდა


თიბისი ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 36.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.6%-ით მეტია, ვიდრე შარშან მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 31.2 მლნ ლარი იყო.


ამ პერიოდში ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარიდან 6.4 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 4.8 მლრდ ლარიდან 5.2 მლრდ ლარამდე.

 

932.1 მლნ ლარიდან 1.1 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი ბანკის სააქციო კაპიტალი.


საქართველოს ბანკის მოგება 16%-ით გაიზარდა

 

საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოს 26.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16%-ით მეტია გასული წლის მარტის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, რაც 23 მლნ ლარი იყო.


2015 წლის მარტის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდისთვის ბანკის აქტივები 7.8 მლრდ ლარიდან 8.2 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 6.6 მლრდ ლარიდან 7.4 მლრდ ლარამდე.

 

ბანკის სააქციო კაპიტალი კი შემცირებულია – 1.2 მლრდ ლარიდან 917 მლნ ლარამდე.

 

ვითიბი ბანკის მოგება 70.8%-ით გაიზარდა


ვითიბი ბანკი ჯორჯიას წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 3.5 მლნ ლარი შეადგინა და ეს 70.8%-ით მეტია, ვიდრე შარშან მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 1.3 მლნ ლარს შეადგენდა.

ვითიბის მთლიანი აქტივები ამ პერიოდში 1.1 მლრდ ლარიდან 1.3 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 1 მლრდ ლარიდან 1.15 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალიც გაზრდილია – 110 მლნ ლარიდან 142 მლნ ლარამდე.

 

ქართუს მოგება 45%-ით შემცირდა

 

ბანკი ქართუს წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 6.3 მლნ ლარი შეადგინა და ეს 45%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან მარტის ბოლოს, როცა ბანკს 11.5 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰქონდა მიღებული.


ქართუს აქტივები შარშანდელი მარტის 920.4 მლნ ლარიდან 1.2 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 670 მლნ ლარიდან 981მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი კი შემცირებულია – 250 მლნ ლარიდან 224 მლნ ლარამდე.

 

ლიბერთი ბანკის მოგება 47.8%-ით შემცირდა

 

ლიბერთი ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 4.3 მლნ ლარი შეადგინა და ეს 47.8%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 8.3 მლნ ლარს შეადგენდა.


ბანკის აქტივები ამ პერიოდში 1.53 მლრდ ლარიდან 1.531 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 1.36 მლრდ ლარიდან 1.37 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი შემცირებულია – 166 მლნ ლარიდან 156 მლნ ლარამდე.

 

ბანკი რესპუბლიკას მოგება 57%-ით გაიზარდა


 

ბანკი რესპუბლიკას წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 13.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 57%-ით მეტია გასული წლის მარტის ბოლოსთან შედარებით, როცა ბანკის წმინდა მოგება 8.3 მლნ ლარს შეადგენდა.


ამ პერიოდში ბანკის აქტივები 1.3 მლრდ ლარიდან 1.65 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 1.1 მლრდ ლარიდან 1.4 მლრდ ლარამდე.

 

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 192 მლნ ლარიდან 244.5 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

 

პროკრედიტ ბანკის მოგება 7.4%-ით შემცირდა

 

პროკრედიტ ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 5 მლნ ლარი შეადგინა და ეს 7.4%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 5.4 მლნ ლარს შეადგენდა.

სამწუხაროდ, არსებულ მონაცემებში პროკრედიტ ბანკის მთლიანი აქტივები და ვალდებულებები არ არის მითითებული

ბანკის სააქციო კაპიტალი გაზრდილია 140.8 მლნ ლარიდან  151.4-მდე.


ბაზისბანკის მოგება 204%-ით გაიზარდა


ბაზისბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 7 მლნ ლარი შეადგინა და ეს 204%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 2.3 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 680 მლნ ლარიდან 725 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 547 მლნ ლარიდან 569 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 133 მლნ ლარიდან 156 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.


ტერა ბანკის მოგება 93.5%-ით გაიზარდა

 

კორ სტანდარტ ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 1.2 მლნ ლარი შეადგინა და ეს 93.5%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 620 ათას ლარს შეადგენდა.


ამ პერიოდში ბანკის აქტივები 642 მლნ ლარიდან 683 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 558 მლნ ლარიდან 580 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 84 მლნ ლარიდან 104 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.


ზირაათ ბანკის მოგება 32.8%-ით შემცირდა.

 

ზირაათ ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 474 ათასი ლარი შეადგინა და ეს 32.8%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 706 ათას ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 75 მლნ ლარიდან 63 მლნ ლარამდე შემცირდა, ხოლო ვალდებულებები – 56 მლნ ლარიდან 42 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 18 მლნ ლარიდან 20 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

 

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს მოგება 15.7%-ით შემცირდა

 

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 16. მლნ ლარი შეადგინა და ეს 15.7%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 1.9 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 163 მლნ ლარიდან 105 მლნ ლარამდე შემცირდა, ხოლო ვალდებულებები – 133 მლნ ლარიდან 75  მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 29.5 მლნ ლარიდან 30.5 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

 

ხალიკ ბანკი საქართველოს მოგება 6%-ით შემცირდა

 

ხალიკ ბანკი საქართველოს წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 816 ათასი ლარი შეადგინა და ეს 6%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 868 ათას ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 182 მლნ ლარიდან 266 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 138 მლნ ლარიდან 218 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 43 მლნ ლარიდან 47 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

 

ფინკა ბანკი საქართველოს მოგება 51.6%-ით გაიზარდა


ფინკა ბანკი საქართველოს წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 358 ათასი ლარი შეადგინა და ეს 51.6%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 236 ათას ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 189 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 151 მლნ ლარიდან 205 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 37 მლნ ლარიდან 35 მლნ ლარამდე არის შემცირებული.

 

კაპიტალ ბანკის მოგება 1.934 მილიონი ლარით გაიზარდა

 

კაპიტალ ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 1 მლნ ლარი შეადგინა და ეს 1.934 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის ზარალი 934 ათას ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 45 მლნ ლარიდან 297 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 41 მლნ ლარიდან 289 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 4 მლნ ლარიდან 8.5 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.


სილქ როუდ ბანკის მოგება 3.195 მილიონი ლარით შემცირდა

სილქ როუდ ბანკის ზარალმა ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 695 ათასი ლარი შეადგინა და ეს 3.195 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის მოგება 2.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 89 მლნ ლარიდან 61 მლნ ლარამდე შემცირდა, ხოლო ვალდებულებები – 58 მლნ ლარიდან 32 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 31 მლნ ლარიდან 29 მლნ ლარამდე არის შემცირებული.


კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს მოგება 875 ათასი ლარით შემცირდა

 

კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს ზარალმა ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 870 ათასი ლარი შეადგინა და ეს 875 ათასი ლარით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის მოგება 5 ათას  ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 31 მლნ ლარიდან 39 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 11 მლნ ლარიდან 19.5 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 20.3 მლნ ლარიდან 19.5 მლნ ლარამდე არის შემცირებული.

 

იშ ბანკი საქართველოს მოგება 1.686 მილიონი ლარით გაიზარდა


იშ ბანკი საქართველოს მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 1.5 მლნ ლარი შეადგინა და ეს 1.686 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის მოგება 186 ათას ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 124.5 მლნ ლარიდან 220 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 112 მლნ ლარიდან 188  მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 12 მლნ ლარიდან 32 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

 

პროგრეს ბანკის მოგება 633 ათასი ლარით შემცირდა


პროგრეს ბანკის ზარალმა ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 412 ათასი ლარი შეადგინა და ეს 633 ათასი ლარით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის მოგება 221 ათას  ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 121 მლნ ლარიდან 243 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 106 მლნ ლარიდან 228 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 15 მლნ ლარიდან 14.9 მლნ ლარამდე არის შემცირებული.

 

,,პაშა ბანკი საქართველო” მოგება 3.4 მილიონი ლარით გაიზარდა


პაშა ბანკი საქართველოს მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 1.8 მლნ ლარი შეადგინა და ეს 3.4 მლნ  ლარით მეტია, ვიდრე გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ბანკის ზარალი 1.6 მლნ  ლარს შეადგენდა.

ამ პერიოდში ბანკის აქტივები 203 მლნ ლარიდან 268 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 113 მლნ ლარიდან 172 მლნ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი ამ პერიოდში 89.5 მლნ ლარიდან 95.6 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.

 

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up